Home
ქართული | English
ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

ქვევრი - 14 თებერვალი, 2012 - 09:48

ორგანული ღვინის წარმოებისას გოგირდის გამოყენება არავის არასოდეს აუკრძალავს. არ ვიცი რაზე საუბრობს ყოვლადპატივცემული ბატონი მიშელ შაპუტიე(ფრანგული აქცენტით), მაგრამ ეს ასე არაა! აი ნატურალური ღვინის წარმოება სხვაა. ამ შემთხვევაში "ნატურალისტები" გოგირდის ნატამალსაც არ იყენებენ, თუმცა მე ვერ ვხვდები რატომაა ასეთი ღვინო ძმარი??? მაგალითად ქვევრში დაყენებული ღვინო, რომელსაც გოგირდი არაა დამატებული ასეთი ღვინო ძმარია? მოკლედ შესაძლოა ფრანგული ორგანული და ნატურალური ღვინოები მართლაც ძმარია, მაგრამ ქართულზე კი ყველამ ბოდიში მოიხადოს.
მალხაზ ხარბედია - 13 თებერვალი, 2012 - 21:46

ეხა გადავამოწმე და ექსპლორერით მართლაც არ ჩანს :)სამაგიეროდ ჩანს სხვა დანარჩენი ბრაუზერით.
ქვევრი - 13 თებერვალი, 2012 - 20:36

სხვებმაც მითხრეს არა ჩანსო...სხვა ადგილიდანაც ვცადე, მაგრამ ამაოდ... იქნებ მოუკვარახჭინო რამე.
მალხაზ ხარბედია - 13 თებერვალი, 2012 - 11:34

ჩემთან ჩენს.


ქვევრი - 13 თებერვალი, 2012 - 10:04

სურათი რატომ არ ჩანს?
მალხაზ ხარბედია - 12 თებერვალი, 2012 - 22:30

გთხოვთ ვწეროთ ქართული შრიფტით.


Anonymous - 12 თებერვალი, 2012 - 21:57

parshs ar unda adugebuli tskali, tsiv tskalze mzaddeba. dzira ki mtiul xinkals uketeben da aravitari skhva mtsvanili ar aris sachiro. aris xinklis skhva saxeoba: pshavuli, moxevuri rasats tsota sxvagvar parhs uketeben. tore supta mtiul xinkals dzira, marili, shavi tsitsaka da niori unda:)
ქვევრი - 12 თებერვალი, 2012 - 21:30

იქნებოდა ასე 2000 წლი. გერმანიაში გახლდით პრაქტიკებზე. დეკემბერი იყო და ისე ციოდა, რომ გარეთ ყინვისაგან ქვებიც კი ხრჭიალებდნენ. დილის ექვს საათზე გავეშურეთ აისვაინის მოსაკრეფად. ხოლო მანამდე ოქტომბერში სამი ზვარი შევარჩიეთ, ფოთლები შევაცალეთ, მერე გამოშვერილი რქებიც შევასხალით და ზვარზე აქეთ-იქიდან ცელოფანი ამოვუფინეთ, რომელიც სტეპლერებით დავამაგრეთ ზემოთ და ქვემოთ. მოკლედ ზვრები შევფუთეთ. ეს იმიტომ, რომ იმ მხარეში შველი და ხოხობია ძელიან ბევრი და ბევრ ყურძენს ჭამენ. მოკლედ სასწრაფოდ დავკრიფეთ ჩვენი სამი ზვარი და ყურძენი ფართხა-ფურთხით გამოვაქანეთ მარანში. ჩავყარეთ წნეხში და მსუბუქად გამოვწურეთ. მერე მამალი საფუარი ვატაკეთ ამ გამოწურულ ტკბილს და დავადუღეთ. რა თქმა უნდა რისლინგი იყო ვაზის ჯიში. ალკოჰოლო 8 მივიღეთ. ძლიერ არომატული ღვინოა. მე ვთვლი, რომ დაყნოსვად და ერთ ყლუპად ნამდვილად ღირს, მაგრამ აი მეორე ყლუპს(და არა მარტო) კი უკვე ქვევრის კახურით ჩავანაცვლებდი...
მალხაზ ხარბედია - 12 თებერვალი, 2012 - 17:03

მალხაზ ხარბედია - 12 თებერვალი, 2012 - 17:01

უცხოელ მოგზაურებთანაცაა ეს ამბები და ძველ პრესაშიცაა გაფანტული. მაგ. 40–იანი წლების მეორე ნახევრის კავკაზში იყო ერთიორი სტატია სადაც კახელების კვებაზეც იყო საუბარი და გამოყვანილ ან ქვევრში შენახულ ღორსაც ახსენებდნენ. ივანე კერესელიძე რო ცისკარს გამოსცემდა, 19–ე საუკუნის 50–იან წლებში, ერთ–ერთ პირველ ნომერში იყო რაღაცა სტატია ღორის გამოყვანაზე, თუ არ ვცდები :)+ მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის უნდა ნახოთ, ის ტომი, სადაც კვებაზეა საუბარი. 


საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული