Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბატკნის ჩაქაფული

ბატკნის ხორცს (მთლად ქორფა არ გინდათ!) გარეცხავთ, ძვლიანად დაჭრით (არ მსხვილ, არც წვრილ, უფრო საშუალო ნაჭრებად) და ჩააწყობთ ქვაბში, იქვე დაუდებთ ცოტა დუმის ქონს, წვრილად დაჭრილს). დადგამთ ძალიან ნელ, ლამის მბჟუტავ ცეცხლზე და ადუღებთ იმ საკუთარ წვენში, რომელიც გამოუვა. გარეშე წყალს საერთოდ არ დაასხავთ არც ერთ ეტაპზე. თუ ამოშრა ხორცის მომზადებამდე, დაუმატებთ ღვინოს. რომ ამოშრება სითხე და ხორციც მომზადდება , დაასხით ისევ ღვინო (ცოტა!). დააყარეთ ერთი ფენა ნახევარალყებად დაჭრილი ხახვი.

პარალელურად დაჭერით ბლომად ქინძი, იმის ნახევარი ოხრახუში და ერთი ბეწო ნიახური + ბლომად ახალი ხახვი + გრძელი კახური წიწაკა (გემოზე), აურიეთ ერთმანეთში და მოზადებულ ხორცს დაადეთ ეს ყველაფერი ფენად. დაუმატეთ ტყემალი (მე კონსერვირებული მირჩევნია ხოლმე, მაგრამ ახალიც კარგია, თუ მწარე არ არის) გემოზე. ბლომად ქორფა ტარხუნა დაჭერით მსხვილად, ან, თუ ღერო მაგარი აქვს, ეგ ღერო გამოაცალეთ, დატოვეთ მხოლოდ ფოთლები და აღარ დაჭრათ და ეგ ტარხუნაც ზემოდან დაადეთ ფენად.

ფენები უნდა ისეთი იყოს, რომ მათ ქვეშ ხორცი არ ჩანდეს! დაახურეთ ხუფი. თუ ცეცხლი მბჟუტავია, ჩაქაფული მზად რომ იქნება, წამოიდუღებს და ზემოდან მოადგება ქაფი! მაგიტომ ჰქვია ჩაქაფული. ცოტა ხანი აცადეთ, იმ ქაფის მოხსნა არ დაიწყოთ! ბოლოს ისევ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ღვინო. ქაფის გამოჩენიდან 15-20 წუთში კერძი მზადააა, მიირთვით ცხლად. ჰო, სულ დასაწყისში მარილი არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, ვისაც უყვარს, შეუძლია მწვანილამდე ცოტა დაფქვილი წითელი წიწაკა დაამატოს, არომატისთვის, მოუხდება.

ფაქტია, რომ მწვანილმა ხორცი საშუალო სისქის ფენებად უნდა დაფაროს, ტყემალი მოზომილად უყავით, თორემ დაგიმჟავებთ!დანარჩენი თქვენ იცით!

© Johnnie Walker



დიდი მადლობა! ვაააა! რა კარგია! აუცილებლად ვეცდები გავაკეთო. ვნახოთ როგორი გამომივა ;)


didi madloba aseti kargi receptistvis, dges gavakete tkveni receptit da martla dzalian gemrieli gamomivida, es marto chemi sitkvebi araa sxvebma shemakes :)))


ძალიან მიხარია ჩვენი რეცეპტით ასეთი გემრიელი ჩაქაფული რო გამოვიდა. არაერთხელ ნაცადი რეცეპტია :)



1 თვეში სეზონიც მოვა, ნააღდგომევს საუკეთესო გამოგივათ!



უძლიერესი და უგემრიელესი გამომივიდა. უღრმესიმადლობა ამ რეცეპტის დამდებს.


maxo, ar vici romeli ufro sainteresoa es tu arili. lamisaa diasaxlisobas shevudge.


mმე როგორც ვიცი და დამიმზადებია, ბატნის ჩაქაფულს ოხრახუში არ უნდა. არც ალყა ხახვი. მწვანე ხახვი უნდა, ტარხუნა რა თქმა უნდა და ქინძი. ღვინო და ტყემალი თავისთავად.


რეცეპტები ბევრნაირია. ჩვენს ოჯახშიც მწვანე ხახვით მზადდება ჩაქაფული და ოხრახუშს არ ვიმატებთ, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ღვინოს. ერთმა თელაველმა პროფესიონალმა მზარეულმა მასწავლა ეს რეცეპტი და შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა! ღვინით სულ სხვა არომატი აქვს, ღვინის არომატი ფარავს დანარჩენს და ამ შემთხვევაში კი ახალი ტყემლის,მწვანილეულისა და ბატკნის არომატი ძალიან ჰარმონიულად ეხამება ერთმანეთს და სიმჟავეც ძალიან ზომიერი აქვს. :)


ძალიან დიდი მადლობა რეცეპტისთვის.უგემრიელესი გამოვიდა!!


ვეღარ გავიგე,რაც თავი მახსოვს კახურ რეცეპტს ჩაქაფულისას მხოლოდ მწვანე ხახვი და ტარხუნა უნდა მწვანილებიდან,თეთრი ღვინო,ტყემალი,შავი წიწაკა,მწვანეც,მარილი.რომ ამბობთ სხვადასხვაა რეცეპტებიო, თუ სხვას უმატებთ,უკვე ჩაქაფულის რეცეპტს ნუ დაარქმევთ.დაწერეთ:" მე ასეც მსიამოვნებსო"...საცივს ქინძი რომ უქნას მზარეულმა,იქნებ ვიღაცას მოეწონოს,მაგრამ საცივის რეცეპტი აღარ იქნება...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.