27-28 იანვარს გაიმართება პრეზენტაცია და ტრენინგი "ღვინის პასპორტის" შესახებ. ტრენინგზე გავიხილავთ "ღვინის პასპორტის" კონცეფციას, მის ფუნქციასა და უპირატესობებს. ღონისძიებაზე აუდიტორიას ნაბიჯ-ნაბიჯ გავაცნობთ ასევე ჩვენს ვებსაიტს, რომელიც მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ნავიგატორია, ვისაუბრებთ მის შინაარსზე, მნიშვნელობასა და გამოყენების გზებე. მობილური აპლიკაცია კი "ღვინის პასპორტის" ნაწილია, ტრენინგზე ვებგვერდისა და უშუალოდ პასპორტის კონცეფციის გარდა აპლიკაციის სისტემაზეც ვისაუბრებთ. სტუმრებს დეტალურად გავაცნობთ მის ფუნქციებს, განვიხილავთ როგორ უნდა მივიდეს "ღვინის პასპორტი" მომხმარებლამდე.
ტრენინგები ჩატარდება 27 იანვარს, 13:00 საათზე, “მეღვინეობა შუმში”, სოფელ წინანდალში და 28 იანვარს, 13:00 საათზე, “კარდანახი 1888-ში”, კახეთში, სოფელ კარდენახში.
1) ღვინის პასპორტი:
"ღვინის პასპორტი" ვებ და მობილურ აპლიკაციათა ერთობლიობაა, რომელიც ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, აღმოაჩინონ მარნები და ღვინოები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები არამხოლოდ ღვინის შეძენისას, არამედ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით ღვინის დეგუსტაციებსა და გასტრონომიულ სერვისებზე.
2) ვებგვერდის წარდგენა.
ჩვენს ვებსაიტზე ყველა დაინტერესებული ადამიანი უამრავ შეთავაზებას, ფასდაკლებასა და ქართული ღვინის შესახებ საინტერესო ინფორმაციასაც გაეცნობა. ტრენინგზე კი მისი მთავარი ფუნქციისა და კონცეფიის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც "ღვინის პასპორტის" გამოყენებას მომხმარებელს ძალიან გაუმარტივებს.
3) აპლიკაცია.
აპლიკაციით "ღვინის პასპორტის" შეძენაა შესაძლებელი. გარდა ამისა ის მომხმარებელს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნოს ღვინის ინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს, იყვნენ ნფორმირებულნი სხვადასხვა ფესტივალებისა თუ ღონისძიებების შესახებ. აპლიკაცია მოიცავს სექციებს მაღალი ხარისხის სტატიებით, ინტერვიუებით და საგანმანათლებლო მასალებით ღვინის, მეღვინეებისა და ყურძნის ჯიშების შესახებ. აპლიკაციის გამოყენების შესახებ დეტალურ ინსტრუქციასა და ინფორმაციას ტრენინგზე დაწვრილებით განვიხილავთ.
Find Wines Ge ქართული მარნების ერთადერთი გზამკვლევია, რომელიც ღვინის მოყვარულებს მათი სურვილისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება, სთავაზობს დეგუსტაციებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.
დასწრება თავისუფალია, გელოდებით ყველა ღვინით დაინტერესებულ ადამიანს!
ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი