Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტოლმა "შუქნიშანი"

მასალა:

გატარებული ხორცი
ბულგარული წიწაკა
მრგვალი ბრინჯი
ოხრახუში
რეჰანი
ნიორი
ქონდარი
კარაქი
წყალი
ტომატ პასტა

ვთუთქავთ მდუღარე წყალში 3-4 წთ, შემდეგ ამოვიღებთ და ცალკე დავდებთ, რათა ცოტათი შეგრილდეს.

 ერთ ჭურჭელში მოვათავსოთ ხორცი, ნახევრად უმი ბრინჯი, გატარებული წიწაკის მასა, გამდნარი კარაქი (თუ ხორცი მჭლეა), ტომატ პასტა, ცოტა ქონდარი და მარილი.

ხელით კარგად ავურიოთ, დავამატოთ წყალი, გასათხელებლად, დაახლოებით ხინკლის გულსართის სისქის მისაღებად. ცოტა ხანს გავაჩეროთ, რადგან ბრინჯი და ხორცი წყალს იწოვს და თუ ისევ დამატება გახდა საჭირო, დავამატოთ, შესაბამისად მარილიც.

გამოვტენოთ წიწაკები ისე, რომ ცოტა ადგილი დარჩეს. მზადების პროცესში, გულსართი დიდდება...

წინასწარ მომზადებულ ქვაბში (ნიორი, ოხრახუში, რეჰანი, ქონდარი, კარაქი)

ჩავაწყოთ სათითაოდ...

დავასხათ ტომათ პასტით, მარილითა და ქონდარ-რეჰანით შენელებული წყალი. დავდგათ მაღალ ცეცხლზე და ერთი რომ წამოდუღდება, ჩავუწიოთ და დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ დუღილი, სანამ არ მომზადდება.
 

© faustina

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული