Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი

A

 

Abboccato  (იტალ.) - მოტკბო (მაგ. Orvieto).

Abfüllung (გერმ.) – ჩამომსხმელი.

Adega (პორტ.) - ღვინის შესანახი სარდაფი, მარანი.

Age - კონიაკის ასაკი, ანუ მუხის კასრებში მისი დაძველების პერიოდი.

Aging (ინგლ.)  - დაძველება.

Agrement (ფრანგ.) - პროცედურა, რომელსაც გადიან უმაღლესი კატეგორიის ღვინოები აპელასიონზე უფლების მოსაპოვებლად.

Alambic charentais - (ალამბიკ შარანტე) სპირტიანი სასმელის გამოსახდელი ტრადიციული სპილენძის ჭურჭელი (დისტილატორი). წესით, კონიაკის სპირტი მხოლოდ ამ მოდელით და აუცილებლად ორმაგი გამოხდის გზით მიიღება.

Alcool - სპირტი.

Amabile (იტალ.) - ოდნავ უფრო ტკბილი, ვიდრე abboccato.

Amaro (იტალ.) – მწარე.

Amber (ინგლ.)  - ქარვისფერი. ამ ტერმინს იყენებენ რომის, ბრენდისა და ზოგიერთი სხვა სასმელის ფერის აღსანიშნავად (ფრანგ. Ambree).

Amtliche Prüfung (გერმ.) - სტანდარტული ხარისხის სერთიფიცირება ქიმიური ანალიზისა და დეგუსტაციის გზით. 1971 წლიდან აუცილებელია ყველა ღვინოებისთვის. ანალიზის შემდეგ თითოეულ ღვინოს აძლევენ  ნომერს, რომელიც ნაჩვენები უნდა იყოს ეტიკეტზე.

Amtliche Prüfungsnummer (გერმ.) - შტამპი ღვინოებისთვის, რომელიც შეესაბამება DLG სტანდარტებს (სტანდარტული - წითელი ფერის, მწვანე – ნახევრადმშრალი ღვინოებისთვის, ყვითელი - მშრალი ღვინოებისთვის).

Anbaugebiet (გერმ.) - ღვინის მწარმოებელი ოლქები (მაღალი ხარისხის ღვინოების მისაღებად), რომელთა რაოდენობაც ცამეტია. მაგ,: Mosel-Saar-Ruwer, Baden...

Annata (იტალ.)  - ღვინის მოსავლის წელი.

Ano (ესპ.) – წელი.

Anreichern (გერმ.) - "გამდიდრება" - დაჭყლეტილ მარცვალზე შაქრის დამატება ალკოჰოლის შემცველობის გასაზრდელად, ფრანგული შაპტალიზების ექვივალენტი. გერმანიაში QmP კატეგორიის ღვინოებს შაქარს არ აყრიან, tafelwein  და  QbA ღვინოები კი ამ პროცედურას გადიან.

AOC – Appelation d`origine Controlee  (ფრანგ.) - სიტყვასიტყვით "დასახელების კონტროლირება წარმოშობის მიხედვით". საფრანგეთის გარკვეული რეგიონი, ე.წ. აპელასიონი, რომელსაც ქვეეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური დეკრეტით ენიჭება AOC ან AOVDQS კატეგორია. თითოეულ აპელასიონს სახელმწიფო უწესებს რეგლამენტს ყურძნის ჯიშების, მოსავლიანობის, წარმოების ტექნოლოგიის, ღვინისა და ბრენდის ტიპების და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რეგიონებიდან, რომლებიც მაგარ სპირტიან სასმელებს აწარმოებენ, AOC  ან AOVDQS კატეგორია გააჩნიათ კონიაკსა და არმანიაკს თავიანთ სუბრეგიონებთან ერთად; ასევე, კალვადოსს. აპელასიონების ფრანგული სისტემა კონკრეტულ ტერიტორიაზე წარმოებული სასმელების გაუყალბებლობის გარანტიას იძლევა.

Apéritif (აპერიტივი) - "სპირტიანი სასმელი, რომელსაც სადილობამდე გარკვეული დროით ადრე, მადის გასაღვიძებლად სვამენ. აპერიტივად გამოდგება ღვინო (მათ შორის, ცქრიალა), კოქტეილი და რასაკვირველია, მაგარი სპირტიანი სასმელი, როგორიცაა შედარებით იაფფასიანი კონიაკი - "სამი ვარსკვლავი" ანდა ზოგიერთი V.S.O.P. (Very Special Old Pale), სუფთა ან გაზავებული სახით, ყინულით ან ხილის წვენით".

Appelation- იხ. AOC.

Armagnac (ფრანგ.) - ფრანგული ბრენდი, მზადდება სპეციალური ტექნოლოგიით არმანიაკის რეგიონში.

Asciutto (იტალ.) - სავსებით მშრალი.

Assemblage (ასამბლიაჟი) - ასამბლირება, სხვადასხვა სპირტის შერევა კონიაკის მისაღებად. კონიაკების უმეტესობა სწორედ ამ გზით მზადდება.

Asti(ასტი) - მეღვინეობით სახელგანთქმული იტალიური პროვინციის, პიემონტის რეგიონი, სადაც ამზადებენ ასტის კატეგორიის ცქრიალა ღვინოებს.

Auslese (გერმ.) - "სიტყვასიტყვით "გადარჩეული" - QmP ღვინოების მესამე კატეგორია, რომელთაც ამზადებენ მხოლოდ კარგად დამწიფებული მოსავლის აღების წლებში. ჩვეულებრივ, ბუნებრივად ტკბილია. Auslese განსაკუთრებული სიმაგრით არ გამოირჩევა და ბოტრიტიზებული ყურძნის "გავლენასაც" განიცდის. "კეთილშობილი ობი" ხილის ბუნებრივ სიტკბოს განსაკუთრებულ დახვეწილობას მატებს. კარგი Auslese რამდენიმე წელიწადს უნდა დავაძველოთ, რათა ყურძნის პირველადი სიტკბო მომწიფებული ხასიათის ბუკეტად გარდაიქმნას". 

AVA (American Viticultural Area) - "სიტყვასიტყვით "ამერიკული მევენახეობის რეგიონი", მეღვინეობისთვის აშშ-ს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორია ".

Azienda (იტალ.) - მეღვინეობის საწარმოებელი ტერიტორია, მამული.

 

B

 

Barrel Aging  - დაღვინება კასრში. წითელი ღვინოების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით, კაბერნე სოვინიონის ჯიშისას, ასევე, ზოგიერთ თეთრს, უპირველესად, შარდონესგან დამზადებულს, კასრში აჩერებენ. ამ პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ღვინის ტიპზე და იმაზე, თუ რა შედეგი სჭირდება მეღვინეს. კასრში დაძველება ღვინოს უფრო რბილსა და მდიდრულს ხდის. ტანინები და მუხის არომატი მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

Barrel, cask (ინგლ.),  baril (ფრანგ.), barile (იტალ.), barril (ესპ.) - კასრი. გამოიყენება სპირტის, ღვინისა და ა.შ. დასაყენებლად. ზომები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.

Barrique - შარანტში ამ ბორდოული ტერმინით მცირე ზომის მუხის კასრებს აღნიშნავენ.

Barriquewein (გერმ.) - ღვინოები, რომელთაც ფერმენტაცია მუხის ახალ პატარა კასრებში გაიარეს. კარგი წითელი ღვინის მისაღებად ეს ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება. თეთრ ღვინოებთან მიმართებაში კი მრავალფეროვნება გაცილებით მნიშვნელოვანია.

Beerenauslese (გერმ.) - "სიტყვასიტყვით "ნარჩევი მარცვალი" - QmP ღვინოების კატეგორია, რომლებიც Auslese-ს სიტკბოთიც აღემატება, ხარისხითაც და ფასითაც. მხოლოდ ძალიან მწიფე და ბოტრიტიზებული ყურძნის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ კონცენტრირებულად ტკბილი, ხშირად ძალზე მუქი ფერის ღვინო, რომელიც ინახება."

Bereich  (გერმ.) - ერთ-ერთი 34 რაიონიდან ან სუბრეგიონიდან, მაგალითად, Bereich Bernkastel, Gebieten-ის 13 ოლქის ფარგლებში. სახელწოდებით Bereich ჩვეულებრივ, აღნიშნავენ საშუალო ხარისხის ღვინოებს, რომელთაც შედარებით ნაკლებადცნობილი ვენახების ღვინოთა შერევით იღებენ (წესით, ისინი შეიძლება მივაკუთნოთ როგორც QbA, ასევე QmP კატეგორიასაც).

Best value - ღვინის შეფასების უმაღლესი კატეგორია, რომელიც ითვალისწინებს სასმელის მაღალ ორგანოლეპტიკურ თვისებებსა და ბაზრის მოთხოვნას.

Bianco (იტალ.), blanc (ფრანგ.), blanco (ესპ.)  - სასმელის თეთრი ფერის აღმნიშვნელი ტერმინი.

Blanc de blancs (ფრანგ.) - სიტყვასიტყვით, "თეთრი თეთრებისგან": როგორც წესი, შამპანური ღვინო, დამზადებული მხოლოდ ყურძნის თეთრი ჯიშებისაგან.

Blanc de noirs (ფრანგ.) - სიტყვასიტყვით, "თეთრი შავებისგან": როგორც წესი, თეთრი შამპანური ღვინო, დამზადებული მხოლოდ ყურძნის შავი (წითელი) ჯიშებისაგან.

BNIC (Bureau  National Interprofessionnel du Cognac)- კონიაკის სახელმწიფო პროფესიონალთაშორისი ბიურო. ორგანო, რომელიც კონიაკის წარმოებაზე ახორციელებს კონტროლს. განთავსებულია ქალაქ კონიაკში.

Bodega (ესპ.) - ღვინის საწარმო, ღვინის სარდაფი, ღვინის მაღაზია.

Boisé (ბუაზე) ან იშვიათად, boisage (ბუაზაჟი) - კონიაკის სპირტის დაყენება მუხის ბურბუშელაზე, რასაც კანონი არ კრძალავს (კონიაკის ზოგიერთი მცოდნე და მოყვარული ამ მეთოდს არაკორექტულად მიიჩნევს).

Bonbonne - იხ.  dame-jeanne.

Bonne chauffe - მეორე გამოხდა.

Botritys cinerea - "ყურძნის სოკოვანი დაავადება. ფრანგულად მას pouriture noble ეწოდება, ინგლისურად - noble rot. თუ მწიფე მარცვლების დაავადებას მშრალი და ცხელი ამინდიც დაერთვება, დაავადება "კეთილშობილი ობის" სქემით ვითარდება. სოკოს ყურძნის კანზე ზემოქმედება მარცვლის შაქრიანობას შესამჩნევად ზრდის, წვენი სპეციფიურ შეფერილობას იძენს და არომატულ კონცენტრირებულ ნექტარად იქცევა. ასეთი ღვინომასალისგან საფრანგეთში სოტერნებს ამზადებენ, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩილესა და სხვა ქვეყნებში კი ტკბილ ღვინოებს." 

Botrityzed (ბოტრიტიზებული) - "კეთილშობილი ობით" დაავადებული ყურძენი ან ღვინო.

Botte (იტალ.) - კასრი, ან ბარელი.

Bottiglia (იტალ.) – ბოთლი.

Bouilleur de cru – "ღვინის მომდუღებელი". ასე უწოდებდნენ ძველად მევენახე-გლეხებს, რომლებიც ჭარბი ღვინისგან სპირტს ხდიდნენ. დღეს - მევენახე, რომელიც თავად ხდის საკუთარ ღვინოს (მიღებულ სპირტს ძირითადად ნეგოციანტებს ჰყიდიან).

Bouilleur de profession, distillateur de profession– დისტილაციის ოსტატი, რომელიც ნეგოციანტისთვის მისაყიდად საკუთარ ღვინოს არ ხდის.

Brandy (brandwine)– ჰოლანდიური brandewijn "გამომწვარი ღვინო". მაგარი სპირტიანი სასმელი, მიღებული ღვინის გამოხდითა და მისი მუხის კასრებში დაძველებით. ფართო გაგებით, ნებისმიერი მაგარი სპირტიანი სასმელი, რომელიც კასრში შენახული გადადუღებული ხილის წვენის პროდუქტია.

Brix  ან   Balling - ყურძენში შაქრის შემცველობის საზომი ამერიკული ერთეული, დაახლოებით შეესაბამება ალკოჰოლის შემცველობის გაორმაგებულ ციფრს, იმ პირობით, თუკი მთელი შაქარი დადუღებულია. 19,3 ბრიქსი 10% სპირტის ეკვივალენტია.

Brouillis- შარანტის ალამბიკში ღვინის პირველი გამოხდის შედეგად მიღებული დისტილატი.

Brut de fût  (ინგლ. natural strength) - ბუნებრივი, "კასრის" სიმაგრის მქონე კონიაკი, ანუ, კონიაკი, რომელსაც არ განუცდია რედუქცია. ასევე შესაძლებელია აღნიშნავდეს არაასამბლირებულ კონიაკსაც.

Bundesweinpra mierung(გერმ.) - ნაციონალური ჯილდო ხარისხისათვის, რომელსაც DLG ანიჭებს რეგიონალურ გამარჯვებულთაგან შერჩეულ ღვინოებს. 3,5 ბალიანი შეფასება (5-ბალიანი სისტემით) ბრინჯაოს მედალს ნიშნავს, 4 ბალი - ვერცხლს, 4,5 კი დიდ პრიზს (Grosser Preis). გამარჯვებულები თავიანთ მიღწევებს ღვინის ეტიკეტსა და ბოთლის ყელზე აღნიშნავენ.

 

C

 

Calvados- ვაშლის ბრენდი, წარმოებული ნორმანდიაში (საფრანგეთი).

Cantina(იტალ.) - ღვინის სარდაფი.

Cantina sociale(cooperativa)(იტალ.) - მევენახეების ერთობლივი (კოოპერატიული) სარდაფი.

Casa vinicola(იტალ.) - ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელიც სასმელს საკუთარი ყურძნისგან არ ამზადებს. 

Cascina(იტალ.) - ფერმის ან მამულის აღმნიშვნელი ტერმინი ჩრდილოეთ იტალიაში.

Case(ქეისი) - ალკოჰოლური სასმელების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ხის ან მუყაოს ყუთი. ბოთლების განსხვავებული ზომისა და მოცულობის გათვალისწინებით, ანგარიშის გასაიოლებლად პირობითად 9-ლიტრიან "ქეისს" იყენებენ. 

Castello(იტალ.) - ციხესიმაგრე, ფრანგული შატოს ეკვივალენტი.

Cava- ღვინოების საერთაშორისო ნომინაციაში გავრცელებული ტერმინი.

გამოიყენება ცქრიალა ესპანური ღვინისა და მისი წარმოების მეთოდის აღსანიშნავად.

Cellar(ინგლ.) - ალკოჰოლური სასმელების შესანახი ადგილი, ღვინის სარდაფი.

Cellar master(ინგლ.) - ღვინის საწარმოს სპეციალისტი, რომელიც სარდაფზეა პასუხისმგებელი. ფრანგულად maitre de chai, გერმანულად - kellermaister, ესპანურად-capataz.

Cepage(სეპაჟი) - ვაზის ჯიში (მაგ.:იუნი ბლანი)

Chai(შე) - chais მრ. რიცხვი. სპეციალური შენობა, სადაც ხდება კონიაკის სპირტის დაძველება მუხის კასრებში. ასეთი ნაგებობის იატაკი, როგორც წესი, მიწის დონეზეა.

Chapiteau- "ჩაფხუტი", ალამბიკის დეტალი.

Charente, Charente-Maritime- შარანტა და შარანტას ზღვისპირეთი (მდინარე შარანტას სახელწოდებიდან). დეპარტამენტები, რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობს AOC-ის რეგიონი კონიაკი.

Chateau(ფრანგ.) - "შატო," სიტყვასიტყვით, ციხესიმაგრე. ცალკეული ვენახის, მევენახეობის,მეურნეობის აღმნიშვნელი ტერმინი.

Chateau, domaine, propriete- მამული. მეღვინეობის რეგიონებში - ვენახი, სადაც ღვინოს საკუთარი ყურძნისგან ამზადებენ.

Chaudiere, cucurbite- გამოსახდელი კუბი, ალამბიკის დეტალი.

Chauffe-vin, rechauffe-vin– ღვინის გამაცხელებელი

 

Chiaretto(იტალ.) - "კლარეტი," რომლითაც, ჩვეულებრივ, ძალიან მსუბუქ წითელ ღვინოს აღნიშნავენ, თუმცა, შეიძლება ეს rose-ზეც გავრცელდეს.

Cider(ინგლ.), cidre (ფრანგ.) - სიდრი, ფერმენტირებული ვაშლის წვენი.

CIVC(Comite Interprofessionel du Vin de Champagne) - საფრანგეთის პატრონატის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ვაზის მწარმოებლებს, მეღვინეობის კოოპერატივებსა და კომპანიებს, რომლებიც შამპანურს ყიდიან. დაარსდა 1941 წელს.

Clairet(კლერეტი, ფრანგ.) - მუქი ვარდისფერი ღვინო, რომელიც ხანმოკლე დაყენების შედეგადაა მიღებული.

Claret(კლარეტი) - ინგლისური ტერმინი, ძირითადად ბორდოს წითელი ღვინოების აღსანიშნავად გამოიყენება. ასევე აღნიშნავს მშრალ წითელ ღვინოებსაც ტანინის მაქსიმალურად მაღალი შემცველობით.  

Classico(იტალ.) - "კლასიკური", DOC ზონის შუაგული, მისი საუკეთესო ნაწილი.

Climat(კლიმა) – ვაზიანი მიწის ნაკვეთი ბურგუნდიაში (საფრანგეთი);იგივეა, რაც კრიუ.

Clos(კლო)  - ბურგუნდიასა და საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში შემოსაზღვრული ვენახები, სადაც მაღალხარისხიან ღვინოს აწარმოებენ.

Coeur- "გული". ალამბიკის დისტილატიდან მეორე გამოხდისას მიღებული ცენტრალური (რიგით მეორე) სითხე.  

Cognac de domaine, cognac de château- განსაზღვრული მეურნეობიდან წარმოებული კონიაკი.

Col de cygne- "გედის ყელი," შარანტეს ალამბიკის დეტალი.

Cold stabilization- (ცივი სტაბილიზაცია) ამ ტექნოლოგიას პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ღვინის საწარმოში იყენებენ ბოთლში ღვინის მჟავის კრისტალების წარმოქმნის შესაჩერებლად. ღვინის სიმჟავის მოსაშორებლად სასმელს აცივებენ და 15 დღის განმავლობაში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ინახავენ, თითქმის გაყინვამდე.

Commune(ფრანგ.) -კომუნა. სოფლის აღმნიშვნელი ტერმინი.

Compte d`age– ათვლის წერტილი კონიაკის დაძველებისას. ასეთი რემარკები არმანიაკისთვის უფროა ტიპიური, თუმცა კონიაკის ეტიკეტებზეც გვხვდება და იგი ასამბლაჟში შემავალ ყველაზე ახლგაზრდა კომპონენტის ასაკს აღნიშნავს.

Consorzio(იტალ.) - ღვინის მწარმოებელთა კონსორციუმი, რომლებიც საერთო ძალებით აკონტროლებენ ღვინის ხარისხს და მის წარმატებაზეც ერთობლივად ზრუნავენ.

Coope rative de distillation- 1. მევენახეთა კოოპერატივი, რომელთაც თავიანთი ღვინის გამოსახდელად საერთო საამქრო აქვთ. 2. დისტილაციის ოსტატთა გაერთიანება, რომელიც სპირტს კონიაკის სახლებს მიჰყიდის.

Cosecha, Consecha, Consecho(ესპ.) - მოსავლის წელი

Cote(ფრანგ.) - ფერდობი

Coupage(ფრანგ.) - კუპაჟი, ანუ ბლენდირება (შერევა). ეს ტერმინი გავრცელებულია ევროკავშირის ქვეყნებშიც.

Coupe- 1. ალამბიკიდან მიღებული დისტილატის გაყოფის ოპერაცია, საიდანაც მიიღება: "თავი," "გული," "მეორე სპირტები," "კუდები." 2. კონიაკის სპირტის ასამბლაჟის პროცესის ერთ-ერთი ეტაპი.

Cremant- ამ ტერმინით საფრანგეთში აღნიშნავენ საუკეთესო ცქრიალა ღვინოებს, რომლებიც ტრადიციული მეთოდით მზადდება შამპანის პროვინციის გარეთ (ელზასში, ბურგუნდიაში, ლუარაში, რონის მხარეში).

Crianza(ესპ.) - ღვინის დაძველება.

Cru- ა) ვენახი, რომელიც გამოხატული სპეციფიკით ხასიათდება, ღვინის წარმოების კონტროლირებადი ობიექტი. ბ) ამ ტერიტორიაზე წარმოებული ღვინო.

Cru Classe-ტერმინი, რომელიც აღნიშნავს, რომ ვენახი შეტანილია რეგიონის ტოპ-რეიტინგულ სისტემაში.

Crush- "მოსავლის" კალიფორნიული სინონიმი; ასევე აღნიშნავს ღვინის მისაღებად დახარჯულ ყურძენს, რომელიც იზომება ტონობით აკრზე. 

Cucurbite- იხ.chaudiere

Cuvee - ა) წვენი, რომელიც მიიღება ყურძნის პირველი დაწნეხვით და საუკეთესო ხარისხისაა. ბ) ასამბლაჟი.

 

D

 

Dame-jeanne(დამ-ჟანი), bonbonne (ბონბონი) - ჩალით შემოწნული დიდი მინის ბოთლი, დაახლოებით 30 ლიტრის მოცულობის, სადაც სპირტს მუხის კასრში დაძველების შემდეგ ინახავენ.

Deutsche(r)(გერმ.) - "გერმანული" - აღნიშნავს სუფრის ღვინოს (tafelwein), რომელსაც გერმანიაში "ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის" დაბალხარისხიანი ღვინოებისგან ამზადებენ და ხშირად ფსევდოგერმანული ეტიკეტებით იყიდება.

Deutsches Weinsiegel(გერმ.) - ხარისხის ნიშანი. ენიჭება DLG ღვინოებს, რომელთაც გადააჭარბეს ხარისხის სტანდარტულ მაჩვენებელს (ქულებში).

Diabetiker-Wein(გერმ.) - ყველაზე მშრალი გერმანული ღვინოების კატეგორია, რომელიც ლიტრზე 4 გრამზე ნაკლებ დაუდუღებელ შაქარს შეიცავს. დიაბეტით დაავადებულებს ამ ღვინის გამოყენება მხოლოდ ექიმის ნებართვით შეუძლიათ.

Digestif(დიჯესტივი) - სპირტიანი სასმელი, როგორც წესი, მაღალი ხარისხის, რომელსაც ჭამის დასრულების შემდეგ მიირთმევენ. კლასიკური დიჯესტივის მაგალითია ელიტური კონიაკი. 

Distillat- დისტილატი (ალამბიკიდან მიღებული სპირტი).

Distillateur de profession- იხ. bouilleur  de profession

Distillateur-eleveur- დისტილირების ოსტატი, რომელიც თავად აძველებს საკუთარ გამოხდილ სპირტს. როგორც წესი,იმიტომ, რომ შემდეგ უფრო ძვირად მიჰყიდოს ნეგოციანტს. 

Distillateur- recoltant- მევენახე, რომელიც თავად აყენებს თავის ღვინოს, როგორც წესი, ნეგოციანტისთვის მისაყიდად.

Distillation- დისტილაცია, გამოხდა.

Distillerie- ნაგებობა, სადაც ალამბიკებია დაყენებული.

DLG(გერმ.) - გერმანული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, ორგანო, რომელიც აფასებს ღვინოებს და ამ სფეროში ნაციონალურ ჯილდოებს ანიჭებს. იხ.:Bundesweinpramierung.

DO(Denominacion de Origen) - კლასიფიკაციის ესპანური სისტემით, ამათუიმ ზონის  "დასახელების კონტროლირება წარმოშობის მიხედვით". ფრანგული AOC კატეგორიის ანალოგი.

DOC(Denominacao de Origem Controlada) - პორტუგალიური ღვინოების უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია.

DOC(Denominazione di Origine Controllata) - იტალიური საკვალიფიკაციო სისტემის მიხედვით, ამათუიმ ზონის "დასახელების კონტროლირება წარმოშობის მიხედვით".

DOCA(Denominacion de Origen e Calificada) - ესპანური ღვინოების უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია.

DOCG(Denominazione di Origine Controllata e Garantita) - იტალიური ღვინოების უმაღლესი კატეგორია სახელმწიფო გარანტიით.

Dolce  (იტალ.), dulce (ესპ.) - სავსებით ტკბილი (შეიცავს ნარჩენი შაქრის 5-10%-ს).

Domaine- კერძო მფლობელობაში მყოფი ვენახი, მამული საფრანგეთში. ეს ტერმინი, უპირველესად, ბურგუნდიისთვის არის დამახასიათებელი.

Domane(გერმ.) "ოლქი" - გერმანიაში ეს ტერმინი, ძირითადად იმისთვის გამოიყენება, რომ აღწეროს გერმანიის ფედერალური სახელმწიფოს კუთვნილი მიწები. მაგალითად, Rheingau-ში,  Franken-სა და  Nahe-ში.

Droog- მშრალი (სამხრეთამერიკული ღვინოებისთვის).

Dry- მშრალი ღვინის აღმნიშვნელი ტერმინი.

 

E

 

Early landed cognac(ინგლ.) - კონიაკი, რომელსაც ინგლისს ბოთლებით კი არა, კასრებით აწვდიან, შემდგომი დაძველებისათვის.

Eau-de-vie- ნებისმიერი სპირტი, მათ შორის, კონიაკის; ასევე, ნებისმიერი მაგარი სპირტიანი სასმელი, არყის ჩათვლით.

Edelfäule (გერმ.) - კეთილშობილი ობი.

Einzellage(გერმ.) - ვენახის ინდივიდუალური ნაკვეთი. გერმანიაში დაახლოებით 2600 Einzellagen-ია. ოფიციალურად, თითოეული Einzellage-ს მინიმალური ფართობი 5 ჰექტარია, თუმცა, ზოგიერთი უფრო მცირე ზომისაა. ყველა Einzellage  არ არის მოსაზღვრე, განსაკუთრებით, Baden-სა და Wurttemberg-ში. Grosslage - ერთეულია, რომელიც რამდენიმე Einzellage-ს აერთიანებს.  Einzellage და Grosslage ეტიკეტზე სოფლის (gemeinde) დასახელების შემდეგ არის აღნიშნული. 

Eiswein  (გერმ.) - ზამთარში დაკრეფილი ყურძნისგან დაწურული ღვინო. ყინვადაკრულ მტევნებს სისხამ დილით კრეფენ და მაშინვე ჭყლეტენ. ასეთ მარცვლებში წყალი გაყინულია, ყინულისგან გამოცალკევებული წვენი კი დიდი კონცენტრაციით შაქარს შეიცავს, მჟავიანობაც მაღალი აქვს და ძალზე არომატულია. შედეგად მიიღება საოცრად ტკბილი და გამამხნევებელი ღვინოები დაძველების თითქმის უსაზღვრო პოტენციალით. Eiswein-ები განსაკუთრებით მაღალი ფასებით გამოირჩევა. 

Eleveur- ადამიანი, რომელიც სპირტს კასრებში აძველებს, ჩვეულებრივ, ნეგოციანტისთვის მისაყიდად.

Embotellado de/en Origen(ესპ.) - ჩამოსხმულია მამულში.

Engaraffado na Origem(პორტ.) - ჩამოსხმულია მამულში.

Erstes Gewächs  - იხ. grosses gewäches.

Erzeugerabfüllung(გერმ.) - "ბოთლებში ჩამოსხმულია მამულში", ფრანგული mis en bouteilles au domaine-ს ანალოგი. 

Espumoso(ესპ.) – ცქრიალა.

Estate bottled- ვენახის მფლობელის ან მწარმოებლის მიერ წარმოების ადგილზე მოყვანილი ყურძნისგან ჩამოსხმული ღვინო. ფრანგული ვარიანტია - as mis-en-bouteilles-au-Château ან Domaine, გერმანული - Erzeugerabfüllung, იტალიური - Nel`Origine.

Etichetta(იტალ.) - ეტიკეტი (იარლიყი). 

 

F

 

Faibles, petites eaux- სუსტი სპირტები (დასპირტული წყლები), განკუთვნილი გაცილებით ძლიერი კონიაკის სპირტების რედუქციისთვის.

Fass(გერმ.) - კასრი. Holzfassen - მუხის კასრები, გერმანული სარდაფების ტრადიციული კონტეინერები.

Fattoria(იტალ.) - ფერმის ან ღვინის მამულის აღმნიშვნელი ტოსკანური ტერმინი.

Fiançaille- "ნიშნობა". კონიაკის სპირტების ასამბლაჟის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტადია.

Fiascofiaschi (იტალ.) - მათარა; ტრადიციულად, ჩალის გარსით.

Field-grafting- ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული მეთოდი, რომლის საშუალებითაც ყურძნის ერთ სახეობას მეორედ "აქცევენ" (ჩვეულებრივ, წითელს - თეთრად), რისთვისაც ძველ ძირს მიწის ზედაპირთან ახლოს სხლავენ და მასზე ახალ სახეობას ამყნობენ.

Fine- ღვინის ან მუხის კასრში დაძველებული სიდრის გამოხდით მიღებული ნებისმიერი მაღალი ხარისხის ნატურალური სპირტიანი სასმელი, რომელსაც მინიჭებული აქვს AOC კატეგორია. ეს ტერმინი შესაძლოა ფიგურირებდეს ნებისმიერი კონიაკის ეტიკეტზე, იქნება ეს რეგიონული თუ სუბრეგიონული აპელასიონი (მაგ.:Fine Cognac, Grande Fine Champagne, Fine Borderies). ერთადერთი გამონაკლისი - ამ ტერმინის დამატება აპელასიონზე საქმის არსს არ ცვლის.  

FineChampagne - მხოლოდ ორი საუკეთესო სუბრეგიონის (გრანდ და პტიტ შამპანი) სპირტებისგან დამზადებული კონიაკი. წესით, გრანდ შამპანის სპირტები ამ აპელასიონის კონიაკის ასამბლაჟისას 50 პროცენტზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.

Flasche(გერმ.) - ბოთლი, იგივეა, რაც ინგლისური "მათარა".

Flurbereinigung(გერმ.) - "მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ვენახების "კონსოლიდაციის" პროგრამის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც ლანდშაფტის რეკონსტრუქციის გზით მიმდინარეობს. ამ პროცესმა გერმანიის ტერიტორიის ტერასირების ძველ სისტემაში რევოლუციური ცვლილებები შეიტანა, რამაც გერმანელებს მიწის მექანიკური დამუშავებისა და მისი უფრო რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობა მისცა.

Flyingwinemaker (ინგლ.) - "მფრინავი მეღვინე" - ასე უწოდებენ ენოლოგებს, რომლებიც მეღვინეობით ნაკლებადცნობილ ქვეყნებსა და რეგიონებში მაღალხარისხიან ღვინოებს ამზადებენ. ტერმინი 1980-იანი წლები ბოლოს გაჩნდა. "მფრინავ მეღვინეთა" უმეტესობა ავსტრალიელია.

Fortifiedwine - მაგარი ღვინო, რომელიც ხასიათდება ალკოჰოლის მაღალი შემცველობით.

Foudre- ძალიან დიდი ტევადობის კასრები.

Free-run juice- წვენი, რომელიც ბუნებრივად გამოდის დაჭყლეტილი ყურძნიდან მის პირველ დაწურვამდე. მიიჩნევენ, რომ ეს ყველაზე მაღალი ხარისხის ღვინოა.

Frizzante(იტალ.) - მსუბუქი შუშხუნა, ნახევრადცქრიალა ღვინო.

FüderMosel (გერმ.) - ოვალური ფორმის მუხის კასრები, რომლებშიც 1000 ლიტრი ჩადის.

Fût(ფიუ) - ასე უწოდებენ კონიაკის კასრს, რომლის ტევადობა 270-დან 500 ლიტრამდეა.

 

G

 

Gallon - გალონი: მოცულობის ამერიკული საზომი, უდრის 3,78 ლიტრს.

Garrafeira- მაღალხარისხიანი პორტუგალიური ღვინის აღმნიშვნელი ტერმინი: წითელი არანაკლებ სამი წლის დაძველებით უნდა იყოს, თეთრი - ერთის.

Gaschromatograph - (გაზქრომატოგრაფი) ღვინის ქიმიური შემადგენლობის განმსაზღვრელი ძვირადღირებული ხელსაწყო.

Gebiet(გერმ.) – რეგიონი. 

Gemeinde(გერმ.) - სოფელი, ოლქი ან კომუნა. სოფლის სახელწოდება გერმანულ ეტიკეტებზე ყოველთვის ვენახის დასახელებამდე აღინიშნება.

GeographicalIndication (GI) - ავსტრალიაში ღვინის წარმოშობის აღმნიშვნელი ტერმინი.

Gondola("გონდოლა")- უზარმაზარი ბუნკერი, რომლითაც ყურძენი დასაწურად გადააქვთ.

Goûtde terroir - სიტყვასიტყვით: "ტერუარის გემო". ასე უწოდებენ კონკრეტული რეგიონის ღვინის ან ბრენდის მახასიათებელ ნიშან-თვისებებს.

Gradazionealcoolica (იტალ.) - ალკოჰოლის შემცველობა გარკვეულ მოცულობაზე, გამოსახული გრადუსებში ან პროცენტებში.

GranReserva ("გრან რეზერვა")- უმაღლესი ხარისხის ესპანური ღვინო.

GrandCru ("გრან კრიუ") - ტერმინი, რომელიც გამოიყენება საფრანგეთის რეგიონების-ბორდოს, ბურგუნდიისა და ელზასის საუკეთესო ვენახებისა და სახელგანთქმული ღვინოების აღსანიშნავად. ეს საკლასიფიკაციო კატეგორია გავრცელებულია ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც.

Grandvin (ფრანგ.) - სახელოვანი ღვინო ან სახელოვანი ვენახი. ზოგიერთ ქვეყანაში ეტიკეტზე ასე აღნიშნავენ რეგიონის საუკეთესო ღვინოებს ან ვენახებს.

GrandeChampagne - კონიაკის ცენტრალური და საუკეთესო სუბრეგიონი.

GrossesGewächs - ვენახი, რომელიც პირველად იძლევა მოსავალს და შეესაბამება VDP კლასიფიკაციას.

Grosslage(გერმ.) - "კოლექტიური ვენახი," რომელიც შედგება მსგავსი ნიშან-თვისების მქონე რამდენიმე Einzellagen-ისგან. სამწუხაროდ, ღვინის კანონმდებლობა კრძალავს,ეტიკეტზე აღინიშნოს განსხვავება Grosslage-სა და Einzellage- ს სახელწოდებას შორის. Grosslage-ს დასახელება,ჩვეულებრივ, QBA ღვინოებისთვის გამოიყენება, თუმცა ზოგჯერ მას TBA ღვინოებისთვისაც იყენებენ, იმ შემთხვევაში, როდესაც ცალკეული Einzellage  ძალიან მცირე რაოდენობით ყურძენს იძლევა.

 

H

 

Halbtrocken(გერმ.) - "ნახევრადმშრალი". ღვინო, რომელშიც შაქრის შემცველობა

18გრ/ლ-ზე ნაკლები არ არის. ამის გამო ბევრად მშრალია, ვიდრე თანამედროვე გერმანული ღვინოების უმეტესობა, თუმცა, გაცილებით ტკბილია, ვიდრე Trocken-ი.

Housewine - ჩვეულებრივ, სუფრის ღვინო, რომელიც რესტორნებსა და კლუბებში "შინაურულის" სტატუსით სარგებლობს.

 

I

 

Imbottigliato(იტალ.) - (messo in bottiglia) nel`origine (del produttore all`origine), ბოთლებშიჩამოსხმულიამამულში.

Imbottigliatodal produttore all origine (იტალ.) - ღვინო"ჩამოსხმულიმწარმოებლისმიერმისსავემამულში".

INAO – Institut National des Appellations d`Origine - წარმოშობისმიხედვითდასახელებისმიმნიჭებელისახელმწიფოკომიტეტი. ცენტრალურიორგანო, რომელიცსაფრანგეთისსოფლისმეურნეობისსამინისტროსთანერთადაპელასიონებთანდასპირტიანისასმელებისხარისხისთანდაკავშირებულსაკითხებსაკონტროლებს.

Indicacao de Proveniencia Regulamentada (IPR)- პორტუგალიური საკლასიფიკაციო კატეგორია.

Indicazione Geografica Tipica (IGT)- იტალიური საკლასიფიკაციო კატეგორია.

 

J

 

Jahrgang(გერმ.) - მოსავლის წელი.

Jerez(ხერესი) - ტკბილი ან მშრალი ესპანური ღვინოები ალკოჰოლის მაღალი შემცველობით.

Jug wines- (ჩამოსასხმელი ან "დოქის" ღვინო) თავდაპირველად ეს იყო დამზადების ადგილზევე დოქში ჩამოსხმული ღვინო, რომელიც სწრაფი მოხმარებისთვის იყო გამიზნული. ჩვეულებრივ, ორდინარული, დაბალი ხარისხის ღვინოები. დღეს ასე უწოდებენ სტანდარტულ ღვინოებს, რომლებიც დიდი ბოთლებითიყიდება.

 

K

 

Kabinett(გერმ.) - Qualitätswein mit Prädicat დონის ნატურალური, დაუმტკბარი ღვინოების პირველი კატეგორია. საუკეთესო Kabinett ღვინოები სიმსუბუქით გამოირჩევა და ნამდვილი დელიკატესებია. სწორი მოხმარებისას ისინი გაცილებით მძიმე და ძვირადღირებულ Spätlese და Auslese  ღვინოებს არ ჩამოუვარდება.

Kellerei(გერმ.) - ღვინის სარდაფი, რომელიც გამყიდველისა უფროა, ვიდრე - მევენახის.

Kosher- კოშერული ღვინო. სიტყვასიტყვით "მართალს" ნიშნავს. ის რაბინატის ყველა მკაცრ მოთხოვნასა და კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ამიტომ ამ ღვინის გამოყენება მორწმუნე იუდეველებს შეუძლიათ.

Ktima(ბერძ.) - ვენახი, მევენახეობის მეურნეობა.

 

L

 

Landwein(გერმ.) - მშრალი ან ნახევრადმშრალი ღვინოების კატეგორია, რომელიც 1982 წელს შემოიღეს.

Liebfraumilch(გერმ.) - ღვინო "სასიამოვნო ხასიათით". Liebfraumilch-ი18-დან 40 გრამამდე ნარჩენ შაქარს შეიცავს და ოფიციალურად Pfalz, Rheinhessen, Rheingau ან Nahe რეგიონებიდან წარმოდგება. მიეკუთვნება QbA კატეგორიას და ძირითადად რისლინგის, სილვანერის ან მიულერ-ტურჰაუს გამოყენებას გულისხმობს. რამდენადაც ამ ღვინის ხასიათი და ხარისხი მიმწოდებლიდან მიმწოდებლამდე იცვლება, მისი პოპულარობა შეიძლება უბრალო და დაუვიწყარ სახელწოდებას მივაწეროთ.

Limousin(ლიმუზენი) - ოლქი ცენტრალურ საფრანგეთში, რომელიც მუხის ტყეებით არის განთქმული. ლიმუზენური მუხა განსაკუთრებული სტრუქტურითა და ტანინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რაც, ბევრის აზრით, მისწრებაა კონიაკის სპირტის ხანგრძლივი შენახვისთვის.

Liquoroso(იტალ.) - მაგარი ღვინო. ზოგჯერ ტკბილია, ზოგჯერ – არა.

Lot("ლო")- სპირტის ან კონიაკის განსაზღვრული პარტია; ხშირად გამოიყენება იმავე მნიშვნელობით, როგორც manche.

 

M

 

Maison(მეზონ) - სახლი, იგივე ფირმა, მწარმოებელი, ნეგოციანტი.

Maître de chai (მეტრ დე შე) - კონიაკის ოსტატი, რომელიც აკონტროლებს კასრებში სპირტის მომწიფების პროცესს და ახდენს ასამბლაჟს საბოლოო პროდუქტის, ანუ კონიაკის მისაღებად.

Maître-distillateur- დისტილაციის ოსტატი, სპეციალისტი, რომელიც ღვინის გამოხდის პროცესს აწარმოებს.

Malaga(მალაგა) - ტკბილი და ნახევრადტკბილი ესპანური ღვინოები.

Manche(მანშ) - სპირტის პარტია, რომელიც გამოხდისთანავე რეგისტრირდება წარმოშობის, მილეზიმისა და არომატის ხარისხის ნიშნით.

Marchio depositato(იტალ.)- რეგისტრირებული მარკა.

Mariage- "ქორწინება," "ქორწილი." კონიაკის სპირტების ასამბლაჟის დამაგვირგვინებელი პროცესი, რომლის შემდეგაც კარგი მწარმოებელი გარკვეული დროით კიდევ აჩერებს საბოლოო პროდუქტს მუხის კასრებში.

Master of Wine- საპატიო წოდება, რომელსაც ანიჭებენ საპატიო ღვინის მწარმოებლებს, მოვაჭრეებს, საერთაშორისო ექსპერტებს და ღვინის სპეციალისტებს. როგორც წესი, Masters of Wine საერთაშორისო კონკურსებზე ჟიურის წევრებად გვევლინებიან.

Metodo tradizionale (classico)(იტალ.) - აუცილებელი ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ შამპანურის მეთოდით დამზადებულ ცქრიალა ღვინოს. 

Millesime(ფრ.), vintage (ინგლ.) - მოსავლის წელი. მილეზიმურს უწოდებენ ასევე გარკვეული წლის მოსავლისგან მიღებულ, ან უბრალოდ, მაღალი ხარისხის ღვინოს. კონკრეტული წლის მოსავლის სპირტისგან მიღებული კონიაკი.

Mis en bouteille au château, mis en bouteille au domaine, mis en bouteille à la propriété (ინგლ.) estate bottled - მეღვინეობის რაიონებში: ღვინო, დამზადებული ერთი ვენახის ყურძნისგან, წარმოებული და ჩამოსხმული იმ საწარმოში, რომელსაც ეს ვენახი ეკუთვნის. შარანტეს ბევრი მცირე საოჯახო საწარმო კონიაკს სწორედ ამ პრინციპით აწარმოებს, მყიდველს კი ამის შესახებ ერთ-ერთი ზემოთმოყვანილი ფრაზის ეტიკეტზე აღნიშვნით ამცნობს.

Mise(en bouteille au domaine) - ფრანგული ტერმინი - "ჩამოსხმულია მამულში."

Mistelle- პინო დე შარანტეს ტიპის სასმელი.

Monocru- შარანტეში: მხოლოდ ერთ სუბრეგიონში (მაგ. ფენ ბუაში) ან ერთ მეღვინეობის მეურნეობაში წარმოებული კონიაკი. კონიაკის მეორე ტიპს ასევე უწოდებენ cognac de domaine-ს.

Mostgewicht(გერმ.) - "ტკბილის წონა". ყურძნის წვენის ხვედრითი წონა, რომელსაც ადგენენ ჰიგრომეტრით შაქრიანობის შემცველობის დასადგენად. საზომიერთეულია"გრადუსOechsle".

 

N

 

Natural strength(ინგლ.) - იხ.  brut de fut.

Nero(იტალ.) - შავი ან მუქ-წითელი.

Neuzüchtung  (გერმ.) - ღვინის ახალი ჯიში.

New World(ახალი სამყარო) - არაფორმალური კატეგორია, რომელიც მოიცავს ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს.

Non-vintage- ღვინო, რომელზეც არ არის აღნიშნული მოსავლის წელი.

 

O

 

Oechsle(გერმ.) - ხვედრითი წონა, მაჭრის სიტკბო, რომელიც გერმანულ მეღვინეობაში ფერდინანდ ოხსლემ (1774-1852) გამოიგონა.

Offene Weine(გერმ.) - ღვინო, რომელსაც კაფესა და Weinstube-ში ღია ჭურჭლით მიართმევენ.

Oinos Erithos/Mavros(ბერძნ.) - წითელი ღვინო.

Oinos Lefcos(ბერძნ.)  - თეთრი ღვინო

Old World (ძველი სამყარო) - არაფორმალური კატეგორია, New World-ის საპირისპირო. აერთიანებს ევროპის, ჩრდილო აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ს ქვეყნებს. 

Organic wines- ამ ტერმინით აღნიშნავენ ღვინოს, რომელიც მიღებულია ყოველგვარი ქიმიური სასუქის, პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა სინთეტიკური ქიმიკატების გარეშე მოწეული ყურძნისგან. გარდა ამისა, Organic wines აწარმოებენ მხოლოდ ბუნებრივი ღვინის საფუარითა და მეთოდებით, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა მაქსიმალურად დაიცვან გარემო პირობები. საფრანგეთში ასეთ ღვინოს ხანდახან vin biologique-ს უწოდებენ. ღვინოს Organic კატეგორიას სპეციალური მონიტორინგის ორგანიზაციები ანიჭებენ, ისეთი, როგორიცაა BCS Oko-Garantie GmbH გერმანიაში და რიგ სხვა ქვეყნებში. Organic wines წარმოება მსოფლიოში არცთუ დიდია, თუმცა, მისადმი ინტერესი ყოველ წელს იზრდება.

Ortsteil(გერმ.) - ქალაქის შემოგარენი ან დიდი დასახლების ნაწილი, რომელიც სოფლის (gemeinde) სტატუსისგან დამოუკიდებელია. მაგალითად, Erbach   Rheingau-ში - ქალაქ Eltville-ს შემოგარენი. ზოგიერთ ცნობილ მამულს, მაგ. Schloss Vollrads-ს უფლება აქვს ეტიკეტზე სოფლის სახელწოდება არ მიუთითოს.

Ovals(ოვალური კასრები) - ოვალური, და არა მრგვალი ძირის მქონე

ნებისმიერი ზომის კასრები. მათ სარდაფში არ გადააადგილებენ. ეს უფრო გერმანული ტრადიციაა, ვიდრე ფრანგული.

 

P

 

Paradis- "სამოთხე." ადგილი, სადაც ინახება ყველაზე ძველი კონიაკის სპირტები (ჩვეულებრივ, ჩალით შემოწნულ დიდ ბოთლებში, რომელთაც დამ-ჟანს ან ბონბონს უწოდებენ).

Part des anges- "ანგელოზებისწილი." კონიაკისსპირტისდანაკარგი, კასრებშიდაძველებისასმუდმივიაორთქლებისშედეგი.

Passito(იტალ.) - შემჭკნარი ყურძნისაგან დამზადებული ღვინო. მაღალი კონცენტრაციის, მაგარი და ჩვეულებრივ, ტკბილი.

Perlwein(გერმ.) - მსუბუქი ცქრიალა ან შუშხუნა სუფრის ღვინო, ხშირად ხელოვნურად გაზირებული წნევის მეშვეობით. მცირე რაოდენობით მომჟავო ნახშირმჟავა გაზი ამ ღვინოთა უსახურ გემოს აცოცხლებს. 

Petit Château(პტი შატო) - ბორდოს ღვინისმწარმოებელთა არაფორმალური გაერთიანება, რომლებიც არსებულ კლასიფიკაციაში ჩართული არ არიან.  Petit Château- ს ბევრი ღვინო ძალზე მაღალი ხარისხისაა.

Petites eaux- იხ. faibles.

Phylloxera vastatrix- მავნებელი მწერი, რომელიც ვაზის ფესვს ანადგურებს. XIX საუკუნეში ამერიკიდან ევროპაში შემთხვევით შემოიტანილმა უამრავი ვენახი გაანადგურა. არსებობს მასთან ბრძოლის მხოლოდ ერთი ხერხი, მყნობა (ევროპული vitis vinifera-ს ამერიკულ ძირებზე ამყნობენ.)

Pisko- არომატული ბრენდი, წარმოებული ჩილეში, პერუსა და ბოლივიაში ვაზის მუსკატური ჯიშებისგან.

Podere(იტალ.) - ფერმა ან ღვინის მამული.

Polish filtration- უკანასკნელი ფილტრაცია უმცირესი ნახვრეტების მქონე ფილტრში, იმისთვის, რომ ღვინო "ბრწყინავდეს."

Pomace- ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილი მასა (ჩენჩო, კურკა).

Prädikat  (გერმ.) - იხ. QmP

Premier cru, ან  ler cru - გრანდ შამპანის საუკეთესო სუბრეგიონში წარმოებული კონიაკების ოფიციალური კატეგორია. მისი ეტიკეტზე მითითება სავალდებულო არ არის.

Première chauffe- ღვინის პირველი გამონახადი, რომელიც იძლევა brouillis-ს - 27-32 გრადუსის სიმაგრის დისტილატს.

Produttore  (იტალ.) - მწარმოებელი.

Propriétaire- მფლობელი, მესაკუთრე.

Propriétaire-récoltant - ვენახის მეპატრონე, რომელიც თავად იღებს მოსავალს და აყენებს ღვინოს. როგორც წესი, ნეგოციანტისთვის მისაყიდად.

Propriété- იხ.  château

 

Q

 

Qualitätswein bestimmter Anbaugebiete(QbA) "ხარისხიანი ღვინო მითითებული ოლქიდან." სუფრის ღვინოებზე (tafelwein  და landwein) უფრო მაღალი და QmP-ზე გაცილებით დაბალი ხარისხის ღვინო. QbA ღვინოებში ალკოჰოლის შემცველობას მაჭარში შაქრის დამატებით ზრდიან. წარმოშობით უნდა იყოს ცამეტ anbaugebiete-ს შორის ერთ-ერთიდან, იწარმოებოდეს მხოლოდ ყურძნის ნებადართული ჯიშისგან, შაპტალიზაციამდე აღწევდეს სიმწიფის გარკვეულ ნიშნულს და AP ნომრის მისაღებად დეგუსტაციურ ტესტებს გადიოდეს. ზოგიერთ ნაკლებმოსავლიან წელს ამ ღვინოებს საკმაოდ დიდი რაოდენობით აწარმოებენ. ისინი არცთუ ურიგო ხარისხისაა, მაგრამ QmP დონეს მაინც ვერ აღწევს.  

Qualitätswein mit Prädikat (QmP) (გერმ.) - "ხარისხიანი ღვინო გამორჩეული ნიშნებით" - ყველა გერმანული საუკეთესო ღვინის ოფიციალური განსაზღვრება, დაწყებული Kabinett კატეგორიიდან  - TBA-ჩათვლით, სიტკბოს, სისავსისა და ღირებულების გათვალისწინებით. QmP ღვინოები უნდა მომდინარეობდეს ცალკეული Bereich-იდან და გადიოდეს სერთიფიკაციას წარმოების თითოეულ ეტაპზე.

Queues - "კუდები." ალამბიკიდან სპირტის გამოხდის ბოლო ეტაპი.

 

R

 

Rancio- ა) ნიგვზისა და შემწვარი პურის სუნის აღმნიშვნელი ესპანური ტერმინი. რანსიო ახასიათებს ნატურალურ წითელ ღვინოებსა და ხერესებს. ბ) არომატების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს ძალიან დიდი ხნის დაძველების ზოგიერთ კონიაკს.

Rebe(გერმ.) - ყურძენი

Réchauffe-vin- იხ. chauffe-vin

Récolte - მოსავალი

Redouellage  - ასე უწოდებენ ბოცის ძველი საცობის შეცვლას ახლით, იმ მიზნით, რომ გაცილებით საგრძნობი გავლენა მოახდინოს კონიაკის სპირტზე. თუმცა, ეს ზეგავლენა არ უნდა იყოს ისეთი ძლიერი, როგორც სრულიად ახალი კასრების შემთხვევაში.

Réduction - რედუქცია, კონიაკის სპირტის დისტილირებული წყლით ეტაპობრივი გაზავება. გამიზნულია სასმელის სიმაგრის შესამცირებლად.

Reserve- ტერმინი, რომელიც გამოიყენება ახალი სამყაროს ღვინოთა ეტიკეტებზე სხვადასხვა სტილის ან სპეციალურად შერჩეული, საუკეთესო ღვინოების აღსანიშნავად.

Restsüsse  - "ნარჩენი შაქარი". შაქარი, რომელიც რჩება ბოთლებში შენახულ ღვინოში, იმის მიუხედავად, დუღილის პროცესი ხელოვნურად შეჩერდა თუ ბუნებრივად. ზოგიერთი მშრალი (trocken) გერმანული ღვინო ლიტრზე 1 გრამზე ნაკლებს შეიცავს. TBA კატეგორიაში შაქრის შემცველობამ საოცარ ნიშნულს, ლიტრზე 200 გრამზე მეტს შეიძლება მიაღწიოს, თუმცა ალკოჰოლში გადასული შაქრის დონე ძალზე დაბალია.

Riserva, riserva speciale(იტალ.) - DOC ღვინოები, რომელთა დაძველება კანონით დადგენილი წლების განმავლობაში ხდებოდა (speciale - ნიშნავს ამ ციფრზე უფრო მეტ ხანს). Chianti-ს ზონის გამოკლებით, ტერმინი ნელ-ნელა იდევნება ხმარებიდან.

Rosado (ესპ. და პორტ.), rosato (იტალ.), rose (ფრ.) - ვარდისფერი.

Rosewein(გერმ.) - ყურძნის წითელი ჯიშებისაგან მიღებული ბაცი ვარდისფერი ღვინო.

Rosso(იტალ.), rotwein (გერმ.) - წითელი ღვინო

Rotling(გერმ.) - ყურძნის თეთრი და წითელი ჯიშების შერევით მიღებული  ბაცი წითელი ღვინო.

Rotwein(გერმ.) - წითელი ღვინო

 

S

 

Säure (გერმ.) - მჟავიანობა, იზომება 1000 ერთეული

Schaumwein (გერმ.) - ცქრიალა ღვინო - ზოგადი ტერმინი იაფფასიანი შუშხუნა სასმელისთვის. ხარისხიან ცქრიალა ღვინოებს ეწოდება Sekt.

Schillerwein (გერმ.) - QbA ან QmP კატეგორიის ღია წითელი ღვინო, რომელიც იწარმოება მხოლოდ Württemburg-ის რეგიონში.

Schloss (გერმ.) - ციხესიმაგრე

Schoppenweine (გერმ.) - კიდევ ერთი ტერმინი ღვინისთვის, რომელსაც დიდი ზომის ღია ჭურჭლით მიათმევენ.

Sec (ფრ.), secco (იტალ.), seco (ესპ. დაპორტ.) - მშრალი.

Secco (იტალ.) - მშრალი.

Secondes - "მეორესპირტი." ასეუწოდებენშარანტესალამბიკშიმეორედგამოხდისშედეგადმიღებულსასმელს.

Sekt (გერმ.) - გერმანულიხარისხიანიცქრიალაღვინო, რომელიცისეთსავეაპრობაციასექვემდებარება, როგორცQbA ღვინოები.

Semisecco (იტალ.) - ნახევრადმშრალი.

Singlecru - ანგლო-ფრანგული ჰიბრიდი, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც monocru-ს.

Single distillerie - კონიაკი, რომლისთვისაცსპირტსიღებენგარკვეულსადისტილაციოსახელოსნოებშიდარომელიცოსტატისინდივიდუალობასატარებს.

Single estate cognac - იხ. cognac de domaine

Skin contact  - თეთრი ღვინოების დამზადების მიღებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაწურვამდე რაღაც დროის მანძილზე ყურძნის დურდოსკანისგან არ აცალკევებენ. რამდენიმე საათით ამგვარი ჩალბობის შემდეგ ზოგიერთი თეთრი ღვინო მშვენიერ არომატს იძენს. დღეს ეს ტექნოლოგია იშვიათად გამოიყენება "მტევნებით წნეხვის" მეთოდის გამო. 

Spätlese (გერმ.) - სიტყვასიტყვით, "გვიანი კრეფა". QmP კატეგორია, გაცილებით მაღალი ხარისხის, ვიდრე Kabinett და უფრო დაბალის, ვიდრე Auslese. აღნიშნავს ალკოჰოლის უფრო მაღალი შემცველობის და მეტად სავსე ღვინოებს, ვიდრე Kabinett. არცთუ იშვიათად გაცილებით ტკბილიც არის, მაგრამ არა ყოველთვის. მწარმოებელმა, რომელიც Spätlese-სთვის აპირებს მოსავლის დაკრეფას, ამის შესახებ ხელისუფლებას უნდა აცნობოს. ექსპერტ-დეგუსტატორთა ჯგუფები ვალდებულნი არიან, თითოეულ რეგიონსა და მოსავალში Spätlese-სთვის აუცილებელი მასახიათებლები დაადგინონ.

Spitzen (გერმ.) - "მწვერვალი" - გერმანელების საყვარელი ტერმინი, რომელსაც იყენებენ ვენახის, მწარმოებლის ან ღვინის დამზადების წლის აღსანიშნავად.

Spumante (იტალ.) - ცქრიალა.

Stravechcio (იტალ.) - ძალიან ძველი.

Stück (გერმ.) - რეინში - ტრადიციული მუხის კასრი, რომელიც 1200 ლიტრს, ან დაახლოებით 133 ყუთს იტევს. არსებობს კიდევ doppelstüke(ორმაგი), halbstüke (ნახევრიანი) და viertelstüke(მეოთხედი).

Superiore - ტერმინი, რომელიც აღნიშნავს იტალიური ღვინოების მომატებულ სიმაგრეს.

Superiore (იტალ.) - DOC-ის მიერ დადგენილ წესებზე გაცილებით მაღალი მაჩვენებელი სხვადასხვა კატეგორიისა და მასახსიათებლისათვის. მაგალითად, ალკოჰოლის გაცილებით მაღალი შემცველობა.

Süssreserve (გერმ.) - ყურძნის ტკბილი, დაუდუღებელი წვენი, რომელსაც ინახავენ მშრალი, სრულად ფერმენტირებული ღვინისთვის შესარევად, რათა მიაღწიონ იდეალურ, გაცილებით ჰარმონიულ შედეგს. თუ ეს პროცესი ზომიერად განხორციელდება, საშუალო დონის ღვინო მხოლოდ იხეირებს.

 

T

 

Tafelwein (გერმ.) - "სუფრის ღვინო", გერმანული ღვინოების ყველაზე მოკრძალებული კატეგორია. წინდებული "Deutsche"-ს გარეშე ღვინო არ ითვლება გერმანულად, როგორი გოტიკური შრიფტითაც უნდა იყოს შესრულებული ეტიკეტზე წარწერა. კონტროლდება ყველაფერი - წარმომავლობა, ალკოჰოლის შემცველობა და ყურძნის ჯიში, თუმცა Tafelwein მხოლოდ წყურვილის მოსაკლავი მსუბუქი ღვინოა.

Tenementi(tenuta)(იტალ.) - მამული.

Terroir(ტერუარი) - მიკროკლიმატისა და ნიადაგის ურთიერთქმედება, რომელიც ქმნის პირობებს გარკვეული ტიპისა და ხასიათის ღვინის ან ბრენდის მისაღებად.

Tete- "თავი". ალამბიკში პირველი გამოხდით მიღებული დისტილატი. 

Tiercon - მოცულობის მოძველებული საზომი, რომელსაც საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს: შამპანში - 91 ლიტრი, ლანგედოკში - 228 ლიტრი, არმანიაკში - 375 ლიტრი, კონიაკში - 520-დან 560 ლიტრამდე. ყველაზე ხშირად კონიაკში 350-400 ლიტრის მოცულობის კასრებს იყენებემ, რომელთაც futs ან barriques- ს უწოდებენ.

Tinto (ესპ. და პორტ.) - წითელი ღვინო.

Trocken (გერმ.) - "მშრალი" - ღვინოების ოფიციალური კატეგორია, რომელიც შეიცავს 9გ/ლ არაფერმენტირებულ შაქარს. ამჟამად გერმანიაში მოდაშია მშრალი ღვინის სადილთან მიყოლება. თავის დროზე ისინი ძალზე თხელი და მჟავე იყო, თუმცა, ბოლო დროს გაცილებით გაუმჯობესდა.

Trockenbeerenauslese (გერმ.) - ყურძნის გადარჩეული გამომშრალი მარცვლები (შემოკლებით TBA). რა უცნაურიც უნდა იყოს, დიამეტრულად განსხვავდება წინა პუნქტში მოცემული განმარტებისგან. "მშრალი" აქ ყურძნის გადამწიფებულ მარცვლებს გულისხმობს, რომელთაც მხოლოდ მას შემდეგ კრეფენ, რაც "კეთილშობილი ობისგან" დაიჭმუჭნება. შაქრის, მჟავიანობისა და არომატების კონცენტრაცია იმდენად იზრდება, რომ Oechsle-ს მაჩვენებელი 300 ერთეულამდე იზრდება, მაშინ, როდესაც უმნიშვნელო უნდა იყოს. TBA ღვინოები ფერმენტაციას დუნედ გადის და იშვიათად აჩვენებენ 7%-ზე მეტ ალკოჰოლის შემცველობას - ნარჩენი შაქარი ბუნებრივი კონსერვანტივით მოქმედებს და ღვინის მომწიფებას წლობით ახანგრძლივებს.

Troncais - ცენტრალურ საფრანგეთში, ალიეს დეპარტამანტის ცნობილი ტყე. მუხებს, რომლებიც აქ იზრდება, კასრების დასამზადებლად იყენებენ. ტრონსეის მუხა განსაკუთრებული წვრილმარცვლოვანი სტრუქტურითა და ტანინის დაბალი შემცველობით გამოირჩევა. 

 

U

 

Uva - ყურძენი.

Varietal - ყურძნის ჯიში.

Vat - ღვინის შესანახი ხის ან ფოლადის დიდი მოცულობის ჭურჭელი. ბევრ ქვეყანაში ფოლადის ჭურჭელს tank- ს უწოდებენ.

Vecchio(იტალ.) - ძველი.

Vendemmia(იტალ.) - ღვინის დამზადების წელი. ამ ტერმინის გამოყენება ეტიკეტზე annata-ს ნაცვლადაც შეიძლება.

Verband Deurscher Prädikats-und Qualitätsweingüter (VDP) (გერმ.) - მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებელთა ასოციაცია.

Vieilles vignes (ფრ.) - ვაზისძველიძირი. "სიძველის" ვადაკანონითარარისგანსაზღვრულიდაცალკეულრეგიონებშისხვადასხვაგვარადგანისაზღვრება. ჩვეულებრივ, ესტერმინი20 წელზეასაკოვანვაზთანმიმართებაშიგამოიყენება.

Vieillissement- სიტყვასიტყვით: "დაძველება." ასე უწოდებენ მუხის კასრებში კონიაკის სპირტის შენახვის პროცესს. ზედსართავი vieux, vieille (ძველი), როგორც წესი, ხანგრძლივი და ძველების კონიაკს აღნიშნავს.

Vigna, vigneto (იტალ.) - ვენახი.

Vigna, vigneto, vina, vinedo, vineyard   - ვენახი.

Vignaiolo (Viticoltore)(იტალ.) - მევენახე.

Vigneron, viticulteur- მევენახე, მეღვინე. თეორიულად, ამ სიტყვების მნიშვნელობა განსხვავდება, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად ერთი მნიშვნელობით იყენებენ.

Vignoble- ვენახი.

Vin (vino santo) (იტალ.) - დაჩამიჩებული ყურძნისგან მიღებული ღვინო. ამ ტიპის ღვინისთვის ყურძენს ზამთარობით დახურულ შენობაში აშრობენ და რამდენიმე წლის განმავლობაში პატარა კასრებში აძველებენ. ჩვეულებრივ, ტკბილი.

Vinho verde- ახალგაზრდა პორტუგალიური ღვინო.

Vino cotto(იტალ.) - "მოხარშული" (კონცენტრირებული) ღვინო.

Vino da arrosto(იტალ.) - "ღვინო შემწვარისთვის". იგულისხმება წითელი, სხეულიანი და მოწიფული ღვინო.

Vino da pasto (იტალ.) - ყოველდღიური ღვინო.

Vino da taglio (იტალ.) - ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე ღვინის შერევა ან "შერბილება."

Vino da tavola (იტალ.) -კანონმდებლობით, ყველა იმ ღვინის სახელწოდება, რომელთაც არა აქვთ DOC კატეგორია. ფრანგული "სუფრის ღვინის" ექვივალენტი.

Vino novello (იტალ.) - იტალიური ახალი ღვინო. იწარმოება მთელს იტალიაში ვაზის 67 ჯიშისგან.

Vintage  - იხ.  millesime

Vite- ვაზი.

Vitigno(იტალ.) - ვაზის ჯიში.

Vitis vinifera  - ვაზის ევროპული და აზიური ნაირსახეობა, რომელიც კულტივირდება ღვინის და ბრენდის საწარმოებლად; ვაზის ყველა ევროპული ჯიში vitis vinifera-ს მიეკუთვნება.

 

W

 

Weingut (გერმ.) - ღვინის მამული. ამ ტერმინით შეიძლება ისარგებლონ ღვინის იმ მწარმოებლებმა, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ყურძენს იყენებენ.

Weinprobe (გერმ.) - ღვინის დეგუსტაცია.     

Weinstein- ღვინის მჟავაში შემავალი კალიუმის მარილის ნალექი, რომელიც ძველი კასრების შიდა კედლებზე ქვის მბზინავ გარსს ქმნის.

Weissherbst (გერმ.) - QbA ან QmP კატეგორიის ხარისხიანი ვარდისფერი ღვინო, დამზადებული წითელი ყურძნისგან Baden-ის, Wurttemberg-ის და Pflaz-ის რეგიონებში. ამავე ტერმინით მოიხსენიებენ ზოგიერთ ტკბილ წითელ ღვინოს სხვა რეგიონებიდან, რომელთაც ინტენსიური წითელი ფერი ვერ მიიღეს.

Whole-cluster pressing (წნეხვა მტევნებით) - თეთრი ყურძნის დაწურვის პრაქტიკა მტევნებით, როდესაც მარცვალთან ერთად მისი მყარი ნაწილაკებიც იწნეხება. 

Wine of Origin (WO) - ღვინის წარმომავლობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

Winzer (გერმ.) - მეღვინე.

Winzergenossenschaft, Winzerverein (გერმ.) - მეღვინეთა კოოპერატივი.

Wimzerverein (გერმ.) - კოოპერატივი.

 

© ღვინის კლუბი/vinoge.com



მეგობრებო, სიამოვნებით მივიღებთ შენიშვნებს ლექსიკონთან დაკავშირებით, ასევე დამატებით განმარტებებს და სხვ. რჩევებს ლექსიკონის შევსებასთან დაკავშირებით. 



კარგი ნაშრომია! ისე რომ გამოიცეს კიდეც ურიგო არ იქნება. მე მაქვს რამოდენიმე კომენტარ/დამატება და რომ მოვიცლი გაახლებ.


ძალზე საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაა. თუმცა გერმანულენოვან ცნებებთან გარკვეული - ცაკლეულ შემთხვევებში მეტად თვალშისაცემი, უზუსტობებია გაპარული. თუკი სურვილი გექნებათ, სიამოვნებით მოგაწვდიდით ჩემს კომენტარებს.


რა თქმა უნდა, სწორედ ამისთვის დავდეთ აქ ეს მასალა. პირიქით, მადლობელი დაგრჩებით. ჩემი შედგენილი არაა, მაგრამ ვინც შეადგინა და თარგმნა იმის შრომა უფრო დაფასდება თუკი კიდევ უფრო შევავსებთ და დავხვეწთ ლექსიკონს :)



ვის გადავუგზავნო კომენტირებული ვერსია?


თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული