ქვევრი - 8 თებერვალი, 2012 - 13:46
რავა გეკადრება ბატონო, გულშიც კი არ გამივლია. უბრალოდ ქართული ღვინის ხარისხის ამაღლება მინდოდა და...
ქვევრი - 8 თებერვალი, 2012 - 13:37
კარგი ნაშრომია! ისე რომ გამოიცეს კიდეც ურიგო არ იქნება. მე მაქვს რამოდენიმე კომენტარ/დამატება და რომ მოვიცლი გაახლებ.
მალხაზ ხარბედია - 8 თებერვალი, 2012 - 13:29
მეგობრებო, სიამოვნებით მივიღებთ შენიშვნებს ლექსიკონთან დაკავშირებით, ასევე დამატებით განმარტებებს და სხვ. რჩევებს ლექსიკონის შევსებასთან დაკავშირებით.
მალხაზ ხარბედია - 8 თებერვალი, 2012 - 02:43
თუ ასე ჩაგივარდა ეს გოგო გულში, მოგცემ იმეილს! :)
ალეკო ცქიტიშვილი - 7 თებერვალი, 2012 - 23:42
აქვე აღვნიშნავ, რომ თეიმურაზ ღლონტი არ ეთანხმება თამაზ კონჭოშვილის შეფასებას, სადაც იგი ამბობს: "რქაწითელის რთველი როცა იწყება, კახური მცვივანის ყურძენი უკვე გადამწიფებულია და მარცვლები სცვივა, ალბათ, ამიტომაც ჰქვია მცვივანი”. ახლახანს ბატონმა თეიმურაზმა მომწერა: "ჩვენი მონაცემებით, არც ერთ წელიწადს, ხუთი წლის განმავლობაში, კახური მცვივანის მარცვლების ცვენა სიმწიფეში არ შეგვინიშნავს. ასევე არამართებულად მიგვაჩნია მოსაზრება, რომ კახური მცვივანი "შედარებით მცირემოსავლიანია", რადგან არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. კახური მცვივანი არ არის მცირედმოსავლიანი ჯიში. პროფესორი დ. ტაბიძე: "კახეთში მცვივანმა საშუალო მოსავალი იცის, მეტიც, ზოგიერთ რაიონში, კერძოდ, ყვარლის რაიონში, იგი უხვ მოსავალს იძლევა, ვაზისუბანშიც იგი საშუალოზე მაღალ მოსავალს იძლევა. თელავსა და ვაზისუბანში ჩატარებული დაკვირვებით და აღრიცხვის მიხედვით, მსხმოიარობის კარგი მაჩვენებელი აქვს, მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 0,67-დან 1,54-მდე".
ჩვენი გამოკვლევებით და აღრიცხვით, კახური მცვივანი მაღალმოსავლიანი ჯიშია. 1 ჰექტარზე საშუალოდ 120 ცენტნერამდე მოსავალს იძლევა".
qvevri barisashvili - 7 თებერვალი, 2012 - 22:40
ბუჯო რაცხა სასიძო აგვიანებს და არ მევიჯაყოთ ამ შუაგულ ევროპიაში...
მალხაზ ხარბედია - 7 თებერვალი, 2012 - 13:37
ბურგუნდიელები არიან, შესაბამისად პინოს უნდა მიაწვე. პინოს და თავკვერს ან შავკაპიტოს :)