ქვევრი - 21 თებერვალი, 2012 - 22:03
"ტაგუძურა შავი" არაა მთლად სწორი გამონათქვამი. აჭარის ამ ჯიშს ქვია "ტაგიძურა". არასწორია ასევე "თამარის ყურძენი"... ასეთი ჯიში უბრალოდ არ არსებობს! აღნიშნულ ღვინის ქარხანას ამ 5 წლის წინ გადავეცი ორი ძველი ქართული ვაზის ის ჯიში, რომელიც მათ არ ქონდათ კოლექციაში. ეს ჯიშები მათ გაახარეს, თუმცა ჩამონათვალში ნახსენებია მხოლოდ ერთი მათგანი. საინტერესოა ასევე ნახსენები ჯიში "ქვიშური" და "რქაწითელი წითელი". ესენი რაიმე ახალი ჯიშბია? და ვინ და როდის გამოიყვანა ხსენებული ჯიშები?
მალხაზ ხარბედია - 21 თებერვალი, 2012 - 14:24
შეგიძლიათ პირადადაც დაუკავშირდეთ. ტელ. 2231024, 599 469 515, E-mail: giorgizesashvili@gmail.com, jandierik@yahoo.com, www.dergi-vino.com.
მალხაზ ხარბედია - 21 თებერვალი, 2012 - 13:47
ბახტრიონზე, ქართული ღვინის კულტურის ცენტრში.
მალხაზ ხარბედია - 21 თებერვალი, 2012 - 13:47
მეგობრებო, მოგეხსენებათ ამერიკის ხელისუფლებამ მეგააპლოუდის საიტი დაბომბა :) ამიტომ ჩვენს საიტზე დადებული ზოგიერთი ლინკი შეიძლება გაუქმებული იყოს. მომხმარებლის თხოვნით ხელახლა ავტვირთეთ, ამჯერად ქართულ სერვერზე, ბონდო კალანდაძის წიგნი. ნელ–ნელა დანარჩენ ლინკებსაც აღვადგენთ.
irakli - 21 თებერვალი, 2012 - 13:42
სად შეიძლება შეძენა ?
"ვინოთეკაში" მგონი არ აქვთ ...
ქვევრი - 20 თებერვალი, 2012 - 12:51
თუ საუბარია ქვევრის ღვინოზე, მაშინ უპრობლემოდ მოხდება ეს ყველაფერი. ანუ ქვევრის ღვინო ყველა პარამეტრით ჯდება, არამარტო ბიოღვინოების ჩარჩოებში, არამედ ნატურალურშიც, თუ, რა თქმა უნდა ქვევრში საფუარსა და სხვა ქიმიას არ ჩაყრიან, რაც ამ უკანასკნელის შემთხვევაში სრულიად ზედმეტია. ზოგადად ქართული ღვინის შემთხვევაში კი ეს უფრო მეტადაა შესაძლებელი, რადგან გოგირდის მაქსიმალურ დოზებს ისედაც თითქმის არავინ იყენებს.
davitma - 20 თებერვალი, 2012 - 12:15
როგორ შეეხება ეს ქართველ მეღვინეებს და რამდენად შეესაბამება ტრადიციული ქართული ღვინის დაყენების წესი ორგანული ღვინის დამზადების ამ სტანდარტებს?