მალხაზ ხარბედია - 15 თებერვალი, 2012 - 16:30
ალბათ მატრაკვეცობაცაა :) თუმცა ბურგუნდიულ თეთრებში როგორც ჩანს უფრო განსაკუთრებული შაბლები და გრან კრუები იგულისხმება, მონრაშეები, მერსო და ა.შ. ხოლო შარდონეში სხვა დანარჩენი შარდონეები – იმავე ბურგუნდიიდან დაწყებული, კალიფორნიით და სამხრეთ ამერიკით დამთავრებული :) მე მაგალითად ბურგუნდიული თეთრების ჭიქით დავლევდი განსაკუთრებულ ადგილებში მოყვანილ კრახუნას, ხოლო შარდონეს ჭიქით წინანდალს ან მწვანეს :)
მაჩხაანელი ჯემალა - 15 თებერვალი, 2012 - 16:07
შარდონეს და ბურგუნდიული თეთრების ჭიქები რატომ განსხვავდება?
რამე ფუნქციური შინაარსი აქვს თუ მატრაკვეცობას აქვს ადგილი?
giga - 15 თებერვალი, 2012 - 00:31
gamarjobat, tu shegidzliat mitxrat sad sheidzleba mivigo konsultaciebi venaxis movlis niadagis movlis anu saertod vazis movlis shesaxeb.winaswar madlobt.
qvevri - 14 თებერვალი, 2012 - 18:14
აშკარად რაღაც პირადული წყენა უფროა ეს ყველაფერი. ანუ, ბატონი შაპუწიე რომელიღაც კონკურენტ კოლეგაზეა გულმოსული მასზე უკეთ რომ ყიდის ღვინოებს, თორემ სად ორგანული და სად ძმართან შედარება.
No-spa - 14 თებერვალი, 2012 - 10:56
ამ ტიპის მხატვრობას ღვინის პატივისცემით იწყებენ თუ რამე სხვა მიზეზიც აქვთ?
მალხაზ ხარბედია - 14 თებერვალი, 2012 - 10:45
ისე, ამ შაპუტიესი გამკვირვებია. თან ბიოდინამიკას აწვება... ბლომად ორგანულ ღვინოები აქვს.