Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯენსისი და ნატურალისტები

მალხაზ ხარბედია       

"ჯენსისი თუ ვერ მივა ქართულ ღვინოსთან, ქართული ღვინო მივა ჯენსისთან" - ამ სტატიისთვის ასეთი სათაურიც შეიძლებოდა დამერქმია. საქმე ისაა, რომ წელს, აპრილის ბოლოს ცნობილი ღვინის მწერალი და კრიტიკოსი ჯენსის რობინსონი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, მაგრამ ეს ვიზიტი სამწუხაროდ არ შედგა. ამის მიუხედავად, სულ ცოტა ხნის წინ, 30 მაისს ჯენსის რობინსონის საიტზე ახალი პუბლიკაცია გამოჩნდა, რომელიც მთლიანად ქართულ ღვინოს შეეხებოდა. პირველ რიგში კი ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დაყენებულ ღვინოებს. ერთი სიტყვით, მართალია ჯენსისი ვერ ჩამოვიდა ქართულ ღვინოსთან, სამაგიეროდ ქართულმა ღვინომ მიაღწია ჯენსის რობინსონამდე.

ამასწინათ, ლონდონში ორი მნიშვნელოვანი ღვინის დღესასწაული გაიმართა. წესით, ერთი უნდა გამართულიყო, მაგრამ დამფუძნებლები, როგორც ჩანს, რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და თავ-თავიანთი გზა მონახეს. შედეგად მივიღეთ ნატურალური ღვინის ორი ფესტივალი, რომელიც ერთსადაიმავე დროს დაიწყო, 20 მაისს, ერთს Raw Wine Fair ერქვა, მეორეს კი Real Wine Fair. პირველი ორი დღე გაგრძელდა, მეორემ კი 22 მაისამდე გაქაჩა. ქართული ღვინო ბარაქიანად იყო წარმოდგენილი ორივე ფესტივალზე. პირველში მონაწილეობას იღებდნენ - კომპანია ჩვენი ღვინო, ნიკოლაძეების მარანი, ანთაძეების მარანი, ჯაყელები, ლექსო ციხელიშვილის მარანი, მარანი ნიკა, კახა ბერიშვილის მარანი, ლაგვინარი, მეორეში კი - იაგოს მარანი, ხოხბის ცრემლები, ალავერდის მონასტრის მარანი, ტყუპების მარანი. ქართველებმა არც ერთ ორგანიზატორს არ აწყენინეს და ამიტომ, თანაბრად გადანაწილდნენ ორივე ღონისძიებაში. სწორედ ამ ღონისძიებებში მონაწილეობის პერიოდში გასინჯა ჯენსის რობინსონმა ქართული ღვინოები და სულ მალე თავისი დახასიათებებიც გამოაქვეყნა საიტზე. ეს, როგორც მახსოვს, ქართული ღვინოების ყველაზე ვრცელი და მრავალფეროვანი ჩამონათვალია, რომელიც კი ასეთ ცნობილ ღვინის მწერალს შეუდგენია. აქამდე არაერთ ქართულ ღვინოზე დაუწერია ჯენსის რობინსონს, რობერტ ჯოზეფს თუ სხვა ცნობილ ღვინის ჟურნალისტს, მაგრამ ეს ლისტი, ჯერ-ჯერობით ყველაზე კარგად გამოხატავს ქართული მეღვინეობის თანამედროვე სურათს.

ჯენსის რობინსონმა 30-მდე ქართული ღვინო გასინჯა და მას ყველაზე მეტად ტრადიციული წესით დაყენებული ღვინოები მოეწონა. შესავალში ისიც აღნიშნა, რომ "მართალია ჩვენს ჩამონათვალში ეს ღვინოები თეთრის კატეგორიაში გადის, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა მათთვის ქარვისფერი გვეწოდებინაო". ცოტა ხნის მერე კი ახალი ტერმინიც გამოაცხო, აბრევიატურით, SC, რაც ნიშნავს skin contact-ს, ანუ ჭაჭაზე დავარგებულს.     

ყველაზე მაღალი, 17 ქულა ჯენსის რობინსონმა ნიკი ანთაძის 2010 წლის მწვანეს დაუწერა. 16,5 ქულა მიიღო ალავერდის მონასტრის სამმა ღვინომ - რქაწითელმა, მწვანემ და საფერავმა. ასევე ხოხბის ცრემლების 2010 წლის მწვანემ. 16 ქულიანებში შემდეგი ღვინოები მოხვდა - ანთაძის რქაწითელი, 2010, იაგოს ღვინო, ჩინური, 2009, ჯაყელის საფერავი, 2010, ჩვენი ღვინო, წარაფის რქაწითელი, 2010, ხოხბის ცრემლების ორი ღვინო, თავკვერი და ჩინური, 2011 წლის. ამ მიმართულების ღვინოების გარდა, ჯენსის რობინსონმა ე.წ. კონვენციური, ანუ როგორც თავად უწოდებს, მეინსტრიმის ღვინოებიც გასინჯა, რომელიც "ასოციაცია ქართულმა ღვინომ" ჩაიტანა ლონდონში - თბილღვინოს, თელიანის, ბაგრატიონის, ბესინის, კახურის, ვაინმენის, თელავის მარნის, შატო მუხრანისა და შუხმანის ღვინოებს შორის ყველაზე მაღალი, 16 ქულა ხუთმა ღვინომ მიიღო - თბილღვინოს 2011 წლის წინანდალმა, თელავის მარნის ქვევრში დაყენებულმა მწვანემ, 2010, ვაინმენის 2011 წლის როზემ, კომპანია კახურის 2004 წლის მუკუზანმა და თელიანი ველის კაბერნე/საფერავმა, 2009.

© tabula



ძალიან მაგარია! ხოხბის ცრემლების "მწვანე" 2010 მეც ძალიან მომწონს. გასული წლის საუკეთესო ღვინოების ხუთეულში შევიყვანე. ნიკი ანთაძის ღვინო ჯერ არ გამისინჯავს და იმედია არ გამოილევა :)


ეს 17 და 16 კარგია თუ ცუდი? რა მოიწონა და რა დაიწუნა? ცოტა მშრალი სტატიაა, დახასიათებებიც საინტერესო იქნებოდა


ამასთან პირველ გამოფენაზე გამორჩენილია: ნიკა ბახია, ლექსო ციხელაშვილი და კომპანია ლაგვინარი.


ლექსო ციხელაშვილი, მე როგორ ვიცი, ვერ წავიდა რაღაც იდიოტური სასაზღვრო თუ საბაჟო პრობლემების გამო. თუმცა, მისი ღვინო, ალბათ, იყო გამოფენაზე.


ჯენსისი 20-ბალიანი სისტემით აფასებდა და 17, რაღა თქმა უნდა, ძალიან მაღალი ქულაა. იმედია ჩვენებური "ვინექსპოს" პატივცემული ჟიურიც ისწავლის მისგან, როგორ უნდა ასეთი მათთვის არატიპიური ღვინოების შეფასება.


მადლობა ბარის. ჩავამატე.



მაქსიმუმ რამდენი ქულის მიღება შეეძლო ღვინოს?


ალეკო, რომელი ღვინო ვერ შეაფასეს ვინექსპოზე ?:)


Europeli specialistebi 20 balian sistemas iyeneben( Britanuli jurnal Denanter-is chempionobit), xolo amerikuli jurnalebi(wine advocate, wine spectator, wine enthusiast...) Parker-is 100 balian sistemas.


"ვინექსპოს" თემაზე საუბარი აქ, შესაძლოა, ცოტა უადგილოა. თუმცა, ზოგადად, მე ნიკი ანთაძის ღვინო მქონდა მხედველობაში, რომელიც როგორც მახსოვს, გასული წლის კონკურსში იყო წარდგენილი, მაგრამ მაღალი ქულები არ დაუმსახურებია. ჩემი შენიშვნა ეხებოდა არა კონკრეტულად ერთ კონკურსს და მის ჟიურის, არამედ მიდგომებს ნატურალური ღვინოებისადმი, რაც როგორც ვატყობ, ნელ-ნელა იცვლება. ჯენსის რობინსონის მაღალი შეფასებები, ვფიქრობ, ერთგვარი მესიჯი იქნება სხვა ენოლოგებისათვის, რომლებიც ნატურალური ღვინოების ღირსებებს ცოტა უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ.


ხომ არ იცით მონრაშეს რამდენს უწერს რობინსონი?


ასე განსაზღვრავს თვითონ ჯენსის რობინსონი მის მიერ მინიჭებულ ქულებს- 20 - Truly exceptional 19 - A humdinger 18 - A cut above superior 17 - Superior 16 - Distinguished 15 - Average, a perfectly nice drink with no faults but not much excitement 14 - Deadly dull 13 - Borderline faulty or unbalanced 12 - Faulty or unbalanced დაც შეეხება ანთაძის მწვანეს, მასზე საქართველოს არცთუ რიგითმა დეგუსტატორმა განაცხადა, რომ საერთოდ მოხსნიდა დეგუსტაციიდან მისი ნება რომ ყოფილიყო.


მაშინ ასე თუ ისე გასაგებია - 9 ბალიანი სისტემა ჰქონია და 16 ქულა დაახლოებით სკოლის 3-იანი გამოდის. ერთი რამ მაოცებს - ჯაყელების და ჯონის გარდა ამ ხალხს ერთი ბოთლი ღვინო ვერ წავართვი მაღაზიაში დასადებად და რაც არა გაქვს იმის შეფასებას რა აზრი აქვს?


ზემოთ დასახელებული თითქმის ყველა ნატურალური ღვინო და კიდევ სხვა ღვინოებიც გალაქტიონ ტაბიძის 15- ში იყიდება.


ჯერ ეს ერთი 16 არა 17 ქულა დაუწერა. მერე მეორე 20 ბალიანი სისტემიდან 17 ქულა საკმაოდ მაღალი შეფასებაა და სკოლის სამიანთან შედარება უბრალოდ უაზრობაა. და საერთოდ ვერ გავიგე იმის მაგივრად რომ გაგიხარდეთ ქართული ნატურალური ღვინის და მისი ავტორის ესეთი წარმატება რატომ ცდილობთ რომ დაამციროთ????


ამ გვერდზე თუ გადავალთ, ვნახავთ რომელ ღვინოებს აფასებს ჯენსისი 20 ქულით http://www.wine-searcher.com/jancisrobinson.lml


ბატონო ელიზბარ, 9-ბალიანი კი არა, 20-ბალიანიო! ასე რომ, მაღალ კლასთან და მაღალ ნიშანთან გვაქვს საქმე! რაც შეეხება ამ ღვინოების დეფიციტს, მართალი შენიშვნა გახლდათ, ვიდრემდის ნატურალური ღვინოების ბარი "ღvino underground" გაიხსნებოდა. იცით ალბათ, რომ ნატურალური ღვინოების მწარმოებელი ეს ჯგუფი, ძირითადად, ექსპორტზე მუშაობდა და თბილისის ორიოდე ღვინის მაღაზიაში მათგან მხოლოდ ორი-სამი მარნის ღვინოების შეძენა იყო შესაძლებელი. ახლა კი მართლაც კარგი საშუალება გვაქვს ნატურალური ღვინოების მოყვარულებს - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გახსნილი ახალი ბარის სახით, სადაც უკვე ყველა აქ დასახელებული მარნის ღვინის შეძენა შეგვიძლია.


სლოუ, მაგ 20–იანებიდან კარგად ჩანს ჯენსისი რომ რისლინგის დიდი დამფასებელია.



რანაირად არის 20 ბალიანი? 12 ბალს უწერს გაფუჭებულს - "faulty", ანუ ძმარს. არაფერს არ ვამცირებ, საერთოდ რომ გასინჯა - უკვე მიღწევაა,მაგრამ მეღვინეობის PR-მა აშკარად გაასწრო თავად მეღვინეობას, რაც დამაფიქრებელი და ძალიან ქართული მოვლენაა.ტრაბახი ესპანურად მუშაობას კი ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რასაც ჰქვია.


კიდევ ერთი - 17 რომელსაც დაუწერა გასინჯული არა მაქვს, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თუ თბილღვინოს წინანდალს ეკუთვნის 16 ქულა(20 ბალიანი სისტემით), მაშინ ყველაზე ცუდ, ქარხნის მონრაშეს დავუწერდი 116-ს.


თეთრი ბალი რაღირს წელს?


gviambe, elizbarao, ra ambav moxda londonsa :)))


ვერანაირად ვერ გამოვა 16 ქულა სკოლის სამიანი, რადგან 20 ბალიანი შეფასება 4 კომპონენტის 5-ბალიანი შეფასებიდან შედგება და შესაბამისად ანთაძის ღვინოს 17 ბალიდან, თუ რომელიმე კომპონენტის შეფასება 3-იანია, მაშინ დანარჩენი 3 კომპონენტის შეფასება 4.6-იანია, რაც როგორც წესი არ ხდება და ალბათ ოთხივე შეფასება არის 4+ ქულიანი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული