Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რარიტეტული სასმელის უნიკალური კოლექცია აუქციონზე

ჰოლანდიელმა კოლექციონერმა ვან დერ ბუნტმა აუქციონზე სპირტიანი სასმელების უნიკალური კოლექცია გაიტანა. ლოტი დაახლოებით 8 მილიონ დოლარად არის შეფასებული და მასში გამორჩეულია კონიაკი, რომელიც თვით ნაპოლეონ ბონაპარტს ეკუთვნოდა. საუბარია კონიაკის 1795 წელს ჩამოსხმულ 6-ლიტრიან ბოთლზე. აღსანიშნავია, რომ ეს კონიაკი იმპერატორს თავისი ლეგენდარული ლაშქრობების დროს მუდამ თან დაჰქონდა. ბოთლი 170 ათას დოლარად არის შეფასებული. საინტერესოა, რომ ვან დერ ბუნტის კოლექციაში თითქმის ხუთი ათასი ბოთლი სპირტიანი სასმელია და ბევრი მათგანის ასაკი 250 წელს უტოლდება. ეს მსოფლიოში ვინტაჟური სასმელის ყველაზე დიდი კოლექციაა. კოლექციონერი მას მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა - ყიდულობდა სოთბისა და კრისტის აუქციონებზე, აგრეთვე პრესტიჟული რესტორნებისა და კერძო პირებისაგან. უცნაურია, რომ ვან დერ ბუნტი ალკოჰოლს საერთოდ არ ეტანება. თავის დროზე მან საყვარელ მეუღლეს პირობა მისცა, რომ მისი პენსიაზე გასვლის შემდეგ კოლექციას მთლიანად გაყიდდა, ახლა კი, როგორც ჩანს, პირობის შესრულების დრო დადგა. ვან დერ ბუნტის კოლექციაში მაინც დარჩება სასმელი, რომელსაც ჰოლანდიელი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეელევა - ეს 1760 წელს ჩამოსხმული საგვარეულო კონიაკია, რომელიც ოჯახის რელიქვიად ითვლება და თაობებს უნდა გადაეცეს.

© ღვინის კლუბი/Weekend



ამ სამი წლის წინათ საქართველოში იყო ჩამოსული და ერთი ბოთლი 1904 წლის ღვინო ჩამომიტანა თვისი პირადი კოლექციიდან. მოიცა და არ გჯერათ? მართლა არ გჯერათ? ეეეჰჰ, ვაი რომ არც მე მჯერა...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული