Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2000-დოლარიანი ლუდი

ჯერ კიდევ 1994 წელს პორტლენდში ლუდსახარშმა Dog Brewery-მ დაიწყო Dave-ის სერიის ლუდის დამზადება, რომელიც ინგლისური ქერისაგან იხარშებოდა. თუმცა ამ 20 წლის განმავლობაში ლუდი არ გაუყიდიათ, რადგან მუხის კასრებსა და მინის ბოთლებში ინახებოდა და განსაკუთრებული ტექნოლოგიის წყალობით გრადუსიც ემატებოდა. საბოლოოდ ლუდის სიმაგრე 29%-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რარიტეტული ლუდი საოცრად ძვირი ღირს – 375 მლ-იანი ბოთლი 2000 დოლარი – მისი დაგემოვნების ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა. Dave-ის სერია, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იყო ჩამოსხმული, ერთ საათში გაიყიდა. მათალია, თავდაპირველად ლუდი 80 დოლარად იყიდებოდა, მაგრამ რადგან მოთხოვნა გაიზარდა, მწარმოებლებმა ფასი 2000 დოლარმდე აწიეს. გული იმითღა უნდა დავიმშვიდოთ, რომ შემოსული თანხის დიდ ნაწილს კომპანია ქველმოქმედებაში დახარჯავს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული