Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“-ში მონაწილე ღვინის კომპანიები ცნობილია

„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ წელს 14 მაისს გაიმართება. ფესტივალს, ტრადიციულად, მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და „ლეპერტი“.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად დაგეგმილია საქველმოქმედო აქცია. გაიხსნა ანგარიში, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ჩარიცხოს თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. გარდა ამისა, „ახალი ღვინის ფესტივალის“ ფარგლებში (რამდენიმე კვირის განმავლობაში) გაიმართება აქცია, საიდან შემოსული თანხაც მთლიანად ჩაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

ფესტივალში 61 ღვინის კომპანია - დიდი, საშუალო და მცირე მარანი მიიღებს მონაწილეობას, ასევე შვიდი სხვა კომპანია ( ღვინის აქსესუარები). საოჯახო მარნების შესარჩევი დეგუსტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დეგუსტაციის შედეგები და საბოლოო სია, ფესტივალში მონაწილე მარნებისა, გამოქვეყნდება აპრილის ბოლოს.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიები :   

  1. აგრიდა
  2. აკრიანი
  3. ალექსანდრე დისტილერი
  4. ალვაზი
  5. არტიზანი
  6. ბაიას ღვინო
  7. ბრენდვაინ ჯორჯია
  8. გაბრიელის ღვინო
  9. Gogla’s Wine
  10. გურამ ბერუაშვილის მარანი
  11. გურაშვილების მარანი
  12. გურული ღვინოები
  13. ეკლიპსე
  14. ვახტანგ ბერუაშვილის მარანი
  15. ველეულა
  16. ვინივერია
  17. ვისმინო
  18. ვინვინარი
  19. ზურაბ კვირიაშვილის ვენახები
  20. თავანკარი
  21. თბილღვინო
  22. თელიანი ველი
  23. კარდანახი 1888
  24. კორპორაცია ქინძმარაული
  25. ლამისყანა ესთეით
  26. ლომთაძის ოჯახის ღვინო
  27. Loladze Family Winery
  28. მარანი გელოვანი
  29. მარანი კასრელი
  30. მარანი უწყინარი
  31. მარგო
  32. მართალი ღვინო
  33. მეღვინეობა აგიდელა
  34. მეღვინეობა გრემი
  35. მეღვინეობა მელიტონი
  36. მეღვინეობა შუმი
  37. მეღვინეობა ხარება
  38. მილდიანი
  39. ნიკიფორე 
  40. ორთომელი
  41. რთველისი
  42. რტონი
  43. სამთავისის მარანი
  44. სანიკიძე
  45. საწნახელი
  46. საქართველოს სული
  47. ტალერის ტერასები
  48. ფაზენდა
  49. ქვევრი
  50. 39 ქვევრი
  51. ქართული ღვინის სახლი
  52. ქართული ღვინოები (რარე) 
  53. შათირი
  54. შალვინო
  55. ჩალაბრიანი
  56. ძველი თბილისი
  57. წითელაური
  58. ჭონას მარანი
  59. ჭური ჩინებული
  60. ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინო
  61. ჯორჯინო

სხვა კომპანიები და მეწარმეები:

ტაბლა ნოვა

ღვინის კლუბი

ლეპერტ

LILE

Story by story 

MARIAMI Made in Georgia  

ფოტია 

ნათია დავითელაშვილი - აქსესუარები

ფესტივალზე დასწრებამდე სასურველია კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთება, ისევე როგორც ფესტივალის მსვლელობის დროს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. 14 მაისამდე „ღვინის კლუბი“ არაერთ რჩევასა და რეკომენდაციას შემოგთავაზებთ კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც.

როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა.

ახალი ღვინის ფესტივალი 2022 მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2021 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.

ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ.

ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 14 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2021 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2022 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება 10 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული