Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აკაკი თოდუა: „ჯერ საქართველოში უნდა გავახსენოთ მეგრული ღვინის გემო და შემდეგ ვიფიქროთ უცხოეთის ბაზარზე“

ლევან სეფისკვერაძე

მარტვილში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველამ  იცის უკვე ამბავი კაცისა, რომელმაც სოფელ ტალერში დიდ გორაკზე, სავენახე ტერასები გააკეთა, ძველი მეგრული ვაზის ჯიშები გააშენა, მარანი ააგო და მას „ტალერის ტერასები“ დაარქვა. ეს კაცი აკაკი თოდუაა, რომელიც სამეგრელოში მევენახეობა-მეღვინეობის გამოღვიძების ერთ-ერთი პიონერია და მის მიერ გაშენებული ულამაზესი ტერასული ვენახების შესახებ სამეგრელოს გარდა მთელს საქართველოში გაიგეს.

ბატონი აკაკი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით, „ღვინის კლუბის“ განხორციელებულ პროექტ „ღვინის სოფელს“ სამეგრელოდან შეურთდა. „ტალერის ვენახები“ პროექტის პარტნიორიც გახდა და მეგრელ მევენახე-მეღვინეებთან შეხვედრები სწორედ მის მიერ აშენებულ შესანიშნავ მარანში და სადეგუსტაციო სივრცეში იმართება.

აკაკი თოდუა, მევენახე-მეღვინე, პროექტ ღვინის სოფელი“-ს ბენეფიციარი: „აფხაზეთში, დრანდაში ვარ დაბადებული, თუმცა ჩემი ფესვები ყოველთვის მარტვილს და სოფელ ტალერს უკავშირდებოდა. უკვე შვიდი წელია რაც მარტვილში ვენახის გაშენება დავიწყე. ჯერ დავრგე ოჯალეში, მერე გავაშენეთ ეგუძგურის ნერგები, შემდეგ მოვიძიეთ მაჭყვადინა, ჭვიტილური და მოვაწყეთ სავენახე ტერასები. ახლა ამ ჯიშებიდან ყველაზე მეტი გვაქვს ოჯალეშის ღვინო. შემდეგ მოდის ეგუძგური.

რატომ ქვია თქვენს მარანს „ტალერის ტერასები?“ მსგავსი სახელის მარანი საქართველოში ბევრი ნამდვილად არ არის...
- ტალი იყო ევროპული ფულის ერთეული. ამ ფულით ჩვენთან ყიდულობდნენ ხე-ტყეს. ხალხი ფულის ასაღებად რომ მიდიოდა ევროპელებთან, ამბობდნენ: „ტალები უნდა ავიღოთო“ და აქედან დაერქვა სოფელს ტალერი. ჩემს მარანსაც „ტალერის ტერსები“ დავარქვი იმიტომ,  რომ მინდოდა სოფლის სახელის წინ წამოწევა. ახლა ბევრი მარანს საკუთარ სახელს ანდა გვარს არქმევს. არც თოდუების გვარია ახალი და ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ თოდუები მინიმუმ მე-14-ე საუკუნიდან მოვდივართ. მაგრამ მაინც სოფლის სახელის წარმოჩენა მინდოდა და ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ამ საქმეში მთელი თქვენი ოჯახია ჩართული?

რა თქმა უნდა! მთლიანად ჩართულია ჩემი ოჯახი - დიდებიც და პატარებიც. ჩემს ძმას აქვს მამა-პაპისეული ცაცხვის ორტონიანი საწნახელი, სადაც მამაჩემი ღვინოს აყენებდა ხოლმე. ამით მე მინდა რომ ფესვებთან მქონდეს კავშირი. ვცდილობ ჩემმა შვილმაც ისწავლოს ეს საქმე და როგორც შევძლებთ გავაგრძელოთ წინაპრების საქმე.  
ახლა მეღვინეობა ჩემი პარალელური საქმიანობაა, თუმცა იმედი მაქვს მალე დადგება დრო, როდესაც ჩემი უპირველესი და მთავარი საქმე სწორედ ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება გახდება.

როგორც ვიცით, ღვინის უცხოეთში გატანით არ ხართ დაინტერესებული. არადა, მცირე მარნების უმეტესობა სწორედ ამას ცდილობს...

- მთლიანობაში გვაქვს 10 ათასი ძირი ვაზი. 6 ათასამდე არის ოჯალეში და 4 ათასამდეა ეგუძგური. ვფიქრობთ რომ ამ ზომის ვენახიდან მოსული ყურძნისგან დაყენებული ღვინო არ იქნება იმ რაოდენობის, რომ უცხოეთში გავიტანოთ. ჩემი აზრით, ჯერ საქართველოში უნდა გავაცნოთ და გავახსენოთ მეგრული ღვინის გემო და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ უცხოეთის ბაზარზე. ფიზიკურად რაოდენობა არა მაქვს იმდენი, რომ უცხოეთის ბაზრებზე დავიწყო ფიქრი.

- ამჟამად რა პროცესები მიმდინარებს თქვენს მარანში და ვენახში?

- ახლა ვაშენებთ ევროპული ტიპის მარანს, სადაც ღვინის დაწურვის გარდა ასევე მოხდება ტურისტების მიღებაც. ტურისტებს ასევე მივიღებთ ჩვენს ტერასულ ვენახებში, რომელიც ჩვენი მარნის ნამდვილ სიამაყეს წარმოადგენს. ღვინის დასაყენებლად ვიყენებთ როგორც ქვევრებს, ასევე უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ ჭურჭელს. ორიენტირებული ვართ მხოლოდ მეგრული ვაზის და მეგრული ღვინის პოპულარიზაციაზე. არ გვაქვს ინტერესი სხვა ჯიშებისადმი. დღეს სამეგრელო ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებს მეღვინეობის, როგორც მასშტაბებით, ასევე ცოდნით, სამწუხაროდ ჩამორჩება და ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის და ტრადიციის აღორძინებას. სახელმწიფომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ტენდენციაში და დაეხმაროს მეგრულ მეღვინეობას. მარტო მე და რამდენიმე ენთუზიასტი ვერ მივიყვანთ საქმეს ბოლომდე.

რატომ ჩაერთეთ და რას ნიშნავს თქვენთვის პროექტ „ღვინის სოფელში“ მონაწილოება?

- სამეგრელოს ძალიან სჭირდებოდა ისეთი ადამიანების გვერდში დგომა, როგორიც ექსპერტების სახით „ღვინის სოფელში“ არიან ჩართული. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვართ!

პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოსა და გურიაში ახორციელებს. პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.



წარმატებები კაკო თოდუას

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული