Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

10 საუკეთესო ღვინის მწარმოებელი ქვეყანა

ღვინის ყველაზე პრესტიჟული კონკურსების შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, ქვეყნდება სტატია, სადაც განხილულია მსოფლიოს 10 საუკეთესო ღვინის მწარმოებელი ქვეყანა.  ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარებული ღვინის დაჯილდოების ცერემონიალების (International Wina Challenge, Concours Mondial de Bruxelles, Sommeliers Choice Awards, Decanter Awards) შედეგების ანალიზის მიხედვით დასახელებულ ქვეყნებს, თან ერთვის რჩევები - რისი დაგემოვნებაა აუცილებელი რეიტინგის ათეულში მოგზაურობისას. ქვეყნების რეიტინგი სამი წლის მანძილზე მოგებული ჯილდოების რაოდენობით განისაზღვრა.

 

მეათე ადგილი არგენტინამ დაიკავა. “Wine Enthusiast”-ის მიხედვით, არგენტინა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ღვინის ექსპორტიორია. განსაკუთრებული პოპულარობით თეთრი ტორონტეა და წითელი მალბეკი სარგებლობს, მათში,  ვისაც, კაბერნეს მსგავსი, სხეულიანი წითელი ღვინო უყვარს.

მეცხრე ადგილზეა საბერძნეთი. ბოლო სამ წელში ბერძნულმა ღვინომ 59 ჯილდო მოიპოვა. მისი ღვინოები და ყურძნის ჯიშები ავთენტურობით გამოირჩევა. საბერძნეთში მოგზაურობის შემთხვევაში, რეკომენდებულია, საუკეთესოდ მიჩნეული, თეთრი ასირტიკა, ასევე, აგიორგიტიკო, ვლაჰიკო და ქსინომავროს ყურძნისგან დამზადებული წითელი ღვინო.

შემდეგ მოდის სამხრეთ აფრიკა,  გასულ სამი წელში 93 ჯილდოთი. სამხრეთ აფრიკული ღვინოები, ბერძნულთან შედარებით, უფრო ცნობილია. გამორჩეულ თეთრ და წითელ სახეობებს, როგორებიცაა შარდონე და კაბერნე, თბილი კლიმატი ხელს უწყობს. მათ, ვისაც კალიფორნიული ღვინო მოსწონს, დიდი შანსია, რომ სამხრეთ აფრიკულიც მოეწონოთ.

სიის მეშვიდე ადგილზეა ჩილე, 102 ჯილდოთი. ეს კიდევ ერთი რეგიონია, რომელიც კალიფორნიული სტილის ღვინოს აწარმოებს. სამხრეთ ამერიკული სახელმწიფო მრავალფეროვანი კლიმატით გამოირჩევა. თეთრ ღვინოებში განსაკუთრებულია ციტრუსოვანი სოვინიონ ბლანი და შარდონე, ხოლო წითელში - კაბერნე და კარმენერე.

ჯილდოების რაოდენობით, მეექვსე ადგილზეა ავსტრალია. ავსტრალიური ღვინის ჯიშებს შორის სირა, “Wine enthusiast”-ის მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია. ყურძნის ეს სახეობა, კაბერნეს მსგავსად, თბილ კლიმატში განსაკუთრებით კარგად ხარობს. ასევე, კარგ ღვინოებადაა მიჩნეული ავსტრალიაში დაყენებული შარდონე და სოვინიონ ბლანიც. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრალია დიდი კონტინენტია, ღვინის ხარისხი რეგიონების კლიმატის ცვლილებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

კვლევის მიხედვით, მეხუთე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. ვენახი ამერიკის თითქმის ყველა შტატშია გაშენებული, ამერიკული ღვინო მხოლოდ კალიფორნიით არ შემოიფარგლება. აქ მოგზაურობის შემთხვევაში, სტატიის ავტორი, სხვადასხვა შტატის ადგილობრივი ღვინოების დაგემოვნებას ურჩევს, რომელთა შორის შუშხუნა ღვინოსაც ვხვდებით.

პორტუგალია სიის მეოთხე ადგილზეა. აქ წარმოებულ ღვინოს ჯილდოების 13% ერგო. პორტუგალიაში ისეთი ღვინოების დაგემოვნებაა შესაძლებელი, როგორსაც სხვაგან ვერ შევხვდებით. თეთრი ღვინის მოყვარულებს  Vihno Verde-ს დაგემოვნებას ურჩევენ. პორტუგალიაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით,  მაღალი  ხარისხის ღვინის გასინჯვა  გაცილებით დაბალ ფასადაა შესაძლებელი.

საუკეთესო ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, მესამე ადგილზე აღმოჩნდა იტალია, რომელმაც 512 ჯილდო მოიპოვა. იტალიურ ღვინოებს შორის ყველაზე პოპულარული სახეობა ჩიანტია (Chianti), რომელიც სანჯიოვეზეთი მზადდება. მათ, ვისაც ღვინის ეს სახეობა მოსწონს,  Vino Nobile di Montepulciano და Bunello di Montalcino დაგემოვნებას ურჩევენ. Pinot Grigio არის ყველაზე ცნობილი თეთრი ჯიში, განსაკუთრებით საინტერესო რეგიონი კი, რომლის სტუმრობასაც ღვინის მოყვარულებს ურჩევენ ტრენტინო-ალტო ადიჯია.

მეორე ადგილზეა ესპანეთი, მოგებული ჯილდოების 22%-ით. Tempranillo ესპანეთში ყველაზე გავრცელებული წითელი ყურძენია. ისევე როგორც იტალიაში, აქაც საჭიროა კონკრეტული რეგიონების ცოდნა, სადაც კარგი ღვინო იწარმოება. ორი ასეთი რეგიონია Rioja და Ribera del Duero. აუცილებლად დასაგემოვნებელ ესპანურ ღვინოებში შუშხუნა ღვინო და “Priorat” აღმოჩნდა.

პირველ ადგილას, მიღებული ჯილდოების რაოდენობით, საფრანგეთია. ფრანგული ღვინის რეგიონები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია, რაც ზოგჯერ დამაბნეველიც შეიძლება იყოს. წითელი Cali-ს მოყვარულებს ბორდოს რეგიონს ურჩევენ, სადაც ღვინო კაბერნე, ყურძნის ჯიშ მერლოზე მზადდება. ასევე, ამ რეგიონში სოვინიონ ბლანის დაგემოვნებაც  შესაძლებელია. პინო ნუარისა და შარდონეს მოყვარულებს კი ბურგუნდიაში მოგზაურობას ურჩევენ. რაღა თქმა უნდა, შუშხუნა ღვინოს მოყვარულებს - შამპანს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.