Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი

რაჭაში, ამბროლაურში, 24-25-26 ივნისს GS Service Group-ის ორგანიზებითა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ღვინის ფესტივალი იმართება. ფესტივალში მონაწილეობას ადგილობრივი საწარმოებისა და მცირე მარნების წარმომადგენლებთან ერთად ფერმერებიც მიიღებენ. მოწვეულნი იქნებიან აღმოსავლეთ ევროპის მეღვინეები, დისტრიბუტორები და ექსპორტიორებიც. როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, პროექტის ფარგლებში მეღვინეებისთვის ტრენინგი ჩატარდება თემაზე: ღვინის ტურიზმი, მარკეტინგი და პიარი. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი აღნიშნავს, რომ ღვინის გამოფენა-გაყიდვასთან ერთად სხვადასხვა აქტივობებიც იგეგმება: „ფესტივალი სამდღიანია, პირველ დღეს მიზნობრივი აუდიტორია ორ ეტაპად, მცირე და დიდ მარნებად გაიყოფა და მათ მასტერკლასები ჩაუტარდებათ, 26 ივნისს კი დაინტერესებული ექსპორტიორებისა და ქართველი მეღვინეების უშუალო შეხვედრა გაიმართება. ფესტივალზე იქნებიან რუმინელი ექსპორტიორები, მათ გარდა კი მეღვინეები სხვადასხვა რეგიონებიდან. მთლიანობაში მონაწილეობას რაჭა-ლეჩხუმის 50-60 მარანი მიიღებს.“

ფესტივალის ფარგლებში 24 ივნისს იგეგმება მასტერკლასი თემაზე: ღვინის ისტორია, სერვირება და სხვ. მასტერკლასს 2021 წლის საუკეთესო სომელიე, ჯამა ძიმისტარიშვილი წარუძღვება. იმავე დღეს, როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, გაიმართება ტრენინგი ღვინის ტურიზმისა და მარნის ისტორიის თხრობის მნიშვნელობაზე, რომელსაც მეღვინე-მევენახე, ღვინის ტურიზმისა და მარკეტინგის სპეციალისტი რეზი ცეცხლაძე გამართავს. მომდევნო დღეს უშუალოდ ფესტივალის გახსნაა, სადაც 60-მდე მარანი მიიღებს მონაწილეობას. გარდა ღვინისა, სტუმრებს ადგილობრივი ფერმერების პროდუქციის შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ. ფესტივალს ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება, მუსიკალურად კი გიორგი შავეზარაშვილი და გიორგი ხაინდარავა გააფორმებენ. ფესტივალის ბოლო დღეს ღვინის მარკეტინგისა და ბრენდინგის თემაზე მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსი ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგს ჩაატარებს.

მაისში რუმინეთში, ქალაქ იაშეში ღვინის ფესტივალი გაიმართა, სადაც ორი ქართული ბრენდი “ვინოველი“ და „მორჩეული“ იყო წარდგენილი. ახლა კი რუმინელი ექსპორტიორები რაჭა-ლეჩხუმში ჩამოდიან: „ჩვენ გაგვიმართლა, რომ რაჭაში ქართული ღვინით დაინტერესებული მხარე ჩამოდის. მათ ექნებათ შესაძლებლობა პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან აწარმოონ მოლაპარაკება და ამ ყველაფრის საფუძველზე მოხდეს ქართული ღვინის რეალიზაცია რუმინეთში. მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალის ფარგლებში მცირე მარნებისთვის ერთ კვირიანი სასწავლო ტრენინგი და მასტერკლასები ჩატარდა GS Service Group-ის ორგანიზებით.“- აღნიშნავს ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალომე თალაკვაძე.

რაჭა-ლეჩხუმის ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოებიდან ღვინის ექსპერტები და სომელიეები შეარჩევენ საუკეთეს ღვინოებს, რომელიც  შემდეგ თბილისის სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში გაიყიდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.