Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი “ქართული ღვინის გზამკვლევი 2024 - 2025-ის” პრეზენტაცია 8000 მოსავალში

თებერვლის მიწურულს, სამშაბათს, 27 რიცხვში 8000 მოსავალის აბაშიძის ფილიალში “ქართული ღვინის გზამკვლევი 2024-2025-ის” პრეზენტაცია გაიმართება. 

წიგნი პირველად 2011 წელს გამოიცა, რასაც ყოველწლიური, განახლებული ვერსიები მოჰყვა. 2012 წელს “ქართული ღვინის გზამკვლევი” გამოიცა ჩინურ ენაზეც, 2020 წელს კი გერმანულად. გასული წლის გზამკვლევი კი ინგლისურენოვანი იყო. 

Წლევანდელ, 2024-2025 წლის ღვინის გზამკვლევის ნაკრებში, 5 ცალკეული სეგმენტი შედის. ეს არის სამი წიგნი: ქართული ღვინის გზამკვლევი, ქართული ღვინის ტურიზმი, ქართული ღვინოების დახასიათებები. Შემდეგია საქართველოს ღვინის რუკა და სასაჩუქრე ბლოკნოტი, ღვინის დღიური, სადაც მკითხველი თავისი შთაბეჭდილებების ჩანიშვნას შეძლებს. 

ღვინის გზამკვლევის პირველი პრეზენტაცია “8000 მოსავალის” ბერლინის ფილიალში გაიმართა 25 ნოემბერს. 2024 წელს კი პირველად ვაკის, აბაშიძის ფილიალში გაიმართება. პირველ წიგნში (ქართული ღვინის გზამკვლევი) ტრადიციულ რუბრიკებს შეხვდებით:

- ქართული ღვინის ქრონიკა (ისტორია)

- ქართული ვაზის ჯიშები

- ქვევრის ღვინო

- რეგიონები და ღვინის რუკები

- ქართული ღვინო დღეს

- მოსავლის წლების მიმოხილვა

- ადგილწარმოშობის დასახელებები

- ქართული ღვინის კლასიფიკაცია

მეორე წიგნი ქართული ღვინის ტურისტული გზამკვლევია. აქ გაეცნობით ამომწურავ ინფორმაციას ღვინის ტურისტული კერებისა და ქართული ღვინის კომპანიების შესახებ: მისამართებს, მომსახურებას, აღწერებს, ინფორმაციას ღვინის მაღაზიების, ბარებისა და რესტორნების შესახებ, ორგანიზაციების საკონტაქტოებს. წიგნში ასევე განთავსდება ქართული ღვინის კომპანიებისა და მარნების ვრცელი საინფორმაციო გვერდები.

მესამე წიგნში (ღვინის დახასიათებები) შევა ქართული ღვინოების დეტალური დახასიათებები. აქ არის ქართული ღვინის ყველა კატეგორია, ცრიალა ღვინიდან და პეტნატიდან დაწყებული - შემაგრებული ღვინოებით დამთავრებული.

მეოთხე და მეხუთე სეგმენტებია საქართველოს ღვინის რუკა და ღვინის ბლოკნოტი, დღიურებისთვის და ჩანაწერებისთვის.

პრეზენტაციაზე წლევანდელ გზამკვლევში შესული არაერთი ღვინის გასინჯვის საშუალება გექნებათ. 

გელით 27 თებერვალს, 19:00 საათზე, “8000 მოსავალის” აბაშიძის ფილიალში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული