გამოქვეყნებულია: 15 თებერვალი, 2013 - 20:19
საჭირო მასალა: 500 გ სპაგეტი ან სხვა მოგრძო ფორმის პასტა, 100 გ პარმეზანი, 250 გ ბეკონი, 300 მლ ნაღები, 4 ცალი კვერცხი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 კონა ოხრახუში, 2-3 ს.კ. კედრის თესლი, შავი პილპილი, მარილი.
მომზადება: ბეკონი დავჭრათ თხელ, წვრილ ნაჭრებად და დავბრაწოთ ზეითუნის ზეთში. პარალელურად მდუღარე მარილიან წყალში მოვხარშოთ პასტა.^თასში ავთქვიფოთ კვერცხის გულები, დავუმატოთ გახეხილი პარმეზანი, ნაღები და ყველაფერი ერთად კარგად გავთქვიფოთ. მოხარშული სპაგეტი გადავწუროთ და ტაფაზე ბეკონთან ერთად მოვათავსოთ. დავასხათ ნაღებიან-კვერცხიანი მასა და კარგად ავურიოთ. კერძი გადმოვიღოთ გაცხელებულ თეფშებზე და დაჭრილი ოხრახუში და კედრის თესლი მოვაყაროთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი