Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სააღდგომო ნამცხვარი კვერცხის ნაჭუჭში


მასალა: 7 ცალი ცარიელი კვერცხის ნაჭუჭი, 100 გ შავი შოკოლადი, 60 გ კარაქი, 75 გ შაქარი, 1 კვერცხი, 50 გ ფქვილი, 1,5 ს.კ. კაკაო, მწიკვი მარილი.
მომზადება: მოვამზადოთ კვერცხის ნაჭუჭები – კვერცხი ფრთხილად გავხვრიტოთ მსხვილი ნემსით, ნელ-ნელა გავაფართოვოთ ნახვრეტი, რომ ნაჭუჭი არ გაგვიტყდეს. ხის ჩხირით კვერცხში გული და ცილა ავურიოთ და მასა გადმოვღვაროთ კვერცხის ნაჭუჭიდან. თუ არ გადმოდის, კვერცხი შევანჯღრიოთ. თითოეული ნაჭუჭი შიგნიდან და გარედან გავრეცხოთ. 100 გ მარილი გავხსნათ 1 ლ წყალში და შიგ მოვათავსოთYკვერცხის ნაჭუჭები ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. 30 წუთის შემდეგ კვერცხის ნაჭუჭებს კიდევ ერთხელ გავავლოთ ცივი წყალი და შევაშროთ. თითოეულ ნაჭუჭში ჩავასხათთ 0,5 ჩ.კ. ზეთი და შიგნიდან  პატარა ფუნჯით წავუსვათ. ნაჭუჭები მოვათავსოთ ქაღალდის ხელსაწმენდზე, რომ ზედმეტი ზეთისაგან დაიწრიტოს. ტარტალეტის ფორმებში მოვათავსოთ ფოლგა ისე, რომ შიგ კვერცხის ნაჭუჭები მყარად მოთავსდეს. ღუმელი 165 გრადუს ტემპერატურაზე გავახუროთ. კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, დავუმატოთ შაქარი, შოკოლადი და ცოტა შევაგრილოთ. შევათქვიფოთ კვერცხი და მარილი. ზემოდან ფქვილი და კაკაო დავაცრათ. ცომი კარგად ავურიოთ, შემდეგ გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და კვერცხის ნაჭუჭებში 2/3-ზე მოვათავსოთ. ვაცხოთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოშრება. მზა ნამცხვარი კარგად გავაციოთ და პირდაპირ ნაჭუჭიდან კოვზით მივირთვათ.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.