Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„მენახს ჰსხლიდნენყ მენახი წალდით“ - საინგილო

მენახი-ს“ (ვენახის), ვაზ ჩააყრელა მიწას მარტში ჰაჩიჩაითი ჰსრელენ (ჰსერავენ, აჩეჩის კვლებს ატარებენ ადგილ-ადგილ), კიდე ჰაჩიჩი(ს) კოლს უკან (კვალს) ჰთხრიან არხივით ორ ტკეველ სიმღრვმეთი, მააქონ (მოაქვთ) ქაი ნაქნარ (რქიან) ბერ ვაზს, აწონენ შიგ და ზედაითი მიწა(ს) აყრიან, იმი(ს) ქაევს კი ააგრ-იგრ აწონენ; თუ მოკლეის - წყვილ-წყვილა თუ გზელი - თითო-თითო წაღმა წყვილ-წყვილ გადანაწონ ქაევს კიდემ ააგრ-იგრ აწონენ. ჩაყრაში ზოგ ჟარა (ხშირი) ჰყრის, ზოგ - თხლა“. ამავე წესით რგავენ ხოლმე აგრეთვე „ყალამს“ (რქა, წალამი). ვაზის ჩაყრის დროს ვენახის თივის და ყურძნის გამოტანის გასაადვილებლად ვენახში ადგილ-ადგილ სიგრძეზე უტოვებენ დაახლოებით ადლნახევარის სიგანე გზებს. ორი ასეთი გზის შორის მოთავსებულ ვაზიანს სერნას ანუ სრელს ეძახიან „ვაზ(ის) ან ყალამ(ის) „ჩანაყარ“ წელს ხშირ-ხშირათ რწყაბენ - ანედლებენ, მეორე წელს კი ბლომათ ნაკელს უყრიან, რომ „კაი ქაი (რქა) ამაიშოს“. მეორე წელს „თუ ბერ ვაზით ანაშენევი(ა), ზოგ ქაი ყურზნი(ს) ტევანიც ემბევის“. „ყალამით“ ანაშენევი ვაზი უფრო გვიან ესწრება, ვიდრე „ბერ ვაზით“ ანაშენები.

„ბარ ვაზით ანაშენევ მენახი(ს) ვაზს თავრიალ აყენევენ“ (თავის გადაკვრა, გადაჭრა).

„მენახს ჰსხლიდნენყ მენახი წალდით“ (პატარა წალდით), დეკემბერში, იანვარში და მარტში; თებერვალში არ ჰსხლიდნენყ, თებრალ ცარიალ თოისავ“ (თვეაო). გასხვლის შემდეგ წალამ-ს აგროვებდნენ.

„ადრიან განასხალ ვაზი ქაიზე ორ კუკურს ნამეტნავ (მეტი, ნამეტნავი) აგდევდნენ (სტოვებდნენ), სიცივეი ზოგს დააბრიმიეველიავ (სიცივე დააბრმავებს, გაახმობსო); გარდა ამისა მომავალი წლისთვის ნეკს (რაზედაც უნდა ამოიყაროს მომავალი რქა) უნახავენ. მარტში აპრილის დამდეგს ვენახში ძველ და ახალ „დაჩხუტულ (გამწვეტებულ) ჭიგოს ჰფანტენ, უგევენ (უგდებენ) წყალს და აგევენ (აგებენ შესარვას). ბევრ ქაი ნაქნარს - ორ ჭიგოს, უქაიო, ჟეჰილ (ახალგაზრდა) ვაზს -  ერ(თ) ჭიგოს. მენახს ბევრ დროზე ნადიითი აგევენყ“. აგების (შესარვის) მეორე-მესამე დღეს იმტვრევენ ნაფოტს, ხეჩილს და რამოდენიმე დღის შემდეგ „ვაზი წელს აკრონ (წელ დაკრაი) ქერქით“, შემდეგ ჭკალ-ის გაბმამდე ქერქითვე ჰყელენ (რქის დადრეკვა, დაკავება), რომ მერე „ტევანმა ქაი არ მოხეჩას“.

ვენახის დასაყელათ „ქერქს ლარტაითი (ნაკაფ კაკალზე ამოყრილი წინა წლის ყლორტია ) ან იალანყოზით (თურქ. სიტყვასიტყვით - ტყუილ კაკალს, ფოთლები ვიწრო და გრძელი აქვს, იფნის ფოთოლს მიუგავს) ჰხდიან ახალ გაფოთლაში, ახმოვენ და ინახენ. მასკნი დაყელაში ალბოვენ, აი მაგრ ახმარევენ“.

ვაზს ყლორტის ამოყრის შემდეგ „გორდზე (გვერდზე), ამნასულ ზოღს (ყლორტს)=ჰარამის (თურქ.) ვუხეჩენ „, მხოლოდ ზოგიერთ ვაზზე, რომელიც ვენახის თხელ ადგილშია, ძირში ამოყრილ ყლორტს უტოვებენ გადასაწვენად და ვენახის შესავსებათ. ასე შენარჩუნებულ ყლორტს საშენეველ ვაზს ეძახიან. გვერდზე ამოყრილი ყლორტების შემოტეხვა საჭიროა იმისთვის, რომ ვაზის „ზალაი (ძალა) აი მათში არ წოვდეს“. ვენახს დაგოლვით - დაგოლვაში რწყავდნენ, წელში ორჯერაც ჰკაჭენ (სთიბავენ) ბალახს. ახმოვენ, ხმელ ბალახს გამააქონ (გამოაქვთ). ერთხელ ივნისში ჰკაჭენ, მეორეთ კი აგვისტოს ბოლო რიცხვებში. ჟარ მენახს ჰკაჭავენ ნამგლით, თხელს კი ჩალღუითი (თურქ. =ცელს).

„ვაზ ყოვის (ყვავის), პატარა ტევანს იმბავს“. ამ დროს იცის დაწუაი (დაწვა და წვრილი მარცვლების ჩამოცვივნა). შემდეგ მარცოლ იზდევ, წყალ ვუდგევის, კეჰტევ (ხდება) ყორაი (ისრიმი). მასკნი თოლ ვარდევის (თოლ ჩავარდნაი =სიმწიფე ეპარება) და „იწევის“ (მწიფდება).

იშვიათად ვინმეს სცოდნია „მოწევაში ტევანთან გორც (ახლოს) ყოფ (მყოფი) ფოთოლ დაკრეფაი“, ყურძნის უკეთ მოსამწიფებლათ.

„ყურზნი(ს) ტევან ყუნწით მომბულ ქაიზე, ტევან თუთან კოფხალ-კოფხალი (კოფხლებისგან შესდგება), კოფხალზე კი გომოჰმბი ყურზნი(ს) მარცოლ. ტევანი ზედაითი მარცლოვ დაწვდაში (დაწვდა, გამოძრობა) მარტო ჩენჩჩევის“ (რჩება).

მთხრობლები: ბაგრატ გურგენის ძე მენთეშაშვილი, 56 წ., წიგნიერი (სოფ. ქვემო მაჩხაანი); ნიკო ვასილის ძე მეხრიშვილი, 82 წ., წიგნიერი (სოფ. ოზაანი); კოტე დავითის ძე კანდელაკიშვილი, 65 წ., წიგნიერი (სოფ. ქედი); ლევანა ნიკოლოზის ძე თანდაშვილი, 50 წ., უწიგნური (სოფ. ანაგა); თედო ოთარის ძე გველიკოშვილი, 62 წ., (სოფ. ვეჯინი) და სხვანი.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისთვის

ტომი IV, ნაწილი III

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული