Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალუბლის ნამცხვარი

150 გრ.შაქარი, 150 გრ. ცივი კარაქი, 1 ცალი კვერცხი, ლიმონის წვენი, 400 გრ. ფქვილი. მოზილეთ ცომი და მაცივარში შედეთ 1 საათით. ეცადეთ კარაქი გახეხოთ და ისე გადაურიოთ ფქვილს, მიიღებთ „კროშკას“ და სწრაფად მოზილეთ ცომი.
ამ ცომის პრინციპი კარაქის არდადნობაა, რომელიც მერე ცომს აფხვიერებს.

გულსართი:

700 გრ. კურკა გამოცლილი ალუბალი, 150 გრ. შაქარი, ცოტა დარიჩინი და მიხაკი, ლიმონის ცედრა მსხვილი ნაჭრით, ამას მოთუშავთ ცეცხლზე, სანამ წვენი არ დაშრება, შეგიძლია ცოტა კონიაკი ან ღვინო დაუმატოთ.
2/3 ცომი გაშალეთ მრგვალ ფორმაში, ნაპირებიც გაუკეთეთ 5 სანტიმეტრის სიმაღლის, ჩადეთ გულსართი, გადმოუკეცეთ ნაპირები და დანარჩენი ცომი გაშალეთ,
გამოჭერით 1 სანტიმეტრის სიგანის ზოლები, დაადეთ ტორტს ზემოდან, მიეცით ფორმა, გადაუსვი გათქვეფილი კვერცხის გული+ოდნავ რძე. გამოაცხეთ ღუმელში 180 გრადუსზე 30-40 წუთი. გაცივებულზე მოაყარეთ შაქრის პუდრი. ასეთი ნამცხვარი მეორე დღეს უფრო გემრიელია.

© rtuli

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული