Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკის ყველაზე ცნობილი დიასახლისი მეღვინეობით დაინტერესდა

კიდევ ერთი სახელით შეივსო იმ ცნობილ ადამიანთა სია, რომლებმაც თავის გამოცდა ღვინის ბიზნესში გადაწყვიტეს. ამერიკული რეალითი შოუს, "ნიუ-იორკის ნამდვილი დიასახლისების" ვარსკვლავი რამონა სინგერი საკუთარი ღვინის, Pinot Grigio გამოშვებას აპირებს.

რეალითი შოუს თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია მომხიბლავი ქერა ქალბატონის სიყვარული ამ ღვინის მიმართ. ტელეარხ ,,ბრავოზე” ტრანსლირებულ ტელეშოუს თითქმის ყველა ეპიზოდში ვარსკვლავი Pinot Grigio-ს ღვინით სავსე ბოკალს ეძალება.
როგორც რამონა სინგერთან დაახლოებული პირები იტყობინებიან, ტელევარსკვლავის ღვინო იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში – ვენეტოში დამზადდება ამერიკული ღვინის კომპანია Opici Wines-თან ერთად. ეს კომპანია ღვინის ბაზარზე გამოცდილ და ავტორიტეტულ მოთამაშედ ითვლება, ის 50 სახის ღვინით ამაყობს, რომლის იმპორტსაც საფრანგეთიდან, ჩილედან, იტალიიდან, ესპანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახორციელებს.
რამონა სინგერის Pinot Grigio გაყიდვაში, სავარაუდოდ, 2011 წლის იანვრიდან გამოვა და ბოთლი ღვინო დაახლოებით 15 დოლარი ეღირება. აღსანიშნავია, რომ ღვინის ბიზნესი ცნობილ ადამიანებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება. გასულ წელს ჰოლივუდის სექს-სიმბოლო, მსახიობი ანტონიო ბანდერასი სამხრეთ ესპანეთში მარნის თანამფლობელი გახდა - მან საწარმოს 50%-იანი წილი შეიძინა.
მარნებს ფლობენ ბანდერასის კოლეგებიც: მაიკლ დუგლასი, პიერ რიშარი და ჟერარ დეპარდიე. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, ღვინის კარგ მცოდნედ ითვლება, საკუთარი ვენახები და მარნები აქვს საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. საკუთარი მარანი აქვს ჯონი დეპსაც და ამ საქმეს მეუღლესთან, მომხიბლავ ვანესა პარადისთან ერთად უძღვება. პოპვარსკვლავმა მადონამ საკუთარი მარკის ორი ღვინო გამოუშვა კალიფორნიულ კომპანია Celebrity Cellars-თან ერთად, რომელიც სპეციალიზებულია პირველი კლასის ღვინოების წარმოებაში ვარსკვლავური სახელებით. საკუთარი ღვინის გამოშვებით მომღერალმა ალბომის - "აღსარება საცეკვაო მოედანზე", წარმატება აღნიშნა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული