Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი ნატურალისტი მეღვინეების ვიზიტი საფრანგეთში Penitentes / La Dive 2018

3 და 4 თებერვალს, საფრანგეთში, Les Pénitentes ნატურალური ღვინის გამოფენაზე ქართული ღვინოებიც იქნება წარდგენილი - Gogo Wine/ Artanuli Gvino, იაგოს მარანი, მანდილი, კორტავების მარანი, ნიკოლაძეების მარანი, ხოხბის ცრემლები, ოქროს ღვინო, მარანი ლაგაზი.

Les Pénitentes გამოფენა მხოლოდ ღვინის პროფესიონალებისთვის ეწყობა და ორგანიზებას მეღვინეები: Thierry Puzelat, René Mosse, Herve Villemade, Pierre Olivier Bonhomme უკეთებენ.

ორგანული და ნატურალური ღვინოების დაჭაშნიკება საფრანგეთში, ლუარას ხეობაში, ქალაქ ანჟერში ჩატარდება, Penitentes-ს სასტუმროში, რომელიც მე–15 საუკუნის ბოლოს ბენედიქტილი ბერების მიერ აშენდა.

La Dive Bouteille-ზე, ღვინის დეგუსტაციების გარდა, მეღვინეები ერთმანეთს ხვდებიან და ეცნობიან. ბოლო წლებში მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება, შეხვედრები კი სულ უფრო ემოციური და მრავალფეროვანი ხდება. წელს აქ შეიკრიბებიან საოჯახო მარნები, ახალგაზრდა მოტივირებული ადამიანები ამერიკიდან, აფრიკიდან და ევროპიდან.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.