Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩელთი, საფერავი, 2007

51.90 ლარი

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფერავია, რომელიც კი ბოლო წლებში გამისინჯავს. ყურძენი ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარე ჩელთის მიდამოებში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნიდანაა დაყენებული. ძალზე ცოცხალი ალუბლისფერით ხასიათდება, საკმაოდ სხეულიანი ღვინოა, სადაც პირველ რიგში ქლიავის ჩირსა და მაყვლის მურაბას გამოვყოფდი. დარბაისლური, ღრმა, სერიოზული ღვინოა, რომლის გემური სისავსის შეგრძნებაც ძალზე დიდხანს გრძელდება. ღვინო არაჩვეულებრივი ფინალით ხასიათდება. "ჩელთმა" 1 თვის წინ "ღვინის კლუბის" მიერ გამართულ დახურულ დეგუსტაციაზე, რომელიც პრემიალურ საფერავებს მიეძღვნა, მეორე ადგილი დაიკავა.

2015 წლის აპრილის დახასიათება

ღვინო ძალიან კარგად ძველდება, ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, თუმცა უკვე საუკეთესო ფორმაშია, ძალზე მწიფე სურნელებით და რბილი გემოთი. ტანინები, მჟავიანობა, არომატული ინტენსივობა, ყველაფერი კარგადაა ამ ღვინოში შერწყმული.

© ღვინის კლუბი/Weekend



ეგ ღვინო მეც ძაან მომწონს, მაგრამ ფასი მაინც ხელოვნურად გაბერილი მგონია. ყველაზე გლამურული და თავზეხელაღებული გაანგარიშებითაც კი გამორიცხულია, რომ საფერავის ყურძნის ჯიშიდან დაყენებული ღვინის თვითღირებულება ეგეთი მაღალი იყოს. მეღვინეებს, განსაკუთრებით მცირე მარნებს, "ბადაგონის" სენი არ უნდა დაემართოთ - ლეგენდებს და პიარს ღვინის სული არ უნდა შესწირონ და მომხმარებელი არ უნდა დააფრთხონ.


ირაკლი, ეს ღვინო არ გამისინჯავს და ამიტომ ვერც მის ღირსებაზე, და შესაბამისად, ვერც მის ღირებულებაზეც ვერ შეგედავები; ისე ფასი მართლა საკმაოდ მაღალია, მაგრამ საფერავს ნუ დაგვიჩაგრავ შე კაცო:)პირიქით, მე მგონია საფერავს უდიდესი პოტენციალი აქვს. იმედია, ამ ღვინოს ხანგრძლივად დავარგების და კომპლექსური ღვინის სხვა მრავალი თვისება აქვს,და ფასიც ადეკვატურადაა განსაზღვრული. ალბათ სწორად ეს გათვალეს ამ კომპანიაში და მომხმარებლად "Boutique" ღვინოების მყიდველი განსაზღვრეს. დარწმუნებული ვარ 5-7 წლის(და იმედია 10-15 წლის)შემდეგ უფრო საინტერესო დასალევი იქნება ეს ღვინო.იმედია, მეც მალე გავსინჯავ! :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.