Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იხვი პეკინურად უკვე მუზეუმშია

იხვი პეკინურად ჩინური სამზარეულოს ყველაზე ცნობილი და პოპულარული კერძია. სწორედ ამიტომ პეკინში მდებარე რესტორან Quanjude-ს 150-წლიანი იუბილის აღსანიშნავად მფლობელებმა ამ კერძის მუზეუმი გახსნეს. საექსპოზიციო დარბაზები რესტორნის ზედა სართულზეა მოწყობილი. პირველ დარბაზში იხვის მოოქრული ქანდაკება დგას, დანარჩენ ოთახებში კი იმ ცნობილი ადამიანების ფოტოებია გამოფენილი, რომლებსაც მათ რესტორანში ეს სახელგანთქმული კერძი დაუგემოვნებიათ. ექსპოზიციას საინფორმაციო ნაწილიც ახლავს, სადაც დაწვრილებით არის მოთხრობილი ამ კერძის ისტორია და განმარტებულია მისი მომზადების უმთავრესი წესები. 150 წლის განმავლობაში Quanjude-ს მზარეულებს 200 მილიონი იხვი მოუმზადებიათ, ასე რომ, რესტორანს დამსახურებულად ეწოდა კერძის - “იხვი პეკინურად” - რესტორან-მუზეუმი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული