Home
ქართული | English

მულტიმედია

ხინკალი თელავური (ერეკლესაგან)

ინგრედიენტები:

1 კგ ფარში (საქონელი და ღორი, შეიძლება ცხვარიც დაემატოს!).

1,2 კგ ფქვილი (სასურეველია შინაური რუხი ფქვილი. თუ ვერ იშოვნით, მაშინ "მზეკაბანი").

დაახლოებით 200 გ ხახვი, 2 კბილი ნიორი (მხოლოდ არომატისათვის), შავი პილპილი (ფარშში შეიძლება შავთან ერთად დაფქვილი წითელი წიწაკაც გამოვიყენოთ), ძირა, მარილი.

მომზადების წესი:

1.ცომი: "ძარღვიანი" (მაგარი) ცომი იზილება მარილიან თბილ წყალში!!! მოზელვის შემდეგ ცომს მოვაყრით ფქვილს, გადავაფარებთ ჩაის ტილოს და დაახლოებით ნახევარ საათს "დავასვენებთ". შემდეგ კიდევ ერთხელ გადავზილავთ და ცომი მზადაა!

2. ფარში: თანაბარი რაოდენობით ვიღებთ საქონლის და ღორის ხორცს. ხინკალი რომ წვნიანი გამოვიდეს, სასურველია ღორის მსუქანი ხორცი (არც მთლად ქონი). დავამატოთ ხახვი, ნიორი, ძირა, პილპილი და გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში.

ფარშს აუცილებლად დავასხათ ადუღებული წყალი (ეს ჩემი საიდუმლოა)!!! დავდგათ 5 წუთი და ფარშიც მზადაა.

ხინკლის "მოხვევა" თქვენთვის მომინდვია

© erekle III

 



კვლიავი?



ამ შემთხვევაში ძირა იგივე კვლიავია, უბრალოდ ძირას ბარში ეძახიან და ბოსტანში მოყავთ თესვით, ხოლო კვლიავი მთაში იზრდება ველურად.



xinkali chemi aqilevsis quslia. mec daaxloebiT mase vaketeb, ogond cota qindzs vumateb xome. dzira sheidzleba qondaritac sheicvalos, mtashi ufro magas xmaroben. chemi azrit xinkals ar unda hqondes didi kuchi da sqeli kani (comi)



მე მგოი მოყოლილი ხინკალი უფრო გემრიელია....

არქივი

მარტი 2010
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

გამოკითხვა

რომელი ტიპის მშრალ თეთრ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
კახურს
70%
ევროპულს
30%
სულ 1642 ხმა