Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მთავრობა კახეთში 600-მდე ჰექტარი ჰიბრიდული ჯიშის ვაზის გაჩეხვას ვარაუდობს

ოფიციალური მონაცემებით, კახეთში ჰიბრიდული ჯიშის ვაზის 781 ჰექტარი ვენახია დარჩენილი. აქედან, 105 ჰა - სიღნაღის რაიონში, 320 ჰა - გურჯაანის რაიონში, 250 ჰა - ყვარლის რაიონში და 106 ჰა - თელავის რაიონში. მთავრობა კახეთში სულ 600-მდე ჰექტარი ჰიბრიდული ჯიშის ვაზის გაჩეხვას ვარაუდობს. ერთ ჰა ვენახის გაჩეხვაში მევენახეს ბიუჯეტიდან 1000 ლარს გადაუხდიან. შესაბამისი პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
 
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა განუცხადა, რომ ჰიბრიდული ჯიშის ვაზის გაჩეხვის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, გამგეობაში განცხადებები უკვე შევიდა.
 
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ამ საკითხზე, გამგეობაში 6 განცხადება შემოვიდა. ამ განცხადებებს ჩვენ შესაბამის მონაცემებს ვურთავთ, თუ რა ფართობზე ზუსტად რა ჯიშის ვაზია დარჩენილი და დოკუმენტებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვუგზავნით“, - განაცხადა ვასილ დავითაშვილმა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი ჩივიაშვილის ცნობით, ჰიბრიდული ჯიშის ვაზი ყველაზე მეტად ორ სოფელში - შაშიანსა და ველისციხეშია გაშენებული. „მარტო სოფელ შაშიანში ჰიბრიდული ვაზის 120 ჰექტარი ვენახია, ველისციხეში კი 80 ჰა დარჩა. პროგრამის დაწყებამდე ხალხი საკუთარი ინიციატივით ჩეხავდა ამ ჯიშის ვაზს, რადგან მისგან ხარისხიანი ღვინო არ იწარმოება და ამის გამო ყურძნის რეალიზაციაც პრობლემაა“, - აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა.
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი  
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.