Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველისწინა სამუშაოები „ღვინის სოფელში“

პროექტ „ღვინის სოფლის“ მეორე სამუშაო ვიზიტი იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში

ლევან სეფისკვერაძე

როგორც იცით, ღვინის კლუბმა“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. აღნიშნული პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.

პროექტის სამუშაო ჯგუფი 4-7 სექტემბერს მეორედ ეწვია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმს. ამჯერად ვიზიტის მიზანი სათანამშრომლოდ ახალი მარნების შერჩევის გარდა, მევენახე-მემარნეებისთვის ტრენინგების გამართვაც იყო. პროექტის ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრა-ტრენინგების თემა ძირითადად ვენახსა და მარანში რთველისწინა სამუშაოებს მოიცავდა. მევენახე-მეღვინეებს პროექტის ექსპერტმა გიორგი ბარისაშვილმა ასევე ჩაუტარა პრაქტიკული საჩვენებელი ტრენინგი ვაზის მავნებლების კვლევასთან დაკავშირებით.

„მსოფლიომ გვაღიარა ღვინის სამშობლოდ და უნდა ვიცოდეთ რა გვაქვს და როგორ მოვუროთ.“

4 სექტემბერს, ქუთაისში მდებარე ღვინის ბარ “საფერე“-ში მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა იმერელ მეღვინეებთან ორსაათიანი შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენახსა და მარანში რთველისწინა სამუშაოების დროს მთავარ პრობლემა არის ჰიგიენის დაცვა და ეს საკითხი თანაბრად მნიშვნელოვანია ვენახშიც და მარანშიც.

“ღვინის ქარხნების და დიდი ინდუსტრიების სანახავად ერთი ქვეყნიდან მეორეში ფაქტობრივად არავინ დადის. ყველასთვის საინტერესოა ღვინის ხასიათი, ვენახის მდებაროება და სხვა. სამწუხაროდ ჩვენთან ამ კუთხით დაგროვილი ცოდნა არაა სათანადო. თუკი საქართველოს საფრანგეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ისტორიის და ტრადიციის ამარა ვართ დარჩენილი. თუკი ადამიანმა მოუარა მარანს, გარეცხა ჭურჭელი და დააყენა კარგი ღვინო, ის უკვე წარმატებული მეღვინეა. შეიძლება ამ ადამიანს ელემენტარულად დარგის დიდი ცოდნა არ ქონდეს, მაგრამ რასაც მისი წანაპრები აკეთებდნენ ისიც იმას აკეთებს და ეს იცის და იცის თითქმის ინსტიქტის დონზე“ - აღნიშნა ბარისაშვილმა.

ტრენინგზე ასევე ისაუბრეს ორგანული სასუქების დოზებსა და მნიშვნელობაზე. განიმარტა, რომ ხშირად ორგანული სასუქი ყოველგვარი დაკვირვების გარშე შეაქვთ და ეს ღვინის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

აღინიშნა, რომ ვენახში ნიადაგის სათანადოდ დამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია. ნიადაგი თავად იმარაგებს აზოტს და ძალიან მნიშვნელოვანია თუ როდის მოიხვნება მიწა. აუცილებელია მცენარემ მოასწროს ატმოსფერული აზოტის ათვისება და შეიძლება მომარაგებული აზოტის 80% უბრალოდ დაიკარგოს.

გიორგი ბარისაშვილი: “ჩვენ სამწუხაროდ დღეს გვაკლია პოპულარული გამოცემები მევენახეობის კუთხით. გვაქვს ძველი წიგნები, რომლებიც მორალურადაა მოძველებული და ხშირად არის ინდუსტრიულ მევენახეობაზე გათვლილი. ძველი წიგნები არის ქარხნულ მიმართულებაზე დაწერილი და ოჯახური მეღვინეობა მისგან საკმაოდ განსხვავებულია. არსებობს კარგი უცხოური ლიტერატურა და გვიწევს იქიდან სესხება, თუმცა ამის გამო არის ბევრი აცდენა. მაგალათად, გერმანიაში და ჩვენთან სხვადასხვა დროს ჭირდება ვენახს წამლობა და ეს განსხვავებები ბევრ მევენახეს აბნევს“.

შეხვედრის დასარულს გიორგი ბარისაშვილმა იმერელი მევენახე-მეღვინეების არაერთ კითხვას უპასუხა და ამის შემდეგ ტრენინგის მინაწილეებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლაში გადაინაცვლეს, სადაც ლაშა გურულის მარან „ენკენის“ კუთვნილ ვენახებში მოხდა ვაზზე, ვაზის მავნებლებზე და მცენარის ზრდა-ფორმირებაზე ვიზუალური დაკვირვება შესაბამისი განმარტებებითურთ. ბარისაშვილმა კოლეგებს სპეციალური მიკროსკოპის საშუალებით აჩვენა სხვადასხვა მავნებელი, მათი ბუდობრივი განვითარება, ჭუპრები, ვაზის ფოთლის ზრდა-ფორმირება, ვაზის სხვადასხვა დაავადების ნიშნები, ნიადაგის სტრუქტურა და სხვა...

გიორგი რამიშვილი, მარანი „გიდი“, სოფელი ტელეფა: “პირველად დავესწარით პროექტ „ღვინის სოფლის“ ტრენინგებს. მოვისმინეთ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაზის და ღვინის მოვლა-პატრონობაზე. შემდეგ თვეებში ასევე დაგეგმილია დუღილის ტემპერატურაზე და სხვ. თემებზე საუბარი. ზოგადად ასეთი ტრენინგები საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ ვართ დამწყებები და ვცდილობთ მეტად განვვითარდეთ ღვინის სფეროში. ეს ასევე ხელს უწყობს ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც. მართალია ჩვენ პროექტის მთავარ ბენეფიციარებს შორის ვერ მოვხვდით, მაგრამ მაინც დიდი პატივია ამ ადამიანებთან ერთად სწავლა და მუშაობა“.

ირაკლი ზარნაძე, მარანი „გიდი“: „მეც პირველად მოვხვდი ბატონი გიორგის ტრენინგზე. მოხარული ვარ, რომ დაიწყო ასეთი შეხვედრები. მსოფლიომ გვაღიარა ღვინის სამშობლოდ და უნდა ვიცოდეთ რა გვაქვს და როგორ მოვუროთ. ქართველებს გვაქვს ბრილიანტი და ხშირად ვერ ვაფასებთ მას. თუმცა, იმედია ყველაფერი უკეთესობისკენ შემობრუნდება“.

ბექა ხარაბაძე, „ხარაბაძეების მარანი“: „ყოველი ასეთი დღე არის განვითარება და სწავლება. მით უმეტეს სასიხარულოა ურთიერთობა გამიცდილ ხალხთან. ესაა დიდი ცოდნა, რომელიც ყველას გვჭირდება. სამწუხაროდ იმერეთი მოკლებულია ასეთ რამეს და იმისთვის, რომ მეღვინეები მეტი ცოდნით აღჭურვილები გავხდეთ, ყველასგან თანადგომა გვჭირდება. იმედია იმერეთში ხშირად ჩემოხვალთ...“.

უჩა მაჭარაშვილი, „უჩა მაჭარაშვილის მარანი“ პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ერთ-ერთი ბენეფიციარი: „ჩემთვის დღევანდელი დღე არის ძალიან გამორჩეული და კარგი თუნდაც იმიტომ, რომ დღეს პირველად დავესწარი ასეთ ლექციას. ახლა მიღებული განათლება აუცილებლად გამომადგება შემდეგში, რათა სწორად გავზარდო ბიო ვაზი, მოვიყვანო ხარისხიანი ყურძენი, დავაყენო ხარისხიანი ღვინო და მერე ეს ყელაფერი ჩვენს ქვეყანას მაღალ დონეზე წარმოაჩენს მსოფლიოში. თქვენი პროექტი არის მისასლამებელი და მადლობა მინდა ვუთხრა ინიციატორებსაც და დამფინანსებლებსაც“.

ჭრებალო-ძირაგეული-ცაგერი-ოყურეში

5 სექტემბერს პროექტის ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან ანალოგიური ხასიათის შეხვედრა ამბროლაურში, სოფელ ჭრებალოში მდებარე „ჭრებალოს მარანში“ გაიმართა, სადაც მონაწილეობა რაჭა-ლეჩხუმის მცირე მარნების წარმომადგენლებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ქუთაისშიც და ჭრებალოშიც შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა დიდი იყო, მაგრამ მასპინძლების სასახელოდ, მათ მაინც მოახერხეს ტრენინგებში მონაწილეობის მსურველების სათანდოდ განთავსება.

რაჭველ და ლეჩხუმელ მევენახე-მეღვინეებს პრაქტიკული კურსი ორდღიანი ქონდათ. „ღვინის სოფლის“ სამუშაო ჯგუფმა რეგიონის მეღვინეები 5 სექტემბერს სოფელ ძირაგეულში რაჭველი მევენახე-მეღვინის, აპოლონ კერესელიძის ვენახებში წაიყვანა, 6 სექტემბერს კი უკვე ლეჩხუმში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში მდებარე მევენახე-მეღვინე დავით ჩავეტაძის კუთვნილ უსახელოურის ვენახებში ქონდათ საშუალება ვაზის მოვლაზე და ვენახის დაავადებებზე ესაუბრათ. სამწუხაროდ ლეჩხუმში მოსულმა წვიმამ გვარიანად დააზარალა სამუშაო პროცესი, თუმცა კარგი ისაა, რომ პრაქტიკული სამუშაოს ერთობლივად ჩატარების გარდა, რაჭველ და ლეჩხუმელ მევენახე-მეღვინეებს ერთმანეთის გაცნობის საშუალებაც მიეცათ.

აკაკი სირაძე, მეღვინეობა „ქვე შენი ჭირიმე, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ერთ-ერთი ბენეფიციარი: „საინტერესო დღე იყო. გიორგი ბარისაშვილი მაქსიმალურად ვრცლად გვესაუბრა დაავადებებზე და ქვევრის ღვინის ტექნოლოგიაზე. შემდეგ წამოვედით ერთ-ერთი მევენახე-მეღვინის ნაკვეთში, სადაც ვსწავლობთ ვენახს და ვეცნობით სხვადასხვა დაავადებებსა და მავნებლებს. ამ პროექტის მიმართ ჩემი მოლოდინი საკმაოდ დიდია. ჩვენს კუთხეს აკლია განათლება. გვაქვს პრაქტიკული ცოდნა, მაგრამ არის თეორიული განათლების პრობლემა და ჩემი აზრით ეს პროექტი პირველ ყოვლისა სწორედ ცოდნის გავრცელებას ემსახურება. უნდა დავხვეწოთ და განვავითაროთ ჩვენი მეურნეობა“.

მირიან ჭიღვარია, „ჭრებალოს მარანი“, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ერთ-ერთი ბენეფიციარი: „დღევანდელ დღეს დადებითად შევაფასებდი. რთველისწინა მოსამზადებელი პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანია და უნდა ვიცოდეთ კარგად როგორ მივიდეთ ვენახიდან ღვინომდე. ეს სწავლება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი ინფორმაციო მივიღოთ ბიო მეღვინეობაზეც და თქვენი დახმარებით მჯერა, რომ წინსვლა ნამდვილად გვექნება“.

გიორგი მურუსიძე, ამბროლაურის მკვიდრი: „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო თუნდაც იმ მხრივ, რომ მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლა ვიცი დიდ პრობლემას წარმოდგენს ზოგადად და ამ თემაზე ბევრი რამ გვასწავლეს. სურვილი მაქვს დავესწრო შემდეგ შეხვედრებსაც. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე დიდი შეხება არ მქონია მეღვინეობის სფეროსთან, გადავწყვიტე მომავალში პატარა ვენახი მეც გავაშენო და ღვინოც თავად დავაყენო“.

დავით ჩაკვეტაძე, მევენახე-მეღვინე, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ერთ-ერთი ბენეფიციარი: „უცნაური დამთხვევაა და უკვე მეორედ მოდის დიდი წვიმა მაშინ, როდესაც „ღვინის სოფლის“ წარმომადგენლები ჩემს ვენახებში მოხვედით. თუმცა, ამ ორი დღის მანძილზე იმდენი რამ გავიგეთ, ვისწავლეთ, იმდენი საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომ ასეთ ცოდნას ბევრ ერთკვიანი ლექციების კურსზეც კი ვერ მიიღებს კაცი. თან მთელი პროექტი და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა“.

ისიდორე უჩაძე, მევენახე-მეღვინე, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ერთ-ერთი ბენეფიციარი: “სასიხარულოა, რომ ამ პროექტის მეშვეობით მოგვეცა საშუალება უკეთ გავეცნოთ ვაზის მოვლის და მარანში ღვინის დაყენების საიდუმლოებებს. ეს ყველა მეღვინეს გვჭირდება და მეტიც - ეს აუცილებელია!“.

პროექტის სამუშაო ჯგუფის იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმში ვიზიტის მანძილზე, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მოხდა დამატებით იმ მცირე მარნებისა და ვენახების შემოწმება, რომელთა წარმომადგენლებამაც მეორე ეტაპზე გამოთქვეს „ღვინის სოფელში“ ჩართვის სურვილი.

სამუშაო ჯგუფი რაჭაში, სოფელ ხვანჭკარაში მარან „ლომთაძის ოჯახის ღვინოს“, ამბროლაურის სოფელ ჯვარისაში მდებარე „კახაბერ ვახტანგაძის მარანს“, ლეჩხუმში, დაბა ცაგერში მდებარე მუშკუდიანების და სილაგაძეების საოჯახო მარნებს და იმერეთში, ზესტაფონის მუნიპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში მდებარე მაჭარაშვილების მარანს ესტუმრნენ. მოხდა მარნების და ვენახების დათვალიერება და სულ მალე გახდება ცნობილი კიდევ რომელი საოჯახო მარნები დაემატებიან „ღვინის სოფლის“ მონაწილეთა სიას.

პროექტის სამუშაო ჯგუფის აღნიშნულ სამ რეგიონში შემდეგი ვიზიტი 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული