Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხაჭოს ნამცხვარი ალუბლის მურაბით

საჭირო მასალა: 400 გ ხაჭო, 2 ს.კ. სქელი არაჟანი, 1-2 ს.კ. ალუბლის მურაბის ვაჟინი, 2/3 ჭიქა შაქარი,  3 ცალი კვერცხი, 1,5 ს.კ. ფქვილი, 1 ჩ.კ. კარაქი და დაფხვნილი ტკბილი ორცხობილა - საცხობი ფორმისთვის, 0,5 ჭიქა ალუბლის წვენი, 0,5 ს.კ. სახამებელი.

მომზადება: ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ დაფხვნილი ორცხობილა. ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსზე. ხაჭო და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ალუბლის ვაჟინი, კვერცხი, არაჟანი, ფქვილი და მომზადებული მასა გადავიტანოთ ფორმაში. ვაცხოთ დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი არ შემაგრდება. ალუბლის წვენში გავხსნათ სახამებელი და წამოვადუღოთ, შემდეგ სულ ოდნავ შევაგრილოთ და მოვასხათ მზა ნამცხვარს. მივირთვათ კარგად გაცივებული.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.