Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პენე პომიდვრის, ორაგულისა და არყის სოუსით

4 ულუფა

მასალა:

300 გრამი პენე

(სასურველია Barilla)

5 მოზრდილი პომიდორი (ან 500 გრ. პომიდვრის კონსერვი)

250 გრ. ორაგულის ფილე

300 გრ. ხახვი

2 საშუალო სტაფილო

200 გრ. ბოსტნეულის ბულიონი

50 გრ. ზეითუნის ზეთი

100 გრ. არაყი

100 გრ. 35%-იანი ნაღები

მარილი

შერეული წიწაკა

200 გრ. გახეხილი

ყველი პარმეზანი

ჯამში 15 ლარი

მომზადების წესი:

პასტის მომზადება – ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, ჩაუშვით პასტა და ხარშეთ 5-6 წუთი. გადაწურეთ, მოასხით ცოტაოდენი ზეთი და შეინახეთ მოხმარებამდე.

(ხშირ შემთხვევაში დიასახლისებს მოსდით შეცდომა და პასტას ავლებენ ცივ წყალს, რაც იწვევს სახამებლის გამოცლას, რის შედეგადაც პასტა ვეღარ ითვისებს სოუსს).

სოუსის მომზადება – ხახვი და სტაფილო დაჭერით წვრილ კუბებად. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ თუჯის ქვაბში ისე, რომ არ დაიბრაწოს. გაფცქვენით პომიდორი, დაჭერით და დაამატეთ მოთუშულ ბოსტნეულს და დაამატეთ ბულიონი. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი

(ეს არის მარტივი პომიდვრის სოუსი, რომელიც ბევრი იტალიური პასტის სოუსის ბაზაა).

დაჭერით ორაგულის ფილე კუბებად და შეწვით ტაფაზე. მოასხით არაყი და მოერიდეთ, არაყი აალდება, და რამდენიმე წამში ალკოჰოლი აორთქლდება. შემწვარი თევზის ნაჭრებს მოასხით პომიდვრის სოუსი და დაელოდეთ სოუსის ადუღებას. დაუმატეთ ნაღები და შეკაზმეთ მარილითა და შერეული წიწაკით.

სოუსი გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ მოხარშული პენე, ცოტაოდენი პარმეზანი და გადაურიეთ.

გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, მოაყარეთ დარჩენილი პარმეზანი და მიირთვით გემრიელად.

© tabula

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული