Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძველი პორტვეინის ახალი სიცოცხლე


პორტვეინების მწარმოებელმა ცნობილმა სახლმა – Taylor Fladgate  ნიუ-იორკში უნიკალური დეგუსტაცია მოაწყო. საღამოს გვირგვინი იყო ძველი, ჯერ კიდევ ფილოქსერას ეპიდემიამდე დაყენებული, 1855 წლით დათარიღებული უიშვიათესი პორტვეინი - Scion.
დეგუსტაციაზე, რომელსაც Taylor Fladgate –ს აღმასრულებელი დირექტორი, ადრიან ბრიჯი უძღვებოდა, წარმოდგენილი იყო აგრეთვე კომპანიის სხვა პროდუქციაც, მაგალითად, 1992 და 2003 წლის პორტვეინები, ასევე 30-წლიანი დაძველების პორტვეინი, დამახასიათებელი ლეღვის, ფორთოხლისა და ყვავილების ნოტებით.
რაც შეეხება საღამოს მშვენებას, ძველისძველ Scion–ს, დეგუსტაციის მონაწილეებმა მას უმაღლესი შეფასება მისცეს და აღნიშნეს, რომ ეს სასმელი რბილი, ხავერდოვანი ტექსტურითა და ნაზი, სანელებლებისა და ყვავილების არომატით გამოირჩევა.
1855 წელს დაყენებული პორტვეინი დიდი ხნის განმავლობაში პორტუგალიაში, ერთი ცნობილი ოჯახის მარანში ინახებოდა. ეს ძვირფასი სასმელი მათი  მოხმარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა, თავის დროზე, ერთი კასრი პორტვეინი ოჯახმა თვით უინსტონ ჩერჩილს მიჰყიდა.
2008 წელს ამ უნიკალური პორტვეინის გადარჩენილი პარტიის შესახებ –ის მთავარმა მეღვინემ – დევიდ გიმარანშმა შეიტყო და 2010 წელს კომპანიამ 2 კასრი სასმელი შეიძინა. Scion, რომლსაც გამორჩეული გემოს გარდა, ისტორიული ღირებულებაც გააჩნია, მალე ბოთლებში ჩამოისხმება და თითოეული მათგანი 3 200 დოლარად გაიყიდება.
© ღვინის კლუბი/Weekend



გამარჯობა, გთხოვთ მოგვაწოდოთ პორტოს ტექნოლოგიური ინფორმაციები. თუ როგორ მზადდება და ასე შემდეგ. უფრო ტექნიკური მხარეები ვიდრე ლირიკა. მადლობა წინასწარ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული