Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრია, რთველი 2010

2010 წლის უცნაურად ცვალებადი ამინდი ავსტრიელი მეღვინეებისგან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვდა. თებერვლის შემდეგ, რომელმაც პრაქტიკულად თბილი ამინდებით ჩაიარა, მარტი ყინვებით გაგრძელდა და სრულიად საგაზაფხულო ნოტაზე დასრულდა.

ავსტრიის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში აპრილმა მშრალად ჩაიარა, მაგრამ მეღვინეობის რაიონებში უხვად იყო ნალექი: წვიმა, სეტყვა თუ წყალდიდობა. წვიმიანი გამოდგა მაისიც. ზაფხული გრილი ამინდებით დაიწყო – ივნისის სიცივეებმა ყვავილობის პერიოდში ხელი შეუშალა დამტვერვისა და ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესს. ყვავილობა წინა წლებთან შედარებით ორი კვირით შეფერხდა, თუმცა საბოლოოდ ეს დაყოვნება "ნორმალურად" შეფასდა. ივლისმა შედარებით მშრალად ჩაიარა, აგვისტოში კი წვიმები დაიწყო და ვეგეტაციის ბოლომდე გასტანა. შედეგად, მევენახეთა დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, რათა თავიდან აეცილებინათ ვაზის დაავადებები და კარგი ხარისხის მოსავალი მიეღოთ. საბედნიეროდ, წელს სეტყვას არ უთამაშია ისეთი მნიშვნელოვანი როლი, როგორც გასულ წლებში. სექტემბრის ცივმა და ნესტიანმა ამინდმა მეღვინეებს უბიძგა, ადრიანად, მაქსიმალური სიმწიფის მიღწევამდე აეღოთ ყურძნის მოსავალი. 
როგორც ავსტრიის მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯოზეფ პლაილი (Josef Pleil) იტყობინება, წლევანდელი მოსავალი, სავარაუდოდ, 170 მილიონ ლიტრ ღვინოს მიაღწევს, ეს მაჩვენებელი, 1997 წლიდან მოყოლებული, მინიმალურია. უდიდესი ზარალი დაფიქსირდა ქვემო ავსტრიაში, ღვინის რეგიონ ვაინფირტელში, სადაც ყურძნის მოსავალი 25%-ითაა შემცირებული. ასევე მნიშვნელოვნადაა შემცირებული მოსავალი ვაგრამის, კამპტალისა და ვაჰაუს რაიონებში.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული