Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აჩმა

3 ც. კვერცხი
2 ჭ. თბილი წყალი
ყველი (რამდენის საშუალებაც გაქვთ, მე სულ თვალზომით ვუკეთებ)
1-1,5 მარგარინი ან კარაქი
მარილი თვალზომით
მოამზადეთ ნორმალური სიმაგრის ცომი.

ცომს მოვზელთ (3 ც. კვერცხს+2 ჭ. თბილი წყალი, მარილი და ფქვილი) და გავყოფთ რვა ნაწილად. გადავაფარებთ სველ ტილოს. ავიღებთ ერთ ნაწილს, გავაბრტყელებთ და გავიყვანთ კარგად ცხიმწასმულ „ჟარონაზე“. მოვასხამთ გამდნარ კარაქს ან მარგარინს (პირველ და ბოლო ფენას მოხარშვა არ უნდა), მერე გავაბრტყელებთ მეორე ფენას და ჩავაგდებთ ადუღებულ, მარილიან-წყლიან დიდ ქვაბში. დავაფარებთ თავზე და ვაცდით, სანამ ცოტა არ მოიხარშება. წყლიდან ზემოთ რომ ამოვა, უკვე მოხარშულია და გადმოვიტანთ ცივ წყლიან ჯამში. თუ ცოტა მიეკრო ერთმანეთს, ხელით გავხსნით, გავწურავთ და დავადებთ პირველ ფენას (თუ ფენები ცოტა გაიხა, არ ინერვიულოთ, პირიქით, უფრო გემრიელი გამოდის). ამაზეც გავანაწილებთ გამდნარ მარგარინს (დაახლოებით 3-4 სუფრის კოვზი), მეორე ფენის მერე შეგიძლიათ უკვე ყველი უყოთ. მოკლედ, ასე გააკეთებთ ყველა ფენას, მოხარშავთ, ჩააგდებთ ცივ წყალში, გაწურავთ, დადებთ ჟარონაზე და წაუსვამთ კარაქს. ბოლო ფენასაც აღარ ხარშავთ, ლამაზად გაიყვანთ დაახლოებით ჟარონის სიგრძე-სიგანეზე და ჩაუკეცავთ გვერდებს. თავზე ისევ კარაქი (ან მარგარინი) დააჭერით შეწვის წინ. შედგით საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. თავი რომ კარგად მოებრაწება, უკვე მზადაა.
 
© maiko_27



eseti sasacilo recepti ar wamikitxavs movkvdi sicilit :D :D marili gemovnebit gamigia magram tvalis zomit neta rogoria :D daa "yveli ramdenis sashualebac gaqvt" anu shegvidzlia saertod ar vuyot :D :D


მაგიტომაც ვიცავთ ასე მკაცრად საავტორო უფლებებს :)) 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული