Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი მანაგაძე - მანაგაძეების ღვინის კომპანია - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (34)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

1980 წლიდან მოყოლებული ჩემს ოჯახში იწარმოება ლეჩხუმის მხარის უნიკალური ღვინოები. 2017 წლამდე არ ვახდენდით მის რეალიზებას და მომხმარებლები ძირითადად ოჯახის სტუმრები იყვნენ. 2017 წლის დასაწყისში დავაფუძნე კომპანია და დავიწყე ჩვენი პროდუქციის გაცნობა საზოგადოებისათვის. ჩვენი ძირითადი ამოცანაა მივიწყებული მამაპაპური ტრადიციების გაცოცხლება და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმა, უძველესი ქართული ვაზის ადგილწარმოშობის ჯიშების გამრავლება.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

დღეისათვის გაშენებული გვაქვს უსახელოურისა და ცოლიკოურის ვენახები. აღნიშნული ვაზის ჯიშები წარმოადგენს  ლეჩხუმის საკუთრებას და მხოლოდ რამოდენიმე მიკრო ზონაში იღებს გამორჩეულ თვისებებს. დაინტერესებული ვართ ასევე ლეჩხუმში უძველესი დროიდან არსებული ვაზის 18 ჯიშიდან თითოეულის მოკვლევა გაშენებით.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ამ ეტაპზე ვაწარმოებთ:

უსახელოური-ბუნებრივად ნახევრად ტკბილი

ცოლიკოური-ბუნებრივად ნახევრად ტკბილი

ვგეგმავთ ასევე ვაწარმოოთ ცოლიკოური ნახევრად მშრალი და მშრალი, უსახელოური ნახევრად მშრალი.

ჩვენს მიერ წარმოებული ღვინოები დამზადებულია ორგანულად მოყვანილი ყურძნისაგან, მათ გააჩნიათ განსაკუთრებული სურნელი, გემო და არომატი, თავსებადია ტიტრული მჟავიანობა და შაქრიანობა. ეს ყველაფერი კი ყალიბდება ლეჩხუმის მხარის კლიმატით, რომელსაც ძირითადად ხვამლისა და ასხის მთები აყალიბებს.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

2017 წელს დავიწყე წარმოებული პროდუქციის რეალიზებაზე ზრუნვა. ყველა მაღაზია თუ რესტორანი  ღვინის დეგუსტაციის შემდეგ სიამოვნებით თანამშრომლობს ჩვენთან: 8000 მოსავალი, ვინომანია და სხვა. შემოთავაზებები გაიზარდა ახალი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობის შემდეგ და ამ ეტაპზე სარეალიზაციოდ პროდუქცია აღარ გვაქვს.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპზე ჩვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე არ გადის (შეზღუდული რაოდენობის გამო), მაგრამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა რამდენიმე ქვეყნაში მოღვაწე ბიზნესმენებისაგან და შემოთავაზებაც გვაქვს. მომავალ წელს აუცილებლად გავზრდით წარმოებას და უცხოეთის ბაზარზეც შევალთ.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– მთავარ სირთულეს წარმოადგენს ფინანსები. იმისათვის, რომ  ვაწარმოოთ  მაღალი ხარისხის პროდუქცია, მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მსგავსი საწარმოების მშენებლობას.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

მნიშვნელოვანია როგორც მევენახე-მეღვინე სპეციალისტების, ასევე საზოგადოების ცოდნის ამაღლება ღვინის კულტურის შესახებ. ღვინის მაღალი ხარისხის პოპულარიზაცია.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– ვაზს  როგორც „გამოვზრდით“ ნაყოფსაც შესაბამისს მოგვცემს, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა სახის აგროწესების დროული დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა პირობებში მოწეული და გადამუშავებული ყურძნისაგან შექმნან ხარისხიანი პროდუქცია, არ შეუშინდნენ სიძნელეებს და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

Managadze family winery (მანაგაძეების ღვინის კომპანია)

მისამართი: ცაგერი,ოყურეში.

ტელეფონი: +995 598 41 09 41

ელფოსტა: mwcompany89@gmail.com

ფეისბუკ გვერდი: managadze wine company/მანაგაძეების ღვინის კომპანია

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.



ეჭვიც არ მეპარება, რომ მანაგაძე კარგ ღვინოს დააყენებს.


გამარჯობა ჩვენ ვამზადებთ ღვინის ყუთებს და ბოთლებს ყველანაირ სახეობისას თუ კი დაინტერესდებით დაგვიკავშირდით.ჩვენი კომპანია, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული ყოველდღიურად გოფრირებული მუყაოს სექტორში მუშაობს, 5000 მ 2 დახურულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 2013 წლიდან ანკარაში. მიუხედავად მოკლე ისტორიისა, ჩვენი კომპანია შეადგინა 8200 ტონა წლიური გაყიდვების მოცულობა შეფუთვათა სექტორში და მუყაოს ყუთების წარმოება წინა წელთან შედარებით 42% -ით გაიზარდა. whatsap +905318560677

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.