Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცქრიალა არაყი

ალკოჰოლის შვედური მწარმოებელი Absolut,  ახალზელანდიურ კომპანიონ Pernod Ricard-თან ერთად,  მალბოროს რეგიონში მდებარე მეურნეობა Brancott Estate-ში მოწეული სოვინიონ ბლანისგან ცქრიალა არყის წარმოებას გეგმავს. სასმელი, რომელსაც სახელად Absolute Tune შეურჩიეს, 60% არყისა და 40% ღვინის შემცველობის იქნება, მისი საბოლოო სიმაგრე კი 14%-ს არ გადააჭარბებს. ახალი სასმელის გასინჯვა ჯერჯერობით მხოლოდ სიდნეის სამ ბარშია შესაძლებელი. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს ეგზოტიკური სასმელი არყის მოყვარულებსაც გაუცრუებს იმედებს და ღვინის დამფასებლებსაც. პირველთათვის ეს ჰიბრიდი მკრეხელობის ტოლფასი იქნება და ვერც მეორენი მოიხიბლებიან უცნაური სასმლის მოტკბო გემოთი და ხილის არომატით. სავარაუდოა, რომ ახალი ზელანდიელები ასეთი ნოვაციით ებრძვიან მალბოროს რეგიონში ჭარბწარმოებისგან გამოწვეულ პრობლემებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზანი არ ამართლებს საშუალებას. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული