Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ქართული ლიტერატურა მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ“ (2)

ილია ჭავჭავაძე, „ღვინის ქართულად დაყენება“, (ნარკვევი). თბილისი 1887. ნარკვევში ძირეულადაა აღწერილი ღვინის ქართულად დაყენების მეთოდი. ილია ჭავჭავაძეს შედარებული აქვს საღვინე ჭურჭლები - ქვევრი და კასრი. იგი დეტალურად განიხილავს მევენახეობა-მეღვინეობის ყოველ დეტალს, დაწყებული ყურძნის მოყვანიდან, დამთავრებული ღვინის ბოთლებში ჩამოსხმით. კასრთან შედარებით იგი აშკარა უპირატესობას ანიჭებს ქართულ ქვევრს. ნარკვევი შედგება 43 გვერდისაგან. ნარკვევი პირველად გამოიცა 2011 წელს. იდეის ავტორი - გიორგი ბარისაშვილი.

პროფ. კ. მოდებაძე, „მეღვინეობა“. ნაწილი II, თბილისი 1943. სარჩევი: მეღვინეობის რაიონები; ფაქტორები და პირობები, რომლებიც ღვინის თვისებებზე გავლენას ახდენენ; ყურძნის დამწიფება; რთველი; ყურძნის გადამუშავება; მარანი და მისი მორთულობა; წითელი ღვინის დაყენება; წნეხები; სარდაფი; ღვინის მოვლა; გოგირდის მჟავა და მისი როლი მეღვინეობაში; ბოთლებში ღვინის ჩამოსხმა; შამპანური ღვინის დამზადება; სადესერტო ღვინოები; ღვინის ინფექციური ავადმყოფობანი; ღვინის დაჭაშნიკება (დეგუსტაცია). წიგნი შედგება 323 გვერდისაგან.

დ. გიაშვილი, „ქართული მარანი“, თბილისი 1961. შინაარსი: ქართული მარანი; მარანში სახმარი იარაღ-მანქანები; მარნის მომზადება რთველისათვის; ქვევრი, როგორც საღვინე ჭურჭელი, მისი დამზადება და გამოყენება, ღონისძიებანი ქვევრში კახური ტიპის თეთრი ღვინის გაუმჯობესებისათვის; იმერული ტიპის თეთრი ღვინის დაყენება; ქვევრის გამოყენება ევროპული ტიპის ღვინოების დასაყენებლად. წიგნაკი შედგება 56 გვერდისაგან.

შ. ავალიანი, „ღვინის ტექნოლოგია“, თბილისი 1969. სარჩევი: ღვინის დიეტური და სამკურნალო ღირებულება; მეღვინეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში; მეღვინეობა მოკავშირე რესპუბლიკებში; მეღვინეობა საზღვარგარეთ; სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოები; ყურძენი - წარმოების ნედლეული; მარანი და სარდაფი; ყურძნის გადამამუშავებელი მანქანები; ღვინის ჭურჭელი და მისი დამუშავება; გოგირდოვანი გაზის გამოყენება მეღვინეობაში; ტკბილის ალკოჰოლური დუღილი; ღვინის განვითარების სტადიები; ღვინის გადაღება და ჭურჭლის შევსება; ღვინის გაგზავნა; ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება. წიგნი შედგება 330 გვერდისაგან.

თემურ ღლონტი, „ვაზისა და ღვინის საგალობელი“, თბილისი, 1983. სარჩევი: შენ ხარ ვენახი; ვაზო, შვილივით ნაზარდო; მასპინძელო, ჩვენო ლხინო, მარნის კარი გვიჭრიალე; სადღეგრძელო იყოს მისი; სევდა... ღვინო... ლექსი... მთვარე... სატრფო... ყვავილები...; ღვინო შემრგო და გემოიან-სუნიანი; და ნუ დაითვრებით ღვინითა. წიგნი შედგება 253 გვერდისაგან.

თამაზ კობაიძე, „ყურძნის პროდუქტთა მინერალური ნივთიერებები“, თბილისი 1982. სარჩევი: მინერალურ ელემენტთა მიგრაცია ვაზში, ყურძენსა და მისი გადამუშავების პროდუქტებში; ყურძნის პროდუქტთა მინერალური ელემენტების ბიოტექნოლოგიური მნიშვნელობა; ღვინისა და კონიაკის დემეტალიზაციის თანამედროვე მეთოდები. სისხლის ყვითელი მარილით ღვინის დამუშავების წესი; ფიტინით ღვინის დამუშავების ინსტრუქცია; მეღვინეობაში ნიტროლოტრიმეთილფოსფორმჟავას სამნატრიუმიანი მარილით დამუშავება; ახალგაზრდა საკონიაკე სპირტებიდან მძიმე ლითონებისა და ლიპიდების გამოლექვის მეთოდი. წიგნი შედგება 129 გვერდისაგან.        

გ. ტალახაძე, ი. ანჯაფარიძე, ი. ცომაია, „ნიადაგი და ვაზი“, თბილისი 1980. შინაარსი: ამპელოგრაფიის ძირითდი საკითხები; მევენახეობის რაიონების უმთავრესი ნიადაგური ტიპების ამპელოგრაფიული ანალიზი; ვაზი და დაჭაობებული-ჰალოგენური ნიადაგები; ვაზის ავადმყოფობა და მავნებლები ნიადაგურ-ეკოლოგიურ პირობებთან დაკავშირებით; ვაზის ფესვთა სისტემა ნიადაგურ პირობებთან დაკავშირებით; საქართველოს მევენახეობის რაიონების ძირითადი ნიადაგები; სავენახე ნიადაგების შერჩევის ძირითდი პრინციპები. წიგნს თან ახლავს საქართველოს ნიადაგური რუკა და შედგება 240 გვერდისაგან.

გიორგი ბარისაშვილი, „მევენახეობა-მეღვინეობის სალექსიკონო მასალები“, თბილისი 2010წ. წიგნაკში შესულია მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული 1300 ტერმინი, მათშორის ქართული ვაზის ჯიშები. წიგნაკი შედგება 56 გვერდისაგან.

მალხაზ ხარბედია, „ქართული ღვინისა და კერძის შეხამება“, თბილისი 2011. (ღვინის კლუბის ბიბლიოთეკა). შინაარსი: ბროშურა ერთ–ერთი პირველთაგანია, რომელიც ამ განხრით გამოიცა, ხოლო თავის მხრივ ეს იდეა საფუძვლად დაედო სხვა, გაცილებით დიდ გამოცემებს. მასში აღწერილია ქართული ღვინის კომპანიების პროდუქცია და მათთან მისადაგებული ქართულ–უცხოური კერძები. ნაშრომი ძალიან კარგი სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ცდილობს გაერკვეს ღვინისა და კერძების შეხამების სფეროში. ბროშურას დართული აქვს ქართული ღვინოების კლასიფიკაცია საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის რეგიონების მიხედვით: კახეთის ღვინოები; ქართლის ღვინოები; იმერეთის ღვინოები; რაჭა–ლეჩხუმის ღვინოები; სამეგრელოსა და გურიის ღვინოები. ბროშურა შედგება 60 გვერდისაგან. 

 

© ღვინის კლუბი/Weekend


sad sheidzleba am wignebis naxva

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული