Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეცნიერებმა უძველეს მარანს მიაკვლიეს

როგორც ირკვევა, ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იცოდნენ ღვინის გემო. ამერიკელმა არქეოლოგებმა ისრაელის  ჩრდილოეთით მდებარე თელ კაბრის სასახლეში ღვინის მარანი აღმოაჩინეს. მეცნიერების ანგარიშით, მარანი ჩვ. წ.აღ-მდე 1700 წლით თარიღდება და შესაბამისად, აქამდე ცნობილ უძველეს მარანთა შორის, ერთ–ერთი ყველაზე ადრინდელია. შენობაში ოდესღაც 500 გალონი ღვინო ინახებოდა, რაც 3000 ბოთლის ასავსებად იყო საკმარისი. ღვინის ქიმიური ანალიზით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარანში ბერძნული რეცინას მსგავსი ღვინო ინახებოდა. სასმელი ყურძნის ფერმენტირებული წვენის გარდა ბალახეულის, კაკლისა და სხვ. დანამატებისგან მზადდებოდა. იგი ასევე შეიცავდა ფსტისა და კედრის ზეთს, რომლებიც, სავარაუდოდ, კონსერვანტის ფუნქციას ასრულებდა. ამ ყველაფრის გარდა ღვინოში აღმოჩნდა დარიჩინი, თაფლი და ღვიის ან პიტნის ყვავილი.   

© ღვინის კლუბი /Weekend



ანუ, ყურძენი არაფერ შუაში არ იყო?


ანუ, ყველაფერს ღვინო ქვია? ერთი ბროწეულის ღვინოა ღვინო და მეორე ბალახეულის


მტარგმნელს შეეშალა როგორც ჩანს. გასწორდა :)



ღვინო ვიცი მე ყურძნის! რა ბალახეული, რის ნიგოზი. ყველაფერს ღვინოს ნუ დავარქმევთ. და თან, მასე თუ წავიდა საქმე და გამოვიკლვიოთ აღმოჩნდება, რომ ძვ. წ. აღ. 1700 წელზე უფრო გვიან "მარნებსაც" აღმოვაჩენთ მესოპოტამიაში. მაგრამ ეგეც არაფერია, მსოფლიო აღიარებს, რომ ღვინის აკვანი, რასაც ქვია სამშობლო არის საქართველო. 1700 კი არა 8000 წლის წინ გვქონდა ჩვენ ღვინო და ყურძენი. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ ამ სტატიაში ხსენებულ "მარანზე" უნდა ვთქვათ არა უძველესი, არამედ ერთ-ერთი ძველი, ან უბრალოდ ძველი "მარანი".


აბსოლუტურად ვეთანხმები კახას. გათხრების შედეგად აღმოჩენილ ყველა მარანს უძველესს ნუ დავარქმევთ. ჩვენი ღვინის წარმატება თუ წარუმატებლობა იმაზეცაა დამოკიდებული თუ რამდენად დამაჯერებლად "გავყიდით" საერთაშორისო ბაზრებზე ამ მართლად რომ ქონებას, რასაც ჰქვია იყო პირველი ქვეყანა, სადაც ღვინის დაყენება მოხდა. ჩვენ თუ ამაში თვითონვე ეჭვი გვეპარება, უცხოელებს რაღას დავაჯერებთ. რამოდენიმე გერმანულ ღვინის ლიტერატურას გავეცანი, და ბევრ მათგანში აღტაცებით ეწერა, გერმანიამ მსოფლიოს რისლინგი აჩუქაო. ჩვენ კიდე გვიჭირს ხალხს გავაგებინოთ, რომ ის ფაქტი რომ დღეს მთელი მსოფლიო ღვინით სიამოვნებას ღებულობს, ქართველი კაცის დამსახურებაა. არ ვართ მაგრები მარკეტინგში.


ქართული ღვინის იმიჯს რა უფრო ვნებს ეგ კიდე გასარკვევია და ცალკე საუბრის თემაა :) საქართველო რომ ღვინის აკვანია, ეგ არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა აღმოჩენას დუმილით უნდა ავუაროთ გვერდი. აქ საუბარია ერთ კონკრეტულ აღმოჩენაზე, რომელსაც მეცნიერებმა თავისი განსაზღვრება მისცეს. გარდა ამისა, თუკი გადახედავთ უძველესი ღვინის ისტორიას და ნაშთების ქიმიური ანალიზის კვლევის შედეგებსაც ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ, კლასიკური ანტიკურობის სამყაროში და ცხადია მანამდეც, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ასეთი მინარევები. 



აღიარების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და არც აღმოჩენების გვერდის ავლას ვაპირებთ, ოღონც წყაროსაც გააჩნია რამდენად შეიძლება დაეყრდნო ასეთ აღმოჩენებს. აქ გამოქვეყნებული ინფორმაცია მართლაც სასარგებლოა და საინტერესო. კარგი იქნებოდა თუ ამ ვებ-გვერდის ავტორები ასეთი სტატიების წარმომავლობას მიუთითებენ, უბრალოდ რომ მკითხველმა შეძლოს ობიექტური შეფასება. მე ინტერნეტში ვეძებე წყარო და სამწუხაროდ ვერ მივაგენი. ისე, რაც ქართული ღვინის იმიჯს შეეხება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა და დისკუსიას იმსახურებს, იქნებ დაიბადოს ამასობაში სიმართლე და ისეთი იდეა, რაც ყველას წაადგება.


ქართული ღვინის იმიჯზე სულ გვიწევს ჩვენ საუბარი ბოლო წლების მანძილზე. ამ საიტზეც ნახავთ არაერთ მასალას. მომავალ წელს კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება პოლემიკა ამასთან დაკავშირებით :)

ესეც წყარო:

http://www.nytimes.com/2013/11/23/science/in-ruins-of-palace-a-wine-with-hints-of-cinnamon-and-top-notes-of-antiquity.html?_r=0



დასაყრდნობი წყაროა, თუმცა იქ ერთ-ერთ უძველეს მარანზეა ლაპარაკი. არავინ არაფერში შეგვედავოს ღვინოსთან დაკავშირებით, თორე კიდე უფრო ძველ გათხრებს აღმოუჩენთ :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.