Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროკავშირის ღვინის ინდუსტრია ცვლილებების ზღვარზე: კლიმატური გამოწვევები და ახალი სტრატეგიები

ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო კომისარმა იანუშ ვოიჩევსკიმ გამართულ პირველ შეხვედრაზე გამოაცხადა ახალი ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომლის მიზანიც ევროპული ღვინის სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტა იყო. ამ ინიციატივის საფუძველი გახდა ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, ღვინის შესყიდვების შემცირება და კლიმატური ცვლილებები.

გასულ წელს პროსეკოს მოსავალი განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა, ხოლო ბორდოს ღვინის მწარმოებლებისთვის შემოიღეს დახმარება ვაზის დაავადების წინააღმდეგ. ესპანეთის ღვინის რეგიონებში ხშირი იყო როგორც გვალვა, ასევე სეტყვა. ფრანგული ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიორთა ასოციაციის (FEVS) ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საფრანგეთიდან ექსპორტი 10.4%-ით შემცირდა. იმავე დროს, 35 წლამდე ახალგაზრდების 39% უპირატესობას ლუდს ანიჭებს და იტალიაში ღვინის ყოველდღიური მოხმარება 400,000 ადამიანით მცირდება.

ბოლო ორი დეკადის განმავლობაში ევროკავშირის ღვინის სექტორი წარმატებული იყო, რეგულაციების სისტემისა და ექსპორტის ზრდის წყალობით. მიუხედავად ამისა, სექტორი დღეს მრავალი დაბრკოლების წინაშე დგას, მათ შორის გლობალური და ეკონომიკური ცვლილებების გამო, რაც ახდენს გავლენას მის საექსპორტო ბაზრებზე. ახალი ჯგუფი შეისწავლის სექტორისთვის შესაძლო გადაწყვეტილებებს და წარადგენს რეკომენდაციებს მომავალი პოლიტიკის განვითარებისთვის.

ღვინის სექტორის ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა ევროკავშირში საკმაოდ დიდია. ღვინის სექტორი ქმნის 3 მილიონ სრულ განაკვეთიან სამუშაო ადგილს და 130 მილიარდი ევრო შეაქვს ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში.  ევროპული ღვინის წარმოება გლობალურად ლიდერობს, იწარმოება მსოფლიოს ღვინის 60%.

ევროკომისია კრიზისის დროს ეხმარებოდა ღვინის ბაზარს რამდენიმე რეგიონში. საფრანგეთში 160 მილიონი ევროს დახმარება გამოყო ევროკავშირმა და ამის შემდეგ კრიზისული პერიოდის გამო დამატებით 40 მილიონი ევრო მიიღო საფრანგეთმა. ეს თანხა ქვეყანამ გამოიყენა ღვინის ზედმეტი რაოდენობის დისტილაციისთვის.

EU-ს წლიური ბიუჯეტიდან 1.06 მილიარდი ევროდან მნიშვნელოვანი ნაწილი განკუთვნილია ღვინის სექტორის მხარდაჭერისთვის. თანამედროვე CAP-ის ფარგლებში, ღვინის სექტორის მხარდაჭერის ზომები შედის სტრატეგიულ გეგმებში, რათა წაახალისონ უფრო მდგრადი ღვინის წარმოება. 

ევროკავშირის ღვინის სექტორზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კლიმატური ცვლილებები და მოხმარების შემცირება, არამედ გეოპოლიტიკური ფაქტორებიც. ტრადიციული საექსპორტო ბაზრები განიცდიან გეოპოლიტიკური ფაქტორების მნიშვნელოვან გავლენას, რაც იწვევს მეტად არასტაბილური იმპორტის მოდელებს. ბოლო მონაცემებით, ღვინის მოხმარება მკვეთრად დაეცა ტრადიციულ ღვინის მწარმოებელ და მომხმარებელ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და პორტუგალია. სტატიას გაეცნობით the drinks business-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ზოგიერთებს რომ კითხოთ კლიმატური ცვლილებები არ არსებობს და მოგონილი პრობლემაა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.