davidtsin - 4 აპრილი, 2011 - 18:11
(ბოდიშს ვიხდი წინ ატვირთულ წერილში არსებული შეცდომის გამო, რომელიც კლავიატურის შრიფტის გაუმართაობის გამო იქნა დაშვებული)
გოლიაძის სტატია - ,, საიდან მოდის თამადა" წარმოადგენს როგორც ჟურნალისტიკის პრინციპების (ობიექტივიზმის და მიუკერძოებლობის) სრულ უგულვებელყოფას, ასევე ენათმეცნიერული კვლევის პროფანაციას და აბუჩად აგდებას. 1. გოლიაძე წერს რომ - ,,შესაძლოა, ლინგვისტურ-ენთამეცნიერულ ლაბირინთებში დიდად გზაგაკვალული და მეშანდლე არ გახლდეთ" - და მაინც განაგრძობს ,,თამადის" ეტიმოლოგიის (სრულიად აბსურდული სახის) კვლევას და იძლევა თავის დასკვნებს. თუ ადამიანმა არ იცის ,,ლინგვისტურ-ენთამეცნიერული" ანალიზი, მაშინ არც უნდა გაკადნიერდეს და ამ საკითხში გაუთვიცნობიერებულ საზოგადოებას თავს არ უნდა მოახვიოს თავისი აზრები. (ხომ შესაძლებელია რომ ასეთი უსაფუძვლო ,,მტკიცებულება" არსწორი აღმოჩნდეს? მკითხველი რატომ უნდა დარჩეს მოტყუებული?)
2. სტატიის კონცეფცია და შინაარსობრივი სტრუქტურა მეტყველებს იმაზე, რომ გოლიაძის ამოსავალი (სრულიად დაუსაბუთებელი) აპრიორი აზრი არის ის, რომ სიტყვა ,,თამადა" არ წარმოადგენს ქართულ კულტურულ ფენომენს. სტატიაც მხოლოდ ამ ,,აზრის" დასამტკიცებლად არის დაწერილი და არ ემსახურება სიტყვის ნამდვილი წარმომავლობის და ეტიმოლოგიის (მიუკერძოებელ და ობიექტურ) გამორკვევას. გამოდის რომ გოლიაძემ სტატია იმიტომ დაწერა, რომ მას აღიზიანებს ზოგიერთი ადამიანი რომელიც (შესაძლებელია, ასევე არამეცნიერულად) ამტკიცებს რომ სიტყვა ,,თამადა" არის ქართული. შემდეგ, თავისი შეხედულების დასამტკიცებლად, რომ ,,თამადა" არ არის ქართული სიტყვა, გოლიაძეს მოჰყავს ფაქტი - რომ ეგვიპტეში არსებობს დასახლება “ბირ-თამადა”, რაც სრულებით არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ ფაქტს რომ ეს სიტყვა არ უნდა იყოს ,,ქართული" ! უფრო მეტიც, ეს ფაქტი (გარკვეული მიმართებით) შეიძლება პირიქით - ,,თამადის" ქართულ წარმომავლობაზეც კი მეტველებდეს! ჯერ ერთი თუ გოლიაძე ღრმად იცნობს ქართველურ კულტურულ ფენომენს (ისტორიას) მაშინ სრულებით არ არის გამორიცხული რომ სიტყვა ,,თამადა" ქართველური კულტურიდან იყოს გადასული ეგვიპტეში (მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და არც ის ვიცით თუ რომელი პერიოდიდან არსებობს სახელი “ბირ-თამადა”).
ნუთუ შეუძლებელია რომ ასეთი უძველესი კულტურული ტრადიიციის აღმნიშვნელი სიტყვა ქართველურიდან შესულიყო სხვა ენებში (სადაც სუფრის ესოდენ დახვეწილი და ღრმა კულტურული ტრადიცია არ ჩამოყალიბებულა!). თუ ქართველური ,,ღვინო" (van, vain, вино) შევიდა მსოფლიოს ენებში და მეტალების აღმნშვნელი სახელებიც ქართველური ენებიდან შეითვისეს სხვა ენებმა (როგორც ამას გერმანელი და სხვა ენათმეცნიერები ამტკიცებენ) რატომ არ შეიძლება ,,თამადა" გასულიყო საზღვრებს გარეთ.
3. და ბოლოს ყველაზე მარტივი და აშკარა ფაქტია ის, რომ თვითონ სიტყვის - ,,თამადის" ფუძეშივე ფიგურირებს (ჯერ ჯერობით ქართული) სიტყვა - ,,მადა", რაც დაკავშირებულია ,,სუფრასთან" და ,,კვებასთან" - და რაც უნდა მეტყველებდეს ამ სიტყვის ქართველურ წარმომავლობაზე. ამიტომ გოგოლაძემ პირველ ყოვლისა საზოგადოება ჯერ იმაში უნდა დაარწმუნოს რომ არც სიტყვა ,,მადა" არის ქართველური.
ყოველივეს კი სჯობს სანამ რაიმეს ვიტყვით და გამოვიტანთ საზოგადოების სამსჯავროზე ღრმად შევისწავლოთ ეს საკითხი.
პატივისცემით: დავით ცინცაძე.
amicus curie - 4 აპრილი, 2011 - 15:01
აბა, აბა???!!!
პაატა ბურჭულაძე ლა სკალაში ყანწით ხელში რომ შეასრულებს დაისიდან "ღვინოვ კახუროს", ქართულ კომპანიები გაყიდვებს ვეღარ აუვლენ ი მომენტიდან.
ამის შემდეგ კი ჩაეყრება საფუძველი product placement-ს საოპერო წარმოდგენებში.
აბა წარმოიდგინეთ როგორია –ვერდის "ტრავიატაში", სასმისებს იმ კასრიდან ავსებენ, რომელსაც "ბადაგონის" ან "თელავის ღვინის მარნის" ემბლემა აქვს დაკრული. ჰა?! :):):):)
რეალობას არ უნდა მოწყდეთ, თორემ კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდებით:
ოპერით ევროპას ვერ გავაკვირვებთ და ვერ გავაოცებთ,
ნუთუ რამე თვითმყოფადი არ გვაქვს, რაც მხოლოდ ჩვენია ???
ამაზე ალბათ მარკეტოლოგებმა უნდა იფიქრონ
ნენე - 4 აპრილი, 2011 - 14:21
წავიკითხე თუ არა ეს სტატია თვალწინ დამიდგა ჩვენი პოპულარული საოპერო , მომხიბლავი მომღერლები, რომლებმაც უკვე გარკვეული წარმატებები მოიპოვეს მსოფლიო პრესტიჟულ სცენებზე... აბა როგორი იქნება ღვინით სავსე ბოკალით ხელში - ნინო სურგულაძე ან ანიტა რაჭველიშვილი,პაატა ბურჭულაძ ან ნინო მაჩაიძე და სხვები... ჩვენთან ხომ ღვინო ლხინთან და უპირველესად, სიმღერის კულტურასთან ასოცირდება?
ეძებეთ წარაფი (მათ შორის google-ით) - 4 აპრილი, 2011 - 09:48
თქვენ გაქვთ სტატისტიკური მონაცემების, კომენტარების და ციტატების შეფასების უფლება.წარმატებებს გისურვებთ.
irakli.jijavadze - 3 აპრილი, 2011 - 23:32
მახსოვს, ქართული სამთავრობო პროგრამა არსებობდა კიდეც და რომელიღაც (თუ არ ვცდები ბრიტანულმა) კომპანიამ ამ პროგრამის დაფინანსებით დაკვეთაც შეასრულა ქართული ღვინის ახალი მარკეტინგული სტრატეგიის შესაქმნელად. სულ ახლახან პრესაშიც გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კვლევები ჩატარდა, სტრატეგია შემუშავდა და ქართველ მეღვინეებს ერთიანი მარკეტინგული ქოლგის ქვეშ გაერთიანება "wine of georgia" შეეთავაზათ.თუმცა ჯერ არც ერთ ქართული ღვინის ეტიკეტზე არ მინახია ამგვარი აღნიშვნა, გარდა ხოხბის ცრემლებისა, რომლის პროდუქციაზე ილიას სიტყვებთან ერთად "produced and bottled in caucasus georgia"–ა მითითებული. (გული კი მართლა დამწყდა, რომ ილიას ნააზრევში პრაგმატული ელემენტები ქართველ მეღვინეებზე ადრე ამერიკელმა მეღვინემ შენიშნა).
სტატიის ბოლოს მართლა ძალზე მტკივნეული კითხვებია დასმული ქართული ღვინის მომავლის შესახებ. ნეტავი, აი ის "კონფიდენციალური" მარკეტინგილი კვლევა–სტრატეგია თუ ითვალისწინებს ამ კითხვებზე პასუხს? – თუნდაც კონცეპტუალურ დონეზე.?
p.s. მადლობა სტატიისთვის
კიდევ ერთი p.s. -ვიცი, ამ ბლოგის თემა არ არის, მაგრამ როგორც გადასახადის გადამხდელს, მაინტერესებს, რა დაჯდა მთავრობის მიერ დაკვეთილი ის კვლევა, რა შედეგით დასრულდა იგი და თუ დაუკვეთეს,მაშინ რატომ აღარ იყენებენ ახალ მარკეტინგულ სტრატეგიას მსხვილი ქართული კომპანიები ან რატომ არ ახდენს ამ სტრატეგიის სტიმულირებას სახელმწიფო. (ბოდიში ინტრიგნობისთვის :)
keti adeishvili - 3 აპრილი, 2011 - 15:49
რა თქმა უნდა შეიძლება - ნიგოზიც, ნუშიც, ნებისმიერი თხილეული. ასევე ჩირები - მე შავქლიავას ან კურაგას (გარგარის ჩირი) გავუკეთებდი სიამოვნებით. თუ ნიგოზი ბევრი იქნება, შეიზლება ცოტა თაფლი ან შაქრის პუდრა დაემატოს, ვისაც ტკბილი უნდა გამოუვიდეს ნამცხვარი.
მალხაზ ხარბედია - 3 აპრილი, 2011 - 13:17
სანამ ამხელა კომენტს დაწერთ, იქნებ გვარი მაინც დაგეზუსტებინათ სტატიის ავტორის :)
მალხაზ ხარბედია - 3 აპრილი, 2011 - 13:13
უღრმესი მადლობა მოწვევისთვის :) ჯერ ჩვენთან გეპატიჟებით, შემდეგ კი თქვენთანაც გადავინაცვლოთ, ნამდვილ ბაქლავაზე. ველი ზაფხულის დადგომას.
Naotreli - 3 აპრილი, 2011 - 09:01
ირაკლი,
ეს ღვინო არ გამისინჯავს და ამიტომ ვერც მის ღირსებაზე, და შესაბამისად, ვერც მის ღირებულებაზეც ვერ შეგედავები; ისე ფასი მართლა საკმაოდ მაღალია, მაგრამ საფერავს ნუ დაგვიჩაგრავ შე კაცო:)პირიქით, მე მგონია საფერავს უდიდესი პოტენციალი აქვს. იმედია, ამ ღვინოს ხანგრძლივად დავარგების და კომპლექსური ღვინის სხვა მრავალი თვისება აქვს,და ფასიც ადეკვატურადაა განსაზღვრული. ალბათ სწორად ეს გათვალეს ამ კომპანიაში და მომხმარებლად "Boutique" ღვინოების მყიდველი განსაზღვრეს. დარწმუნებული ვარ 5-7 წლის(და იმედია 10-15 წლის)შემდეგ უფრო საინტერესო დასალევი იქნება ეს ღვინო.იმედია, მეც მალე გავსინჯავ! :)
მანანა - 2 აპრილი, 2011 - 17:45
ვისზე გაქვთ ეჭვი,ვინ ჭედავს არითმეტიკაში? როგორ ფიქრობთ, ეს მონაცემები სიზმარში ვნახე?
მსოფლიოში ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ეკუთვნის Wine Institute-ს.ალბათ, არ იცით და განმარტებისთვის აქვე გეტყვით: როგორც წესი, ასეთი დონის კვლევები რამდენიმე წლის წინანდელ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა. ამ მონაცემებს იყენებს საერთაშორისო მედიაც. შეგიძლიათ, თავად გადაამოწმოთ.
"2010 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში 14,6 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც 2009 წლის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. ექსპორტის ნახევარი კვლავ უკრაინაზე მოდის (7,4 მლნ ბოთლი)" - ეს საქსტატის და ოფიციალური მონაცემია.
მე ჟურნალისტი ვარ და სტატისტიკური მონაცემების, კომენტარების და ციტატების შეცვლა-შელამაზების თუ შესწორების უფლება არ მაქვს.
კომენტარებისთვის ვის დავასვენებ და ვის არა, ამას როგორმე თქვენი რჩევის გარეშეც მოვახერხებ.