გამოქვეყნებულია: 21 მაისი, 2013 - 14:03
საჭირო მასალა: 3 მოზრდილი, მწიფე პამიდორი, 2 მოზრდილი წითელი ბულგარული წიწაკა, 350 მლ ტომატის წვენი, 5-6 ცალი როზმარინის პატარა ტოტი, მარილი, პილპილი - გემოვნებით, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
მომზადება: 180 გრადუსზე გავაცხელოთ ღუმელი. პამიდვრები ნახევრამდე ჩავჭრათ ჯვარედინად, წიწაკებს გულები ამოვაცალოთ და გავჭრათ შუაზე. ბოსტნეული დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე, მოვაპკუროთ ზეითუნის ზეთი და 25 წუთით გავაჩეროთ ღუმელში. შემდეგ გადავაცალოთ კანი, ავთქვიფოთ ბლენდერში როზმარინთან ერთად და დავასხათ პამიდვრის წვენი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და 6 წუთი ვხარშოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი