წარმოიდგიენთ – ზიხარ სავარძელში, სავარძლის სახელურზე ლუდის კათხა გიდგას, სვამ ლუდს და სასმისი თავისით ივსება. ეს ხომ ლუდის მოყვარულთა ნამდვილი ოცნებაა!.. ალბათ სწორედ ასეთი “მეოცნებენი” იყვნენ ის ამერიკელები, რომლებმაც მოწყობილობა The Bottoms Up beer dispenserგამოიგონეს. ამ მოწყობილობის საიდუმლო საგანგებოდ შექმილ სასმისში, უფრო სწორად კი მის ძირზე (ფსკერზე) იმალება. სპეციალურ სადგამზე მაგრდება ძირგახვრეტილი ჭიქა, რომელიც ჩვეულებრივი მაგნიტის ფირფიტით არის დაცობილი. სადგამზე დადგმისას კი ფირფიტა ზემოთ იწევს და კათხაში ლუდი ამოჭრილი ძირიდან ივსება. ასეთ მოწყობილობას ჯერ მხოლოდ ბარ-რესტორნებში თუ შეხვდებით, თუმცა მწარმოებლები მის “მოშინაურებასაც” გეგმავენ. მყიდველს საშუალება ექნება, ეს საოცარი სადგამი ნებისმიერ ადგილას გადაიტანოს და დადგას, თუნდაც სავარძლის სახელურზე. საოცნებო ნივთი სავარაუდოდ 1150 დოლარი ეღირება. როგორც ჩანს, ლუდის მოყვარულებს ოცნების ასრულება არც ისე იაფი დაუჯდებათ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი