Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყურძნის წარმოება 2016 წლის მონაცემებით

ოქტომბრის ბოლოს ბრაზილიაში OIV–ის ეგიდით ვაზისა და ღვინის 39–ე კონგრესი გაიმართა, სადაც ტრადიციულად წარმოადგინეს ბოლო წლის მანძილზე ვაზისა და ღვინის სფეროში მომხდარი ცვლილებების სტატისტიკური ანგარიში. ღვინის საინფორმაციო ცენტრი მორიგ პუბლიკაციას გთავაზობთ, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ყურძნის წარმოებას ეძღვნება.

დღესდღეობით სულ იწარმოება 75.7 მილიონი ტონა ყურძენი, აქედან 40% ევროპაში მოჰყავთ, 31% აზიაში და 20% ამერიკაში.

საინტერესოა, რომ მსოფლიოში ვენახების ფართობები მცირდება, სამაგიეროდ იზრდება წარმოებული ყურძნის რაოდენობა, რაც რასაკვირველია მოსავლის ზრდის ხარჯზე ხდება.

აქ შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ გაიზარდა სუფრის ყურძნის წილი ბოლო 14 წლის მანძილზე და რამდენად შემცირდა საღვინე ყურძნის წარმოება (12%–ით).

როგორც ხედავთ, ჩინეთმა ყურძნის წარმოების თვალსაზრისით ყველას გადაასწრო. აქ ცხადია საღვინე ყურძენთან ერთად, კონცენტრატის, წვენის, ქიშმიშისა და სუფრის ყურძნის წარმოებაც იგულისხმება. როგორც ზემოთაც ჩანს, საღვინე ყურძნის წილი ჩინეთში სულ რაღაც 12%–ია, განსხვავებით იტალია, საფრანგეთი და ესპანეთისგან, სადაც საღვინე ყურძენზე შესაბამისად 85, 99 (!!!) და 85% მოდის. ძირითადად ღვინისთვისაა განკუთვნილი ასევე ავსტრალიისა (92%) და გერმანიის (98%) ვენახები.

ეს კი ყურძნის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნების რუკაა, სადაც ქიშმიშის, სასუფრე და საღვინე ყურძნის მიხედვითაა განაწილებული უსმხვილესი მწარმოებელი სახელმწიფოები. როგორც ხედავთ, თურქეთი, ეგვიპტე, ირანი და ინდოეთი მეტწილად ქიშმიშის და სუფრის ყურძნის მოყვანით არიან დაკავებულნი. სუფრის ყურძნის წილი ასევე ძალიან დიდია ჩინეთშიც.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული