Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინელთა გეგმები

Finance.ua-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღვინისა და ვაზის უკრაინულმა ბიურომ შეიმუშავა უკრაინული მეღვინეობის განვითარების პროგრამა, რომელიც 2020 წლამდეა გათვლილი. ამის შესახებ განცხადება "მეღვინეობის პირველი ეროვნული  ჰოლდინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა - კირილ პრიხნომ გააკეთა. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ავტორი ამავე ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ვალერი შამოტია. როგორც ირკვევა, პროგრამის მთავარი სტრატეგიული მიზანი ათი წლის განმავლობაში უკრაინელების მიერ ღვინის მოხმარების გაზრდაა - წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე 20 ლიტრამდე. ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საწყის ეტაპზე მთავარი ამოცანა ნედლეულის პრობლემების მოგვარება იქნება, რა მიზნითაც, პირველ ათწლეულში 98 ჰექტარი ვენახის გაშენება და 40 ჰექტარი ძველი ნარგავების განახლებაა დაგეგმილი. პროგრამის ავტორები ღვინოის წარმოების მოცულობის გაზრდას 2010 წლის 28,2 მილიონი დეკალიტრიდან 2020 წლისთვის 101,7 მილიონ დეკალიტრამდე გეგმავენ.  შესაბამისად, გაიზრდება ექსპორტის წილიც - 2,6%-დან 15%-მდე. 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.