Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყაბაყის რაგუ

საჭირო მასალა: 1 ცალი ყაბაყი, 2 ცალი პომიდორი, 3 ცალი საშუალო ზომის ქამა სოკო, 2 ცალი სტაფილო, 1 მოზრდილი თავი ხახვი, 1/2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 1 კონა ოხრახუში, 2 კბილი ნიორი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: პომიდორი, სოკო და გათლილი ყაბაყი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ცალკე ალყა-ალყად დავჭრათ ხახვი. მსხვილ სახეხზე გავხეხოთ სტაფილო. ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ სოკო. როდესაც სოკო შეიწვება, დავაყაროთ სტაფილო და 5 წუთი ვშუშოთ, შემდეგ დავამატოთ ყაბაყი და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. ბოსტნეულის მასას დავასხათ ღვინო და მანმადე ვადუღოთ, სანამ ღვინო არ აორთქლდება, შემდეგ შევურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და პომიდორი, შევანელოთ მარილ-პილპილით, დავახუროთ ქვაბს სახურავი და პომიდორი რომ კარგად დარბილდება, კერძი მზადაა. მომზადებულ ბოსტნეულს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.