Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ბაგრატიონი 1882" "ბადაგონის" ახალი პროდუქციის გამოჩენას მშვიდად ხვდება

"ბაგრატიონი 1882" კომპანია "ბადაგონის" კოლექციაში იტალიაში ჩამოსხმული შამპანურის "პროსეკოს" ბაზარზე გამოჩენას ჯერჯერობით მშვიდად ხვდება. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ირაკლი წერეთელმა განაცხადა,  "პროსეკო" ძვირ სეგმენტზეა გათვლილი და დღეისთვის "ბაგრატიონი 1882" მასთან კონკურენციას იმიტომ არ აპირებს, რომ თავად ძვირ შამპანურს ჯერ არ აწარმოებს, თუმცა წერეთელი ირწმუნება, რომ მომავალი წლიდან ვითარება აუცილებლად შეიცვლება.

``მარტიდან ძვირი შამპანურის სერიას გამოვუშვებთ სახელწოდებით ``რეზერვი``, რომელიც ჩვენივე კოლექციის ``ძველი რეზერვის`` გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება და მისი ფასი 15 ლარიდან დაიწყება.

``რეზერვი`` ბოთლური მეთოდით და ერთწლიანი დაძველებით დამზადდება და ``პროსეკოსაც`` კონკურენციას გავუწევთ. საერთოდ კონკურენციას ნორმალურად აღვიქვამთ, რადგან ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ვაწარმოებთ,`` – აცხადებს წერეთელი.

რაც შეეხება ``პროსეკოს``, ის ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული შამპანურია და იტალიაში ``ბადაგონის`` პარტნიორმა კომპანია ``ჯენერალემ`` ``ბადაგონი ქოლექშენის`` სახელით სპეციალურად ჩამოასხა. ``პროსეკო`` ქართულ ბაზარზე ათიოდე დღეა რაც გამოჩნდა და ქართველ მომხმარებელს შორის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფასი 20 ლარს აჭარბებს და ``ბაგრატიონი 1882``–ს მასთან, შეიძლება ითქვას, მართლაც სერიოზული კონკურენცია ელოდება.

რადიო ``კომერსანტი``

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.