Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრების რეცხვა - ზურაბ თოფურიძის რჩევები

სოდით და წყლით რეცხვა „კერხერით“

კერხერი უნდა ამუშავო ცოტა გაშლილად და არა ბეტონის ამყრელი სხივით.

გაშლა უნდა იყოს ისეთი, რომ დაახლოებით 15 სანტიმეტრში ხელი გატკინო, მაგრამ არ დაგიზიანო.

1. სუფთა წყლით რეცხეთ მანამ, სანამ ამოღებული წყალი ვიზუალურად გამჭვირვალე/სუფთა არ გახდება.

2. სარეცხი სოდის 10%-იანი ხსნარი (ანუ 1კგ სოდა 10 ლიტრ წყალში გახსენით) ჩაასხით ქვევრში და შემდეგ კერხერით სცადეთ ამოღება და რეცხვა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩასხმული ხსნარით რეცხოთ და ატრიალო ეს ხსნარი ქვევრშივე.

(სარეცხი სოდა: ნატრიუმის კარბონატი, ანუ „კალცირებული სოდა“, იყიდება ვაჟაზე ქიმ-რეაქტივების მაღაზიებში, რასპუბლიკურთან, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მახარეს)

3. ამ ხსნარით რეცხეთ დაახლოებით 10-15 წუთი ისე, რომ მაღალი წნევით გაირეცხოს ახლოდან (10-15 სანტიმეტრიდან) ყველა ადგილი, ანუ კედელი, ყელი, თავი, ფსკერი, სადაც ღვინო/წვენი შეიძლება შეეხოს.

4. ეს ხსნარი თეთრია. თუ რეცხვის დროს ფერს შეიცვლის და მონაცრისფრო-მოშავო გახდება, გამოცვალეთ და ახალი ხსნარი ჩაასხით. გააგრძელეთ რეცხვა მანამდე, სანამ ფერს აღარ შეცვლის.

(შენიშვნა: ქვევრის თიხის გამო ხსნარმა შეიძლება ოდნავ მოყავისფრო ფერი მიიღოს, რაც ნიშნავს რომ სუფთაა. მთავარია მონაცრისფრო-მოშავო შეფერილობა გაქრეს )

5. ბოლოს, როცა დარწმუნდებით, რომ

  1. მექანიკური ჭუჭყი, შავი ობი და ა.შ. მოშორდა ქვევრს
  2. სოდიანი ხსნარიც სუფთაა და
  3. ქვევრს დაუბრუნდა სისუფთავის სურნელი - სანთლის არომატები და არანაირი ნესტის ან შმორის სუნი აღარ აქვს,

დატოვეთ ხსნარით დასველებული ქვევრი 1 საათი ხელუხლებელად.

6. 1 საათის შემდეგ სუფთა წყლით რეცხეთ ქვევრი მანამდე, სანამ სრულად არ მოაშორებთ სოდას. თუ მონაცრისფრო-მოშავო შეფერილობა ისევ შეამჩნიეთ, რეცხვა გაიმეორეთ.

(შენიშვნა: სოდის ხსნარის მოშორებას შეიძლება დაჭირდეს ბევრი წლის გამოვლება. იხმარე კერხერის წნევაც და აგრეთვე უწნევო ნაკადითაც გამოავლე)

ლიმონმჟავითა და გოგირდით სტერილიზაცია

1. აცალე ქვევრში დაიწრიტოს სუფთა წყალი, შემდეგ კი ფსკერი ამოამშრალეთ მდუღარეში გავლებული (ან მოხარშული) სუფთა ბამბის ნაჭრით.

2. გაამზადეთ 4%-იანი ლიმონმჟავისა და 1%-იანი გოგირდის ხსნარი, ანუ 400 გრ. ლიმონმჟავა და 100 გრ. გოგირდი 10 ლიტრ წყალში გახსენით, და მოავლეთ ქვევრის ყველა ადგილს/ნაწილს სადაც სითხე (წვენი, ღვინო) შეიძლება შეეხოს.

(მე ამისთვის ვენახის საწამლ აპარატს ვიყენებ)

3. 1 საათის მერე ისევ სუფთა წყლით რეცხეთ ქვევრი მანამდე, სანამ სრულად არ მოაშორებთ გოგირდს და ლიმონმჟავას. სუნით შეატყობთ და გემოთიც, როცა სრულად მოშორდება. შეგიძლიათ „კერხერი“ არ გამოიყენოთ და უბრალოდ კარგი ჭავლით ჩარეცხოთ. დაწრეტის შემდეგ ფსკერი ამომაშრალეთ ისე, როგორც პუნქტ 7-შია აღწერილი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული