Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელი ქვევრის, დერგი, 2007

15.00 ლარი

ეს ამ მცირე მარნის პირველი პროდუქტია. დერგის ღვინოები სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ნაფარეულის ზონაში დაკრეფილი რქაწითლიდან ტრადიციული კახური წესით, ქვევრში დაყენებული ღვინოა. ძალიან სასიამოვნო გარეგნობისაა, სხივიანი ქარვისფერით, ჩაისფერში გადამავალი. კარგად დაძველებული ღვინოა, შეიძლება ითქვას, დაძველებული კახურის ეტალონიც კია, ღვინო, რომელიც თავის საუკეთესო ფორმაშია, ანუ პიკზეა. პირველ სურნელებში პორტვეინის ტონებსაც იგრძნობთ. ძალიან გემრიელი და სავსე ღვინოა, ხმელი ფოთლებისა და ქართული სუნელების არომატით. მიაყოლეთ ნიგვზიან ლობიოს, ბატკნის ბუღლამას, ვაზის ფოთოლში გახვეულ ტოლმას. 

© ღვინის კლუბი/Weekend



სად შეიძლება შეძენა ? "ვინოთეკაში" მგონი არ აქვთ ...


ბახტრიონზე, ქართული ღვინის კულტურის ცენტრში.



მადლობა მალხაზ ...


შეგიძლიათ პირადადაც დაუკავშირდეთ. ტელ. 2231024, 599 469 515, E-mail:  giorgizesashvili@gmail.com, jandierik@yahoo.com, www.dergi-vino.com.



დღეს მეგობრებმა ბახტრიონზე შევიძნეთ და დავაგემოვნეთ დერგი რქაწითელი 2009, ფაქტიურად ბოლო 4 ბოთლს მივუსწარით :) ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით მაღალ შეფასებას მივცემდი.


2009–ის დახასიათებაც დაიდება, მარტში :) იმედია კიდევ შეიტანენ მაღაზიაში.



ეს ღვინო მეცა მაქვს გასინჯული. ჯიგრიანი კახური ღვინოა. მესვეურებს არ ვინნომ, მარა წარმატებებს კი დიდი სიამოვნებით ვუსურვებ. ისე ცოტა ეტიკეტის დიზაინზეც რომ იზრუნონ და ბოთლიც შეცვალონ მთლად კაი.


ძალიან მაგარი ღვინოა, როდესაც გავსინჯე და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. წარმატებებს ვუსურვებ დერგს და ვიმედოვნებ მალე უფრო ფართო საზოგადაოება გაიცნობს ამ ღვინოს!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული