გამოქვეყნებულია: 25 ნოემბერი, 2012 - 15:13
საჭირო მასალა: 300 მლ რძე, 3 კვერცხი, 150 გ ფქვილი, 2-3 ს.კ. შაქარი, 1,4 ჩ.კ. მარილი, 1/4 ჭიქა ნუში, კარაქი შესაწვავად, შაქრის პუდრა მოსაყრელად.
მომზადება: რძეში ავურიოთ ფქვილი, კვერცხი, შაქარი, მარილი. თხელი ცომი დავასხათ კარაქიან ტაფაზე და თავდახურული დავდგათ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მზა ომლეტი დავანაწევროთ პატარა ნაჭრებად და შევბრაწოთ ორივე მხრიდან. გამზადებული ომლეტის ნაჭრები გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ ნუში და შაქრის პუდრა.
© ღვინისკლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი