Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოჯახური ღვინოები "ახალი ღვინის ფესტივალი 2011"–ზე

"ღვინის კლუბი" 2011 წლის 14 მაისს უკვე მეორეჯერ ატარებს "ახალი ღვინის ფესტივალს", რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობისა და კულტურის გაზრდას. "ახალი ღვინის ფესტივალი" ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც ღვინის დიდი საწარმოებით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ყველას ეძლევა საშუალება მონაწილეობა  მიიღოს. შარშან ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა, "ღვინის კლუბმა" უმასპინძლა 7 ათასზე მეტ სტუმარს, რომელთა დიდ ნაწილსაც ღვინით დაინტერესებული პირები და ის მომხმარებლები წარმოადგენდნენ, რომლებიც ცდილობენ უფრო კარგად გაერკვნენ ქართულ ღვინოში. ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, ასევე სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც დღეს უკვე საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

გასულ წელს ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოში არსებული თითქმის ყველა დიდი კომპანია, ასევე მცირე მარნები და მევენახე–გლეხები, რომლებიც "ღვინის კლუბმა" რეგიონებში შეარჩია. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ბოლო მოსავლის ღვინოები.

უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური მარნებისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა  აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე ჩამოასხა ღვინო და წარმატებით შემოვიდა ქართულ ბაზარზე.

წელს "ღვინის კლუბმა" გადაწყვიტა კიდევ უფრო გააფართოვოს ოჯახური ღვინის მიმართულება, რათა საქართველოს ყველა კუთხიდან გახდეს შესაძლებელი ფესტივალზე ახალი ღვინოების წარდგენა.  

ფესტივალის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები და "ღვინის კლუბის" სამახსოვრო საჩუქრები.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები:

  • ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.
  • ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 29 აპრილისა.
  • მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, "ღვინის კლუბის" სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს 50 საუკეთესო ღვინოს, რომელიც დაიშვება ფესტივალზე.
  • შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს  მხოლოდ 2010 წლის მოსავლის ახალი ღვინო.
  • ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.
  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.
  • მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 1 კვირით ადრე.
  • ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 10 ლიტრს.

გთხოვთ სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, მოიტანოთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, მაჩაბლის 16, ტელ: 932279, მობ: 893 959823, 874 888594/

ნიმუშვბის მიღება წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 12:00–დან 18:00–მდე

E-mail: dito.kobeshavidze@yahoo.com

გადმოიწერეთ ანკეტა



ჰე-ჰე! მაგარია! წარმატებები! :))


შარშანდელი მაისი არ დამავიწყდება... :) იმედია, წლევანდელ ფესტივალზეც ისეთივე მშვენიერი ამინდი და უფრო უკეთესი განწყობა იქნება. წარმატებები!


ისევ ეთნოგრაფიულ მუზეუმში (კუს ტბა) გაიმართება?


14 მაისს, ეთნოგრაფიულში.



იმედია წელსაც ისეთივე საინტერესო ფესტივალი იქნება, როგორც შარშან იყო. წარმატებებს გისურვებთ ყველას!


საინტერესოა ეთნოგრაფიულში ამოსული სტუმარი რამდენად მონაწილეობს ამ ფესტივალში. ათვალიერებ? სინჯავ? ყიდვა შეიძლება? საინტერესო ინფორმაციას იღებ? თუ რა ხდება იქ, ზევით


წინა ფესტივალის მიმოხილვა სტატიას წაიკითხავდა კაცი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული