ქვევრი - 25 თებერვალი, 2012 - 09:16
ალეკო იქნებ კითხო დავით მაღრაძეს თამარის ყურძენის შესახებ? რომელი წყაროთი სარგებლობენ საინტერესოა, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ ამის შესახებ?
ქვევრი - 25 თებერვალი, 2012 - 09:06
საერთოდ, სანამ ესა თუ ის ჯიში ჯიშთა გამოცდას არ გაივლის მისი, უკვე ჯიშად შერაცხვა არაა მართალი. ამ ყველაფერს თავისი წესი აქვს და ამ წესით უნდა ისარგებლოს ყველამ. იგივე "რქაწითელი წითელი" ავიღოთ, რომელზეც ამჯერად მხოლოდ ვარაუდები არსებობს და სანამ საქმე ბოლომდე არ მივა მაშინ რა ხდება? შეცდომით არა ერთხელ მინახავს ამპელოგრაფიულ ნაკვეთებში ვაზის წარწერები.(თელავში, სკრაში, დამპალოში, დიღომში, შუმში, საგურამოში მაგრამ შეცდომა შეცდომაა და ამით დიდი არაფერი შავდება, რადგან ეს გამოსწორებადია. მაგრამ "თამარის ყურძენის" ქართული ვაზის ჯიშებში შეტანა არაა ბატონებო სწორი და ეს შეცდომაა! ამგვარი ჯიში არ არსებობს. კაცმა არ იცის რა ჯიშია და რატომ ნათლავენ მავანნი მას უკვე ჩამოყალიბებულ ჯიშად?
ქვევრი - 25 თებერვალი, 2012 - 08:53
ტექსტში წერია "ტაგიძურა შავი". მე ხოლოდ იმაზე დავწერე რაც წავიკითხე. ამ ჯიშს ასე არ ქვია, არამედ "შავი" :) მოსაშორებელია. "თამარის ყურძენი" არც ადრე არსებობდა და არც ახლა. ვინმემ, რომელიმე ამოუცნობ ვაზს თუ მიაწერა ეს სახელი არაა სწორი, რადგან ყველაფერს თვისი წესი აქვს. რაც შეეხება "ქვიშურს" არც ესაა მართალი და ამგვარი ჯიში არა გვაქვს. რაც შეეხება "რქაწითელი წითელს" არ ამგვარი ჯიში მოგვეპოვება და ეხლა მითხარით ამ ყველაფერში რაიმე ჩემი ბრალია?
მალხაზ ხარბედია - 25 თებერვალი, 2012 - 08:18
რავი, დეგუსტაცია დაფარულია ხოლმე, ასერომ მოედანს მხოლოდ რაღაც მისტიკური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს :))
nona - 25 თებერვალი, 2012 - 08:08
recepti mometsona, magram iqneb mitxrat ra aris bulguri ?
ელიზბარ თალაკვაძე - 25 თებერვალი, 2012 - 03:42
მოედანსაც ხომ აქვს მნიშვნელობა? მარტში ვაპირებთ "ქართული ღვინის ცენტრის" გახსნას ძველი ქალაქის გალავანში, ბარათაშვილზე და გთავაზობთ მორიგი დეგუსტაციის ჩატარებას. ვნახოთ, საკუთარ მოედანზე როგორ ვიასპარეზებთ:)
მალხაზ ხარბედია - 25 თებერვალი, 2012 - 02:19
საიდან მოიტანა ქვევრმა ბარისაშვილმა რომ ტაგუძურა წერია? :)) ღმერთ–რჯული, აქაც და გაზეთშიც ტაგიძურაა.
ალეკო ცქიტიშვილი - 25 თებერვალი, 2012 - 01:10
დღეს ვესაუბრე პალინოლოგს, ქალბატონ ელისო ყვავაძეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნს თიხის უძველეს ნაშთებში ვაზის ყვავილის მტვერს იკვლევს. ორ–სამ დღეში უნდა შევხვდე ინტერვიუსთვის და დეტალებს დავაზუსტებ ამ საკითხზე. ჯერჯერობით მეც ვერ მივაკვლიე იმ ადამიანს, ვინც ეს უძველესი ჭურჭელი ქიმიურად გამოიკვლია.
ალეკო ცქიტიშვილი - 25 თებერვალი, 2012 - 01:03
სლოუ ბატონო, გურიაში ცოლიკოურს გურიის ჯიშები შეავიწროვებსო, რომ ამბობ, ძალიან მეეჭვება მე ეს ამბავი იმ ადგილებში, სადაც ცოლიკოური მშვენივრად გრძნობს თავს. რომელი ჭკუათმყოფელი ამოძირკვავს მას და ნაკაშიძის ჯანს გაუშვებს მის მაგივრად? და თუ ლეჩხუმშიც ასე მოხდა, მაშინ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "ტვიში" აღარ გვექნება. მე მაინცდამაინც არ მხიბლავს ეს პერსპექტივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საფერავი, მაგალითად, ავსტრალიაში და კალიფორნიაში წაიღეს და ქართლში და იმერეთში რომ გაახაროს ვინმემ და მისგან ღვინო დააყენოს, ვერ ვხედავ ამაში ვერაფერ ტრაგიკულს. ოღონდ, ზომიერებაა საჭირო და საფერავი იმ ენოტად არ უნდა ვაქციოთ, შენ რომ ასე ძალიან გეშინია (მამენტ – ამ მხრივ, მეც მეშინია).
ალეკო ცქიტიშვილი - 25 თებერვალი, 2012 - 00:39
საერთოდ, ქართული ჯიშების კვლევა გასაგრძელებელია. კვლავ და კვლავ მოსაძიებელია სოფელ–სოფელ ძველი თუ ახალი ჯიშები, შესადარებელია კოლექციებში დაცულ ჯიშებთან და გასარკვევია, ვაზის რამდენი ქართული ჯიში გვაქვს საბოლოო ჯამში. ჩემი ვარაუდით, კეცხოველი–რამიშვილი–ტაბიძის მიერ დასახელებული ციფრი 525 არ არის რეალური და ჯიშები ბევრად მეტია. ამ ჯიშების სახელები იგივე ამ ავტორების სხვადასხვა წიგნებში არის გაბნეული. იგივე ამპელოგრაფიაშიც კი სხვადასხვა სტატიებში ახსენებენ ჯიშებს, რომლებიც მერე თავიანთ სიაში შეტანილი არა აქვთ. ეს ალბათ იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა ზოგიერთი ჯიშის ბოლომდე შესწავლა და რაც მეტ–ნაკლებად სრულყოფილად შეისწავლეს, მხოლოდ იმ ჯიშების სია დაგვიტოვეს. ასევე საინტერესოა და გადასაწყვეტია ე. წ. გამოყვანილი ჯიშების საკითხი. ჩემი აზრით, ის ჯიშები, რომლებიც სელექციური (და არა ჰიბრიდიზაციით ან გენეტიკური მოდიფიკაციით) გზით არის გამოყვანილი, ყურადღებას იმსახურებს. მაგალითად, ჩვენ ვიცით ვარდისფერი რქაწითელის დაბადების თარიღი – 1948 წელი (იხ. "საქართველოს ამპელოგრაფიაში" სტატია რქაწითელის შესახებ). იგი წარმოშობილია რქაწითელისგან, მაგრამ დღეისათვის ეს არის სრულიად სხვა ჯიში – განსხვავებული მორფოლოგიური ნიშნებით, განსხვავებული მონაცემებით. ამიტომ, ამპელოგრაფების ნაწილი (იგივე – დავით მაღრაძე) მიიჩნევს, რომ დღეისათვის ეს არის სრულიად სხვა, დამოუკიდებელი ქართული ჯიში და არა რქაწითელის კლონი. ქვიშურს რაც შეეხება, იმედი მაქვს კორექტურული შეცდომა არ არის და ქიშურთან არა გვაქვს საქმე. გავარკვევ ამ საკითხსაც. ტაგიძურასთან დაკავშირებით თუ მხედველობაში გქონდათ, რომ ზედსართავი "შავი" ზედმეტია, მართალი ბრძანდებით. თქვენს მიერ გადაცემული ჯიშების თაობაზე თუ მომწერთ, კერძოდ რა ჯიშები გადაეცით, მე მაქვს დავით მარაძის უფრო სრული სია, სადაც ის ჯიშებიც არის ნახსენები, რომლებმაც აპრობაცია ვერ გაიარეს, ანუ აღმოჩნდა, რომ ჯიში არ შეესებამება იმ სახელს, რა სახელითაც არის კოლექციაში. ასევე ზოგიერთი ჯიშის აპრობაცია ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ჯერ ახალგაზრდაა და ნაყოფს არ ისხაბს. თუ თქვენს მიერ "შუმისთვის" გადაცემული ჯიში არც ასეთი ახალგაზრდაა, მაშინ მართლა საინტერესოა მისი ბედი. შემიძლია დაგეხმაროთ ამ საკითხის გარკვევაში, ოღონდ უნდა მომწეროთ რა ჯიშზეა საუბარი: a.tskitishvili@gmail.com