Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს ღვინის ინდუსტრია საბჭოთა ბატონობის შემდეგ - ინტერვიუ ლადო უზუნაშვილთან

Forbes-დან, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ამერიკული ჟურნალიდან, ქართული ღვინისა და ინდუსტრიის განვითარების შესახებ “ვაზისუბნის მამულის” ხელმძღვანელს, ლადო უზუნაშვილს ესაუბრნენ: “საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ღვინის მწარმოებელ რეგიონს, საბჭოთა კავშირმა განსაკუთრებული ზარალი მიაყენა. თუმცა დღეს ქვეყანაში არა მხოლოდ განახლებული ვენახებია, არამედ ისეთი წარმოების ღვინოც არის, რომელიც გლობალურ ბაზარზე ფრანგულ და იტალიურ ღვინოებს უწევს კონკურენციას.” - ვკითხულობთ სტატიაში. ავტორი ჯონ მარიანია, რომელსაც Philadephia Inquierer-მა პრესაში ყველაზე გავლენიანი კვებისა და ღვინის კრიტიკოსი უწოდა. ინტერვიუში ლადო უზუნაშვილი თავდაპირველად ქვევრის ტექნოლოგიისა და ქართული ღვინის შესახებ საუბრობს, შემდეგ კი “ვაზისუბნის მამულის” ისტორიას ყვება.

-მოგვიყევით, როგორ დაიწყო “ვაზისუბნის მამულის” ისტორია?

-1800-იან წლებში ეს ბრწყინვალე მამული სულხან ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა. მეღვინეობის პიონერმა მამული და ვენახები 1891 წელს გააშენა. მისი წვლილი საქართველოს, განსაკუთრებით კახეთის კულტურულ და საგანმანათლებლო განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. დროთა განმავლობაში ჭავჭავაძის ოდესღაც აყვავებული სასახლე და ვენახები გაუარესდა. 2013 წელს მიტოვებული მამული აღორძინდა და მისი მდიდარი ისტორიაც მას შემდეგ გრძელდება, ვაზისუბნის მამული განსაკუთრებული სამზარეულოსა და გამორჩეული სტუმართმოყვარეობის ადგილად იქცა. ვენახები ხელახლა გააშენეს და ძველი მარანი აღადგინეს. სასახლე გარემონტდა და ახლა 19 ნომრიანი დახვეწილი ბუტიკ სასტუმროდ ფუნქციონირებს. 

-რა მოხდა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირმა აიღო ხელისუფლება?

- 1921 წელს, როცა საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა, მამულში პირველ რიგში ოჯახური სამარხები გაანადგურეს, ახლა მათი კვალიც კი არ გვაქვს. შემდეგ სამკვიდროში მევენახეობა-მეღვინეობის “სამეცნიერო-კვლევითი” ინსტიტუტი დაარსდა, ეს ყველაფერი 77 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ პრივატიზებული იქნა და 2014 წელს ხელახლა გაიყიდა ახალ მფლობელებზე. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო “ვაზისუბნის მამულის” ახალი და უფრო შთამბეჭდავი ისტორია. 

- ვენახები როდის აღადგინეს?

- მოუვლელი ვაზი გავასუფთავეთ და 2015/2016 წლებში ჯამში 33 ჰექტარი 6 ჯიშის ვაზი გავაშენეთ. საფერავი და ბუდეშური საფერავი წითლებში. თეთრებში კი რქაწითელი, მწვანე, ხიხვი და ქისი, როგორც ყველაზე ცნობილი და ამ ტერიტორიასთან ყველაზე ადაპტირებული ჯიშები. ახლა “ვაზისუბნის მამულში” ყველაზე ავთენტურ ღვინოებს ვაწარმოებთ. გარდა ამისა, თანამედროვე სტილის ღვინოებსაც ვაწარმოებთ იმავე ჯიშებიდან.

- რა არის თქვენი წარმოების ამჟამინდელი კატეგორიები?

- კომპანიას სამი წარმოების ხაზი აქვს. ეს არის ტრადიციული ქვევრის ღვინოები, თანამედროვე სტილის ღვინოები Estate Collection და კუპაჟები, რომლებიც ქართული ინდუსტრიისთვის ასე თუ ისე უჩვეულოა. 

- სად გადის ექსპორტზე თქვენი ღვინო?

- "ვაზისუბნის მამულიდან” 22 ქვეყანაში გაგვაქვს ღვინო. ბრაზილიაში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთსა და იაპონიაშიც. ჩვენ ჩვენი წარმოების, 200 000 ბოთლის წარმოების 60%-ს საზღვარგარეთ ვყიდით, ხოლო დანარჩენ 40%-ს ადგილობრივად, ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში ბევრი ფიქრობს ასე: “ღვინო, რომელსაც მე ვაკეთებ, საუკეთესოა”. ამგვარად, ადამიანების უმეტესობა, ვისაც მცირედი კავშირი მაინც აქვს ყურძენთან, ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის ამზადებს სახლში. აღსანიშნავია, რომ ამის უკან საქართველოს “მემკვიდრეობითი” სიყვარულია, დიდი სუმართმოყვარეობა. სტუმარს ყველა თავისი ღვინით უმასპინძლდება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები შეიცვალა თანამედროვეობაში, ეს მაინც ასე რჩება. 

- როგორ იმოქმედა რუსეთ-უკრაინის ომმა მამულზე?

- უკრაინის ომმა გავლენა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე მოახდინა, ბუნებრივია. სტუმრების რაოდენობა შეიცვალა, მასთან ერთად კი ჩვენი გაყიდვებიც. უკრაინის ომმა კიდევ უფრო ცხადი გახადა ის, რომ უფრო მეტად უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ბაზრები, აქცენტი კი დასავლეთსა და აზიაზე უნდა გავამახვილოთ. ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში იზრდება და ეს გვაძლევს ძალიან კარგ შანსს იმისას, რომ მათ მეტი მივაწოდოთ. 

- როგორც WINESGEORGIA.com-ზე ვკითხულობთ, 2019 წლის მონაცემებით საქართველოში 100 000+ საოჯახო მარანია. რამ განაპირობა ასეთი ზრდა?

- პასუხი ძალიან მარტივია. საქართველო ღვინის კულტურის ქვეყანაა, ეს ისტორულად ჩვენს გენებშიც კია. მნიშვნელოვანია, რომ იზრდება არა მხოლოდ დიდი საწარმოების რაოდენობა, არამედ მცირე, საოჯახო მარნებიც, რაც კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას აძლევს ქვეყანას. 

იმ დროს, როცა გლობალურ ბაზარზე ღვინო საკმაოდ პოპულარული პროდუქტია, როგორ ხედავთ, რამდენადაა შესაძლებელი საქართველომ მიაღწიოს პროგრესს საერთაშორისო ბაზარზე?

- ვფიქრობ, საქართველო და ქართული ღვინო უნიკალურია, მიზეზი, რის გამოც ქართული ღვინო დიდ ინტერესს იძენს არის ის, რომ ჩვენი ქვევრი 8000 წლისაა, თავისი უწყვეტი ტრადიციით კი იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობადაა აღიარებული. ჩვენ, ამ პატარა ქვეყანაში 525 აბორიგენული ყურძნის ჯიში გვაქვს. საქართველო კი აღიარებულია, როგორც პირველი კულტივირებული ვაზის - Vitis Vinifera-ს სამშობლო და მსოფლიოს თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის საფუძველი. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ემოციებს აღძრავს ყველაში, ვისაც ღვინო აინტერესებს. მათ სურთ მოისმინონ ყველა ეს უჩვეულო ისტორია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ვაზი და ღვინო ჩვენთვის მთელი ამ ათასწლეულების განმავლობაში.

- როგორ იმოქმედა კლიმატის ცვლილებამ ღვინის ქარხნებზე?

- როგორც ყველგან, კლიმატის ცვლილებამ ჩვენზეც იმოქმედა. კონტროლირებადი ადგილწარმოშობის აღწერილობები იცვლება. მწარმოებლებისთვის დიდი პრობლემაა, რომ ამაში მყიდველები დაარწმუნონ. თუმცა სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ეს გარდაუვალია და ამ ცვლილებას უნდა შევეგუოთ. ჩვენ მხოლოდ ახალი გზების შესწავლა და უკეთეს შემთხვევაში მასთან ადაპტირება შეგვიძლია. თუმცა, ჯერჯერობით, ბევრად უკეთაა ყველაფერი, ვიდრე ღვინის სხვა რეგიონებში, მაგალითად, საფრანგეთში. ჩვენი ვაზის ჯიშები თავიანთი უძველესგენეტიკით ადაპტირებას ახერხებს. ვფიქრობთ, რომ, მაგალითად, საფერავს (ვგულისხმობ ვაზის გადარგვას) შეუძლია გადაარჩინოს მსოფლიოს მრავალი რეგიონი, თუნდაც სხვა ქვეყანაში მათ ამჟამინდელ ჯიშებთან ერთად გაშენიანებით საფერავი მძლავრ იარაღად იქცევა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ქართულ თეთრ ყურძნიან ჯიშებს შორისაც შეგვიძლია ვიპოვოთ. ადამიანები სწრაფად სწავლობენ გამკლავების გზებს, ამჯერადაც ჩვენ აუცილებლად ვიპოვით გზას, რათა კლიმატური ცვლილების ეფექტი მინიმუმამდე შემცირდეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული